Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია)

300

დისფაგია სამედიცინო ტერმინია, რომელიც აღწერს ყლაპვის გაძნელებას.

ზოგიერთ ადამიანს მყარი ან თხევადი საკვების გადაყლაპვა არ შეუძლია, ზოგიერთი კი საერთოდ ვერაფერს ყლაპავს.

დისფაგიის სხვა სიმპტომებია:

  • საკვების და სითხის მიღებისას ხველება
  • საკვების უკან ამოღება, ზოგჯერ ცხვირიდან
  • შეგრძნება, რომ საკვები ყელში ან გულმკერდშია გაჭედილი
  • ხანგძლივი ნერწყვის დენა.

დროთა განმავლობაში დისფაგიამ შეიძლება ისეთი სიმპტომები გამოიწვიოს, როგორიცაა წონაში კლება და განმეორებითი გულმკერდის ინფექციები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს ნებისმიერი სახის დისფაგიის შემთხვევაში.

რა იწვევს დისფაგიას?

როგორც წესი, დისფაგია სხვა მიზეზითაა გამოწვეულია, ესენია:

  • ნერვული სისტემის დაზიანება - როგორიცაა ინსულტი, თავის ტრავმა, ან დემენცია (dementia)
  • კიბო - როგორიცაა პირის ღრუს კიბო (mouth cancer) ან საყლაპავის კიბო (oesophageal cancer)
  • გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება (გერდ), ამ დროს კუჭის მჭავა უკან ადის საყლაპავში.

დისფაგია ბავშვებსაც შეიძლება დაემართოოთ, განვითარებითი ან მენტალური დარღვევების გამო.

დისფაგია შეიძლება იყოს გამოწვეული შემდეგი პრობლემებით:

  • პირის ან ყელის, ცნობილი, როგორც ოროფარინგული ან “მაღალი” დისფაგია
  • საყლაპავის, ცნობილი, როგორც ესოფაგური ან “ქვედა” დისფაგია.

დისფაგიის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია დისფაგიის ტიპსა და გამომწვევ მიზეზზე. დისფაგიის ტიპის განსაზღვრა შესაძლებელია ყლაპვის უნარის შემოწმებით და საყლაპავის გასინჯვით.

დისფაგიის ბევრი შემთხვევა შეიძლება გაუმჯობესდეს მკურნალობით, მაგრამ მისი მთლიანად განკურნება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მკურნალობის საშუალებები მოიცავს:

  • ლაპარაკის და მეტყველების თერაპია, ყლაპვის ახალი ტექნიკის შესასწავლად
  • საკვებისა და სითხეების შემადგენლობის შეცვლა, რომ ყლაპვა უფრო გაადვილდეს
  • საკვების მიღების ალტერნატიული ფორმა,  როგორიცაა ცხვირში ან კუჭში ჩადგმული მილით კვება
  • საყლაპავის შევიწროვების ქირურგიული ოპერაციით მკურნალობა, გაწელვით ან მეტალის მილის - სტენტის ჩადგმით.

გართულებები

ზოგჯერ დისფაგიამ შეიძლება სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

ყველაზი ხშირი პრობლემა ხველება ან დახჩობის შეგრძნებაა, როდესაც საკვები „გზას აცდება’ და საჰაერო გზად დაბლოკავს.

თუ ეს ხშირად ხდება, შეიძლება იმის შიშით, რომ ეს ხშირად არ განმეორდეს ჭამისგან და სითხის მიღებისგან თავი შეიკავოთ. თუმცა, ამან შეიძლება მალნუტრიციამდე (malnutrition) და დეჰიდრატაციამდე მიგვიყვანოს.

ზოგიერთ ადამიანს ვისაც დისფაცია აწუხებს, ხშირად უვითარდებათ გულმკერდის ინფექციები, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია, რომელიც სამედიცინო დახმარებას და მკურნალობას საჭიროებს

დისფაგიამ შეიძლება ცხოვრების ხარისხზე იქონიოს გავლენა, რადგან შესაძლოა ხელი შეგიშალოთ საკვების მიღების სიამოვნების განცდასა და სოციალურ აქტივობაში.

კომენტარის დამატება