Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ნაწლავის პოლიპები

ნაწლავის პოლიპები

203

ნაწლავის პოლიპები, მსხვილი ნაწლავის ან რექტუმის კედელზე, პატარა გამონაზარდებია. გაერთიანებული სამეფოს 15-20% აქვს პოლიპები, ხშირ შემთხვევაში ისინი სიმპტომებს არ იწვევენ.

 

პოლიპები როგორც წესი 1სმ-ზე ნაკლებია ზომაში, თუმცა რამდენიმე სანტიმეტრამდეც შეიძლება გაიზარდოს. მათი რამდენიმე ფორმა არსებობს:

ზოგიერთი არის პატარა ამოზნექილობის სახით, ამას “მჯდომარე”

  • პოლიპი ეწოდება
  • ზოგიერთი ყურძნის მტევანს გავს, ამას ყვავილოვანი პოლიპი ეწოდება
  • ზოგიერთი პატარ-პატარა ამოზნექილობებისგან დიდ გროვებს ქმნის.

 

ნაწლავის პოლიპები არ არის სიმსივნური წარმონაქმნები. თუმცა მათი აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მათი მოშორება, რადგან მკურნალობის გარეშე შეიძლება კიბოში გადაიზარდოს.

პოლიპების რაოდენობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავდება. ისინი უფრო 60 წელს ზევით ადამიანებს ემართება.

რა იწვევს პოლიპებს?

ნაწლავის პოლიპები წარმოიქმნება ნაწლავის უჯრედების პათოლოგიური ზრდის გამო. ნაწლავის კედლები მუდმივად ახლდება.  დაზიანებულმა გენმა შეიძლება კედლის ზრდა უფრო დააჩქაროს. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახური მიდრეკილება, პოლიპების ან ნაწლავის კიბოს მიმართ.

სიმპტომები

ადამიანთა უმეტესობამ შეიძლება არც იცოდეს, რომ პოლიპები აქვს. რადგან ისინი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.

თუმცა, დიდ პოლიპებს შეიძება ჰქონდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • მცირე რაოდენობით რექტალური სისხლდენა (სისხლდენა უკანა ტანიდან)
  • ლორწოს წარმოქმნა ნაწლავში, რომელიც გამოიყოფა განავალთან ერთად
  • დიარეა ან კუჭის შეკრულობა
  • მუცლის ტკივილი.

როგორ ხდება მათი აღმოჩენა

პოლიპებს, როგორ წესი ნაწლავების დათვალიერებისას აღმოაჩენენ ხოლმე. როგორიცაა: სიგმოიდოსკოპია (ნაწლავის ბოლო ნაწილის დასათვალიერებელი ტესტი) და ბარიუმის ოყნა (barium enema ) (თეთრი სითხე შეყავთ უკანა ტანში და რენტგენის აპარატით სურათს იღებენ).

პოლიპების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა კოლონოსკოპია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, რომ მოხდეს მსხვილი ნაწავის მთლიანად შესწავლა და პოლიპების მოშორება.

როგორ მკურნალობენ?

პოლიპების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული პროცედურებია:

  • პოლიპის მოჭრა კოლონოსკოპიის დროს. ეს პროცესი უმტკივნეულოა
  • ელექტრული ხელსაწყოთი პოლიპის მოწვა (უმტკივნეულო).

 

ორივე პროცედურა კოლონოსკოპიის მოქნილი ინსტრუმენტით ტარდება, რომელიც უკანა ტანიდან შეჰყავთ. კოლონოსკოპი ელექტრული მავთულით პოლიპებს წვავს ან აჭრის.

მკურნალობის უფრო უჩვეულო გზა ნაწლავის ნაწილის ამოჭრაა. ამას იმ შემთხვევაში მიმართავენ თუ პოლიპი ძალიან დიდია, ან პოლიპს აქვს უჯრედების ანომალია.

პოლიპის ან პოლიპების ამოჭრის შემდეგ, მასალას სპეციალისტთან აგზავნიან, რომელიც საჭიროებისამებრ შეგატყობინებთ, თუ:

  • პოლიპი ბოლომდე ამოიკვეთა
  • თავიდან გაზრდის რისკი არსებობს
  • პოლიპში სიმსივნური ცვლილებებია

 

თუ პოლიპში სიმსივნური ცვლილებებია, შეიძლება მკურნალობის სხვა კურსიც გახდეს საჭირო (გააჩნია როგორია ცვლილებაა).

პერსპექტივები

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განმეორებითი კოლონოსკოპია დასჭირდეს, რადგან პოლიპი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ზოგჯერ პოლიპების მიმართ მიდრეკილება გენეტიკურია. ეს არ არის ხშირი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჭიროა რეგულარული გამოკვლევები კოლონოსკოპიით, რომ თავიდან ავიცილოთ განმეორებითი პოლიპები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს კიბოში.

ნაწლავის კიბოს რისკი

პოლიპები, როგორც წესი, არ არის კიბოსებრი უჯრედებით წარმოქმნილი, მაგრამ თუ ზოგიერთი სახეობის პოლიპები არ მოშორდა დროულად, ისინი შეიძლება გადაიზარდონ კიბოში. თუმცა, ამას მრავალი წელი სჭირდება.

ათი შემთხვევიდან კიბოში მხოლოდ ერთი გადადის და ამ შემთხვევას ადენომა ეწოდება.

ექიმთა უმრავლესობა მიიჩევს, რომ ნაწლავის კიბოს ყველა შემთხვევა სწორედ პოლიპებით არის გამოწვეული.

კომენტარის დამატება