ყელის ტკივილი - ფარინგიტი
ყელის ტკივილი არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის სიმპტომი, როგორიცაა მაგალითად გაციება. შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილი გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ყელის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც ფარინგიტი.
ყელის ტკივილთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს:
- შეშუპებული ნუშისებრი ჯირკვლები (ტონზილიტი)
- ყელში გადიდებული და მგრძნობიარე ჯირკვლები
- დისკომფორტი ყლაპვის დროს.
თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით, შეიძლება განვითარდეს ხშირ ინფექციურ მდგომარეობებთან ასოცირებული სიმპტომებიც, როგორიცაა:
- მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი
- კუთების ტკივილი ან დაღლილობა
- თავის ტკივილი
- ხველა
- სურდო.
ყელის ტკივილის მკურნალობა
ყელის ტკივილი გავრცელებულია განსაკუთრებით ბავშვებსა და თინეიჯერებში. ეს იმიტომ რომ ახალგაზრდებს არ აქვთ იმუნიტეტი (რეზისტენტობა) ბევრი ვირუსისა და ბაქტერიის მიმართ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი. ყელის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა არ არის სერიოზული და ძირითადად მკურნალობის საჭიროების გარეშე გაივლის. სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოვიყენოთ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და ასევე თვით-ზრუნვის მეთოდები.
ყელის ტკივილისთვის, როგორც წესი არ გამოწერენ ანტიბიოტიკებს, თუ ის განსაკუთრებით მძიმე არაა, ან თუ არ ხართ უფრო სერიოზული ინფექციის განვითარების რისკ ჯგუფში.
რამდენ ხანს გრძელდება ყელის ტკივილი?
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით ყელის ტკივილის საშუალოდ მძიმე სიმპტომები დაავადების დაწყებიდან:
- შვიდ დღეში გაიარა, შემთხვევების 50%-ში
- ათ დღეში გაიარა, შემთხვევების 80%-ში.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის
მიმართეთ ექიმს, თუ:
- გაქვთ მუდმივი მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C-ზე მაღალი, რომელიც წამლებიც დალევის მიუხედავად არ მცირდება
- სიმპტომები არ გაუმჯობესდება ერთი კვირის განმავლობაში.
სიცხის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა აუცილებელია, რადგან ის შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობით იყოს გამოწვეული, როგორიცაა:
- ეპიგლოტიტი - ეპიგლოტის (ქსოვილის ნაჭერი ყელის უკანა მხარეს, ენის ქვეშ) შეშუპება და სიწითლე; მკურნალობის გარეშე, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება
- ანგინა - ჩირქგროვა, რომელიც ვითარდება ნუშისებრი ჯირკვლების უკანა ნაწილსა და ყელის კედელს შორის და ძირითადად გამოწვეულია მძიმე ტონზილიტით.
სისხლის ანალიზები შეიძლება დაინიშნოს, თუ ექიმს ექნება ეჭვი ვირუსულ ინფექციაზე, რომელსაც ინფექციური მონონუკლეოზი ეწოდება.
სასწრაფო დახმარების მოთხოვნა
დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ყელის ტკივილი და:
- გაწუხებთ ძლიერი ტკივილი
- გიჭირთ სუნთქვა
- სუნთქვის დროს გამოსცემთ მაღალი ტონის ხმას (სტრიდორი)
- ნერწყვის გადმოდენა პირიდან
- გაქვთ გაგუდული ხმა
- გაქვთ ყლაპვის სიძნელე (დისფაგია) ან არ შეგიძლიათ საკმარისი რაოდენობის სითხეების გადაყლაპვა.
რისკ ჯგუფები
მიუხედავად იმისა, რომ ყელის ტკივილის შემთხვევების უმეტესობას საზლის პირობებებშიც შეიძლება ვუმკურნალოთ, ზოგიერთი ადამიანი გართულებების უფრო მაღალ რისკ-ჯგუფში ხვდებიან და შეიძლება დამატებითი მკურნალობა დასჭირდეთ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ინფექციის პირველი ნიშნების განვითარებისთანავე თუ პაციენტს:
- აქვს შიდსი ან აივ (ვირუსი რომელიც უტევს ადამიანის იმუნურ სისტემას)
- აქვს ლეიკემია (ძვლის ტვინის კიბო)
- აქვს ასპლენია (როდესაც ელენთა არ მუშაობს ნორმალურად, ან თუ ამოკვეთილი აქვს)
- აქვს აპლასტიური ანემია (როდესაც ძვლის ტვინი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის წითელ უჯრედებს)
- უტარდება ქიმიოთერაპია
- უკეთებენ იმუნოსუპრესანტულ წამლებს (რაც აჩერებს იმუნური სისტემის მუშაობას) - მაგალითად თუ გადაუნერგეს ორგანო
- იღებს ანტითიროიდულ წამლებს (რომ შეაჩეროს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი რაოდენობის ჰორმონების გამოყოფა), როგორიცაა კარბიმაზოლი (carbimazole)
- იღებს დაავადების შემცვლელ ანტი-რევმატიულ წამლებს, მაგალითად ართრირის სამკურნალოდ.
კომენტარის დამატება