Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ყურის გოგირდის დაგროვება

ყურის გოგირდის დაგროვება

240

ყურის გოგირდი წარმოიქმნება ყურის შიგნით, რომ ყური დაიცვას მიკრობებისგან და უზრუნველყოს მისი სისუფთავე. გოგირდი ყურიდან ძირითადად გამოდის უვნებელად, მაგრამ ზოგჯერ მისი დიდი რაოდენობით დაგროვება იწვევს ყურის შესასვლელის დაბლოკვას.

ყურში გოგირდის დაგროვება ხშირი პრობლემაა, რომლის მკურალობა ხშირად აფთიაქში ნაყიდი ყურის წვეთებით შეიძლება. თუ ეს საშუალებები ვერ იმოქმედებს, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ყურის გამორეცხვას. თუ ამანაც არ გამოიღო შედეგი, ექიმი გადაგამისამართებთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან.

რა იწვევს გოგირდის დაგროვებას?

ზოგიერთ ადამიანს გოგირდის ჭარბი გამოყოფის გამო მუდმივად ეცობა ყურები. გოგირდის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის რისკი ასევე შეიძლება გაზარდოს შემდეგმა ფაქტორებმაც:

  • ორგანიზმის მერ ბუნებრივად უფრო მყარი, ან მშრალი გოგირდის გამოყოფამ
  • ვიწრო ან თმიანი ყურის არხების ქონამ (ყურის არხის არის მილი, რომელიც მდებარეობს ყურის გამოსასვლელსა და დაფის აპკს შორის)
  • ასაკის მატებამ, რადგან ასაკთან ერთად გოგირდი უფრო მშრალი ხდება
  • ყურის არხის გარეთა ნაწილში ძვლოვანმა წანაზარდებმა.

გოგირდის მიერ ყურის დაცობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ყურის არხში ნივთების ხშირმა მოთავსებამ, მაგალითად ბამბების, ან ყურის დასაცობი საშუალებების, ან ყურსასმენების მოთავსებამ.

სიმპტომები

ყურში გოგირდის დაგვროვებამ შეიძლება გამიოწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • ყურის ტკივილი
  • სმენის დაკარგვა
  • ტინიტუსი (სხეულის შიდა ხმების გაგება)
  • ქავილი  ყურში ან მის გარშემო
  • ვერტიგო (შეგრძნება თითქოს თქვენს გარშემო ყველაფერი ტრიალებს)
  • ყურის ინფექციები.

ეს პრობლემები ძირითადად გამოსწორდება ყურის გოგირდის გასუფთავებისთანავე.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ყურის დაცობისას?

ყურის დაცობის შემთხვევაში არ ეცადოთ გოგირდის ამოღებას თქვენით, მაგალითად ყურის საწმენდით ან რაიმე სხვა ნივთით. ამან შეიძლება დააზიანოს ყური და ასევე უფრო ღრმად ჩაიყვანოს გოგირდი.

თუ გოგირდი მხოლოდ მცირე პრობლემებს იწვევს, მისი გასუფთავება შეგიძლიათ აფთიაქში შეძენილი სპეციალური წვეთების საშუალებით. ეს წვეთები გოგირდს ბუნებრივად დაარბილებს და ის თავისით გამოვარდება ყურიდან.

ყურში ჩასაწვეთებელი წვეთების რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის წვეთები, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმის ბიკარბონატს, ზეითუნის ზეთს, ან ნუშის ზეთს.

თუმცა ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება ყველასთვის და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გააღიზიანოს კანიც. მაგალითად ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება თუ გაქვთ ყურის დაფის აპკის დაზიანება (დაფის აპკის გახევა ან ნახვრეტის გაჩენა).

თქვენთვის შესაფერისი ყურის წვეთების შესარჩევად აუცილებლად გაესაუბრეთ ფარმაცევტს და აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ ამ წვეთების მოხმარების ინსტრუქცია.

როდის მივმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ განსაკუთრებით პრობლემური სიმპტომები გაქვთ, ან თუ ყურის წვეთებმა არ გამოიღო შედეგი მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგაც.

გასინჯვის დროს, ექიმი ჩაიხედება ყურში და შეამოწმებს არის თუ არა ყური დაცობილი და შეიძლება ჩაატაროს სმენის შესამოწმებელი ზოგიერთი ტესტი.

ექიმმა შესაძლოა რეკომენდაცია მოგცეთ ყურის წვეთების უფრო ხანგრძლივად გამოყენების, ან შეიძლება ჩაატაროს მარტივი პროცედურა, რომელსაც ყურის გამორეცხვა ეწოდება.

თუ ამ მეთოდმაც არ გამოიღო შედეგი, ან თუ ის არ არის რეკომენდირებული, ექიმმა შესაძლოა გადაგამისამართოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან.

მკურნალობა

ყურის გოგირდის გასუფთავების რამდენიმე გზა არსებობს:

  • ყურის წვეთები - ეს წვეთები გამოიყენება დღეში რამდენიმეჯერ ჩასაწვეთებლად რამდენიმე დღის განმავლობაში. წვეთები არბილებს გოგირდს და ის თავისით ვარდება გარეთ
  • ყურის გამორეცხვა - სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, როდესაც ყურის არხის გასასუფთავებლად გამოიყენება მინიატურული ზომის ელექტრული საქაჩი, რომელიც წყალს წნევით მიმართავს ყურის არხში და ასუფთავებს გოგირდისგან
  • მიკრო ამოტუმბვა - ასევე სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ამოტუმბავს გოგირდს ყურის არხიდან
  • ყურის ტუალეტი - პროცედურა, რომლის დროსაც წვრილი ინსტრუმენტი, რომელსაც ბოლოში კაუჭი აქვს შეყავთ ყურის არხში და ასუფთავებენ გოგირდისგან.

ყველა ეს ჩამოთვლილი მეთოდი არ არის რეკომენდირებული ყველასთვის, ამიტომ თქვენთვის რეკომენდირებული მკურნალობის შესახებ აუცილებლად წინასრწარ გაესაუბრეთ ექიმს, რომ წინასწარ გაიგოთ მკურნალობის დადებითი და უარყოფითი ეფექტების, ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ.

პრევენცია

ზოგიერთი ადამიანი ყურის გოგირდის დაგროვებისკენ ბუნებრივად არის მიდრეკილი და შესაბამისად შესაძლებელია ხშირი მკურნალობა სჭირდებოდეთ. ამისი ზუსტი მიზეზი უცნობია და ასევე არ არის ცნობილი, თუ რა შეიძლება გააკეთოთ ყურის დაცობის პრევენციისთვის, თუმცა ზოგიერთი ექიმი ამ დროს პაციენტებს ურჩევს ყურის წვეთების რეგულარულად გამოყენებას, რომ გოგირდი მუდმივად რბილი იყოს.

არ ეცადოთ გოგირდის გასუფთავებას რაიმე საგნის საშუალებით (მაგალითად ყურის საწმენდის ან ჩხირის საშუალებით), რადგან ამან შეიძლება უფრო ღრმად შეტენოს გოგირდი და გაართულოს ეს პრობლემა.

აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს, თუ რეგულარულად გეცობათ ყურები გოგირდის გამო

კომენტარის დამატება