Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა

69

თავბრუსხვევა ხშირი სიმპტომია, რომელიც როგორც წესი სერიოზული დაავადების ნიშნარი არ არის მაგრამ ექიმმა მაინც უნდა შეგამოწმოთ.

თავბრუსხვევა სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვანაირ მნიშვნელობას ატარებს. ზოგიერთი მას წონასწორობი დარღვევის აღსაწერად იყენებს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ამ დროს მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს.

რადგან თავბრუსხვევა ძალიან პირობითი და ზოგადი ცნებაა, ის შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა და მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ამ სტატიაში წაიკითხავთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, როდესაც უმიზეზოდ გეხვევაათ თავბრუ.

ვიზიტი ექიმთან

თუ წონასწორობა გიჭირთ და ნერვიულობთ, მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ სხვა სიმპტომებიც გაქვთ, როგორიცაა გულის წასვლის ეპიზოდები და თავის ტკივილები.

ექიმი კარგად გამოგკითხავთ და გაარკვევს თუ რას ნიშნავს თქვენთვის თავბრუსხვევა. ის უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ არ გაწუხებთ ვერტიგო, თავბრუსხვევის ძლიერი ფორმა, რომლის დროსაც გეჩვენებათ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი ტრიალებს და მოძრაობს. ექიმი ასევე გკითხავთ:

  • თავბრუსხვევა უმიზეზოდ თუ რაიმე ავადმყოფომის შემდეგ დაგეწყოთ
  • თავბრუსხვევის განმეორებითი ეპიზოდები, ხომ არ გაქვთ, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაინტერესდება თუ რამდენ ხანს გრძელდება ერთი ეპიზოდი
  • რამდენ ხანს გრძელდება თავბრუსხვევის ეპიზოდი.

თავბრუსხვევას ზოგჯერ ყურის დაავადებები იწვევს. ექიმს მარტივათ შეუძლია დაადგინოს თავბრუსხვევა ყურიდან მოდის თუ სხვა მიზეზი აქვს. ის გკითხავთ, თუ როდის გაქვთ თავრბუსხვევის ეპიზოდი: ფეხზე დგომის დროს თუ დაწოლილ მდგომაორებაში:

  • თუ თავბრუსხვევის ეპიზოდი ფეხზე დგომისას გაქვთ, სავარაუდოდ ის ყურიდან არ მომდინარეობს
  • თუ თავბრუსხვევის ეპიზოდი დაწოლილ მდგომარეობაში გაქვთ, სავარაუდოდ მისი მიზეზი ყურის პათოლოგიია.

კარგი იქნებოდა, თუ დღიურს გააკეთებთ და ჩაიწერთ თქვენი თავბრუსხვევის ეპიზოდების დროსა და ადგილმდებაორებას. ვიზიტის დროს დღიური ექიმს აჩვენეთ.

თუ რაიმე მედიკამენტს იღებთ, ექიმი გადაამოწმებს თავბრუსვევას ის ხომ არ იწვევს. საჭიროების შემთხვევაში სხვა მედიკამენტს დაგინიშნავთ.

შესაძლოა, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის სპეციალისტთან გაგგზავნონ.

თავბრუსხვევის გამომწვევი ხშირი მიზეზები

ქვევით ჩამოთვლილია თავბრუსხვევის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები

  • ყურის ვირუსული დაავადება - ეს იწვევს ძლიერ თავბრუსხვევას- ვერტიგოს
  • შაკიკი - თავბრუსხვევის ეპიზოდი თავის ტკივილამდე ან მერე აქვთ, ხოლმე ადამიანებს
  • სტრესი ან მღელვარება - განსაკუთრებით ჰიპერვენტილაციის შემთხვევაში (თუ ძალიან ხშირად სუნთქავთ მღელვარების დროს)
  • სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა - რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ
  • სისხლის წნევის უეცარი ვარდნა, რომელიც სწრაფი დაჯდომით ან ადგომითაა გამოწვეული და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ნორმას უბრუნდება - ამას პოსტურალური ჰიპოტენზია ეწოდება და ხშირია ასაკოვან  ადამიანებში
  • დეჰიდრატაცია ან სითბოს დაკარგვა - დეჰიდრატაცია არასაკმარისი სითხის მიღებით ან ისეთი ავადმყოფობით შეიძლება იყოს გამოწვეული, როგორიცაა პირღებინება, დიარეა ან ცხელება
  • ტვინში შემცირებული სისხლის ნაკადი, იგივე ვერტებრობაზილარული უკმარისობა - ამ დროს შესაძლოა ტვინში შემავალი სისხლძარღვები დაბლოკილი იყოს (ათეროსკლეროზით).

თავბრუსხვევის შედარებით იშვიათი გამომწვევი მიზეზები

ესენია:

  • რაიმე მძიმე დაავადება ან ავადმყოფობა, რომელიც მთლიან სხეულს მოიცავს
  • რეკრეაციული ნარკოტიკები ან ზედმეტი ალკოჰოლი (ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება ან ალკოჰოლის მიღება დროის ხანგრძლივ პერიოდში)
  • ზოგიერთ დანიშნული მედიკამენტი, როგორიცაა ანტიდეპრესანტები ან წნევის გასაკონტროლებელი მედიკამენტები
  • წინაგულების ფიბრილაცია - გულის სწრაფი, არარეგულარული რითმი
  • გაზით მოწამვლა

კომენტარები 0

კომენტარის დამატება