Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თვალის სიწითლე

თვალის სიწითლე

598

თვალის სიწითლემ შეიძლება შეგაშინოთ, მაგრამ ის ხშირად შეიძლება იყოს მხოლოდ კონიუნქტივიტის, ან თვალის რაიმე სხვა ნაკლებ პრობლემური მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად თვალში სისხლის კაპილარის გასკდომა. თუ იგი მტკივნეულია, შესაძლოა საქმე უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვქონდეს. მიმართეთ ექიმს თუ თვალის სიწითლემ არ დაიწყო გაუმჯობესება რამდენიმე დღის განმავლობაში.

მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ:

  • გაქვთ ტკივილის შეგრძნება და გაწითლებული თვალი
  • სხვა სიმპტომები, როგორიც არის დაქვეითებული მხედველობა, სენსიტიურობა სინათლეზე, მწვავე თავის ტკივილი, ან გულისრევის შეგრძნება
  • თუ მექანიკურად დაიზიანეთ თვალი - განსაკუთრებით თი რაიმე შეგერჭოთ თვალში

ამ სტატიის მიზანია მოგცეთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რითი შეიძლება იყოს გამოწვეული თვალის სიწითლე. თუმცა ეს ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ თქვენს თავს თვითონვე დაუსვათ დიაგნოზი! ყოველთვის მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობისათვის.

უმტკივნეულო გაწითლებული თვალის ძირითადი გამომწვევი მიზეზები

ასეთი მდგომარეობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის კონიუქტივიტი, ან თვალში სისლძარღვის გასკდომა. ეს მდგომარეობები უმეტესწილად არ ვნებს თვალს და თავისით გაივლის ერთი ან ორი კვირის განმავლობაში.

კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი არის კონიუნქტივის ანთება (შესიება და გაღიზიანება), კონიუნქტივა არის ქსოვილის თხელი გარსი, რომელიც ფარავს თვალის კაკალსა და ქუთუთოს შიდა ზედაპირს.ეს იწვევს თვალის მომმარაგებელი სისხლძარღვების შესიებას, შესაბამისად ერთი ან ორივე თვალი წითლდება და შეიძლება გქონდეთ შეგრძნება თითქოს თვალებში ქვიშა ჩაგეყარათ.

სხვა სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს ქავილს და თვალის დაწყლიანებას, ასევე წებოვან ფენას ქუთუთოებზე.

კონიუნქტივიტი შეიძლება გამოწვეული იყოს გამღიზიანებლით, როგორიც არის ქლორი, მტვერი, ალერგია (მაგალითად მტვერზე), ან ინფექცია. 

მკურნალობა დამოკიდებულია კონიუნქტივიტის გამომწვევ მიზეზზე. ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან მდგომარეობა შესაძლებელია თავისით გაუმჯობესდეს.

ექიმმა შესაძლებელია მოგცეთ რეკომენდაცია, რომ:

რეგულარულად გაიწმინდოთ აქერცლილი ან გამონადენი ნადები თვალებიდან

არ გაიკეთოთ საკონტაქტო ლინზები

რეგულარულად დაიბანოთ ხელები და მოერიდოთ პირსახოცის ან ბალიშის გაზიარებას ოჯახის წევრებთან რომ თავიდან აიცილოთ ინფექციის გავრცელება (თუ მდგომარეობა ინფექციის შედეგად განვითარდა)

თვალში ჩასაწვეთებელი ანტიბიოტიკის წვეთები ბაქტერიული ინფექციებისთვის, ან წამლები როგორიცაა ანტიჰისტამინები ალერგიისთვის.

წაიკითხეთ მეტი კონიუნქტივიტის მკურნალობის შესახებ.

გამსკდარი სისხლძარღვი თვალში

გაჭინთვამ, ხველამ, ან მექანიკურმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის

მომმარაგებელი

სისხლძარღვის გასკდომა თვალის ზედაპირზე და წარმოქმნას წითელი ლაქა.ამას ეწოდება სუბკონიუნქტივური ჰემორაგია. 

ეს შეიძლება გამოიყურებოდეს საგანგაშოდ, განსაკუთრებით თუ იღებთ მედიკამენტებს, როგორიც არის ასპირინი, ან ვარფარინი (ისინი ამცირებენ სისხლის შედედების უნარს და შეიძლება გაამწვავოს სიწითლე), თუმცა ძირითადად ეს არ არის მწვავე მდგომარეობა და უნდა დაიწყოს გაუმჯობესება რამდენიმე კვირის განმავლობაში.   

მტკივნეული თვალის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები  

თუ თვალი წითელი და მტკივნეულია, ან გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაქვეითება, მაშინ გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი.   

ეს მდგომარეობები ზოგჯერ შესაძლებელია იყოს საკმაოდ სერიოზული და შესაძლებელია იყოს თქვენი მხედველობისთვის საფრთხის შემცველი, ამიტომ ასეთ შემთხვევებში აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ირიტი

ირიტი არის თვალის ფერადი გარსის ანთება. ცნობილია როგორც, წინა უვეიტი.

თვალის სიწითლესთან ერთად შესაძლებელია შენიშნოთ რომ თვალი უფრო მგრძნობიარე გახდა სინათლის მიმართ, ასევე მხედველობა უფრო ბუნდოვანი გახდა და გაწუხებთ ტავის ტკივილი.

ხშირად გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, თუმცა შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის პრობლემებით, ან ინფექციით.

ირიტისი ჩვეულებრივ კარგად რეაგირებს სტეროიდების საშუალებით მკურნალობაზე ანთების ჩასაქრობად და იშვიათად იწვევს მძიმე გართულებებს.

მწვავე გლაუკომა 

მწვავე გლაუკომა არის სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც უცაბედად იზრდება თვალის შიდა წნევა. ეს გამოიწვევს ტკივილს და გაზრდის სითხის წარმოქმნას, თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ გულისრევის შეგრძნება და დაინახოთ რგოლი სინათლეების გარშემო. მხედველობა შესაძლებელია დაიბინდოს.

თუ ექიმი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მწვავე გლაუკომა გქონდეთ, ისინი გირჩევენ ოფთალმოლოგთან დაუყოვნებლივ კონსულტაციას, რადგან თუ მკურნალობა სასრაფოდ არ მოხდა ამ მდგომარეობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა.

რქოვანას წყლული

რქოვანას (თვალის გუგის გარშემო არსებული თეთრი ფერის გარსი) წყლული ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. მან შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის სიწითლე და სინათლისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა, ასევე ისეთი შეგრძნება, თითქოს თვალში რაიმე ჩაგივარდათ.

ბაქტერიული რქოვანას წყლული ძირითადად გვხვდება ადამიანებში, ვინც იყენებს კონტაქტურ ლინზებს. ვირუსული რქოვანას წყლულები კი ხშირად არის ადამიანებში ვისაც ხშირად ემართება ჰერპესის ვირუსი.   

თქვენი ექიმი სამკურნალოდ გადაგამისამართებთ თვალის სპეციალისტთან თუ გაჩნდა ეჭვი რქოვანას წყლულის.

რქოვანას გაკაწვრა ან რაიმე პატარა ნაწილაკი თვალში 

მტკივნეული თვალის სიწითლე შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში გამოწვეული იყოს თუ თვალში ჩაგივარდათ რაიმე ნაწილაკი, როგორიც არის ქვიშის მარცვალი. ამ შემთხვევაში ექიმი ეცდება ამ ნაწილაკის ამოღებას. პირველად, ისინი ჩაგაწვეთებენ ანესთეზიურ საშუალებას, რათა გაყუჩდეს თვალი და შეამსუბუქონ ტკივილი.

თუ ამ ნაწილაკმა გაკაწრა თვალი, შეიძლება გქონდეთ დისკომფორტის შეგრძნება, როდესაც გაივლის გამაყუჩებლის ეფექტი. ამ შემთხვევაშიშეიძლება დაგინიშნონ თვალში ჩასაწვეთებელი ანტიბიოტიკები ან მალამო რამდენი დღის განმავლობაში, რომ შეამციროს ინფექციის განვითარების რისკი მდგომარეობის საბოლოო გაუმჯობესებამდე.   

იხილეთ მეტი თემაზე: თვალის დაზიანებები.

კომენტარის დამატება