Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თიაქარი

თიაქარი

215

თიაქარი ვითარდება, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი აწვება და იჭრება დასუსტებული კუნთის ან შემომსაზღვრავი ქსოვილის კედელში.

ჩვეულებრივ, კუნთები საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ ნაწლავები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე გააჩეროს, თუმცა სუსტ ადგილებში შესაძლოა თიაქარი განვითარდეს.

უმეტესობა შემთხვევებში, თიაქარი არ იწვევს, ან იწვევს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომს, თუმცა შეიძლება შენიშნოთ შეშუპება ან წამონაზარდი მუცელში ან საზარდულში.

წამონაზარდი ხშირად შეიძლება ჩავიდეს უკან, ან გაქრეს როდესაც წვებით. დახველებამ, ან დაჭიმულობამ კი შეიძლება ისევ გამოაჩინოს ეს წამონაზარდი.

თიაქრის ტიპები

ადამიანს თიაქარი შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება სხეულის ცენტრალურ ადგილში, კისერსა და თეძოებს შორის.

თიაქრის რამდენიმე ტიპი არსებობს, ესენია:

  • საზარდულის თიაქარი - ამ დროს ცხიმოვანი ქოსვილი, ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულში ბარძაყის ზედა ნაწილის მახლობლად. ეს თიაქრის ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ძირითადად ვლინდება მამაკაცებში. უფრო მეტად დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და მუცლის ხშირ დაჭიმულობასთანს
  • თეძოს თიაქარი (Femoral hernias) - ამ დროსაც, ისევე როგორც საზარდულის თიაქარის შემთხვევაში ცხიმოვანი ქსოვილი, ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულში ბარძაყის ზედა ნაწილის მახლობლად. თიაქრის ეს სახეობა, საზარდულის თიაქართან შედარებით, უფრო იშვიათია და უფრო მეტად ვლინდება ქალებში. თიაქარის ეს სახეობაც დაკავშირებულია ასაკის მატებასთან და მუცლის ხშირ დაჭიმულობასთან.
  • ჭიპის თიაქარი - ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავის ნაწილი იჭრება მუცელში ჭიპთან ახლოს. თიაქარის ეს სახეობა შეიძლება დაემართოს ბავშვებს, თუ ჭიპლარის მოჭრის შემდეგ, ვერ მოხდა ნორმალური შეხორცება. ეს მდომარეობა შეიძლება დაემართოს მოზდილებსაც, თუ მუცელზე ხშირი დაჭიმულობის შედეგად
  • საყლაპავის თიაქარი - ამ დროს კუჭის ნაწილი აწვება და იჭრება დიაფრაგმის (მუცლისა და გულმკერდის გამოყოფი კუნთები) არსებულ ხვრელში ადის. ამ სახეობის თიაქარს შეიძლება არ ჰქონდეს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი, თუმცა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა. ჰიატალური თიაქარის გამომწვევი ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მიზეზი შეიძლება იყოს დიაფრაგმის დასუსტება ასაკის მატებასთან ერთად, ან მუცელზე ზეწოლა.

თიაქარის სხვა სახეობები

თიაქარის სხვა სახეობები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მუცელზე მოიცავს:

  • განაკერის თიაქარს - ამ დროს ქსოვილი, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობაში ჩადის
  • ეპიგასტრიული თიაქარი - ამ დროს ქსოვილი ჭიპსა და სტერნუმს (გულმკერდის ძვალი) შორის ჩადის
  • სპიგელიანური თიაქარი - ამ დროს ქსოვილი ჭიპის უკან მდებარე კუნთში ჩადის
  • დიაფრაგმის თიაქარი - ეს ხდება, როდესაც მუცლის ღრუს ორგანოები ადის მკრდში დიაფრაგმის ხვრელის გავლით. ეს შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებში, რომლებსაც დიაფრაგმა ვერ ჩამოუყალიბდათ ნორმალურად საშვილოსნოში, მაგრამ ასევე შეიძება დაემართოთ მოზრდილებსაც
  • კუნთის თიაქარი - როდესაც კუნთი უკან მუცელის ღრუში შედის. კუნთის თიაქარი ფეხზეც შეიძლება განვითარდეს სპორტული დაზიანების (sports injury) ფონზე.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ თიაქარი. ეს მდგომარეობა ექიმმა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა.

აუცილებლად უნდა დარეკოთ 112-ზე და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ თიაქარი და ამასთან ერთად გაგივითარდათ:

  • უეცარი, ძლიერი ტკივილი
  • ღებინება
  • კუჭის შეკრულობა, ან გაზები
  • თიაქარი გახდა მაგარი (მკვრივი) ან მგრძნობიარე, ან არ ჩადის უკან დაწოლისას. 

ეს სიმპტომები შეიძლება ნიშნავდეს, რომ თიაქარში გაჭედილ ქსოვილის მონაკვეთს შეუწყდა სისხლის მიწოდება (სტრანგულაცია), ან თიაქარში გაჭედილია ნაწლავის ნაწილი და შედეგად დაიბლოკა (ობსტრუქცია).

სტრანგულაცია და ობსტრუქცია სასწრაფო სამედიცინო მდგომარეობებია და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას.

თიაქარის ტიპის დადგენა და მკურნალობა

ძირითადად ექიმი შეძლებს თიაქარის დადგენას ვიზუალური დაკვირვებით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება დაგინიშნოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების გამოყენებით სხეულის შიგნითა სურათს გვაძლებს.

დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას, რომ გადაწყვიტოს არის თუ არა საჭირო ქირურგიული ოპერაცია.

როდესაც საჭირო ხდება გადაწყვეტილების მიღება ქირურგიული ოპერაციის ჩატაზებაზე, საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

  • თიაქარის სახეობა - ზოგიერთი სახეობის თიაქარს, სხვებთან შედარებით უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ გამოიწვიოს სტრანგულაცია, ან ნალავის ობსტრუქცია
  • თიაქარის შემადგენლობა - თუ თიაქარი შეიცავს ნაწლავის, კუნთის ან ქსოვილის ნაწილს, შეიძლება არსებობდეს სტრანგულაციის ან ობსტრუქციის რისკი
  • სიმპტომები და ყოველდღიური ცხოვრება - ქირურგიული ოპერაცია შეიძლება იყოს რეკომენდირებული, თუ სიმპტომები არის ძალიან მძიმე ან თუ თიაქარი გავლენას ახდენს ადამიანის ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაზე
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა - თუ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სუსტია, ქირურგიული ოპერაცია შეიძლება დიდი რისკის მატარებელი იყოს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თიაქარის შემთხვევების უმეტესობა არ გამოკეთდება ქირურგიული ოპერაციის გარეშე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ გაუარესდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგიული ოპერაციის რისკი გადაწონის პოტენციურ სარგებელს და ამ დროს არ არის რეკომენდირებული ოპერაციის ჩატარება.

ოპერაცია

ოპერაციის ორი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • ღია ოპერაცია - როდესაც ქირურგი აკეთებს ერთ დიდ განაკვეთს, რომ უმკურნალოს თიაქარს
  • ლაპარასკოპიული ოპერაცია - ეს ნაკლებად ინვაზიური ოპერაციაა, მაგრამ უფრო რთული ტექნიკით. ამ დროს ქირურგი აკეთებს რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთს, რაც მას საშუალებას აძლევს, ორგანიზმში შეიყვანოს სპეციალური ხელსაწყოები თიაქარის შესაკეთებლად.

ოპერაციის შემდეგ, ადამიანთა უმეტესობა შეძლებს სახლში წასვლას იმავე ან მომდევნო დღეს და სრულიად გამოჯანმრთელდება ერთი კვირის განმავლობაში.

თუ ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას ქირურგიულ ოპერაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გაეცნოთ შესაძლო რისკებს, გართულებებს და თიაქარის განკურნების შესაძლებლობებს. ასევე თიაქარის დაბრუნების შესაძლებლობასაც. ამისთვის წინასწარ გაესაუბრეთ ექიმს და დეტალურად გაარკვიეთ ოპერაციის პოტენციური სარგებელი და რისკები.

კომენტარის დამატება