Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ყურის დაფის აპკის დაზიანება

ყურის დაფის აპკის დაზიანება

1 021

დაფის აპკის პერფორაცია ნიშნავს აპკში ხვრელის ან გარღვევის არსებობას. ეს შეიძლება დისკომფორტს გიქმნიდეთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ გაივლის, თუ შეინარჩუნებთ ყურის სიმშრალეს და არ განვითარდება რაიმე ინფექცია.

დაფის აპკი, იგივე ტიმპანური მემბრანა, არის გარეთა და შუა ყურის საზღვარზე მოთავსებული თხელი ქსოვილი.

დაფის აპკში ხვრელის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • შუა ყურის ინფექცია (middle ear infection), თუ ყურში დაგროვდა ჩირქი და ის ზეწოლას ახდენს აპკზე
  • დაფის აპკის ტრავმა, როგორიცაა ყურის ჩხირით ყურის სიღრმეში მოხვედრა ან სხვა რაიმე ზემოქმედება
  • რაიმე უეცარი ხმაური, როგორიცაა აფეთქება
  • წნევის შეცვლა, მაგალითად ფრენისას ან ყვინთვისას.

ნიშნები და სიმპტომები

დაფის აპკის პერფორაციის მთავარი სიმპტომია სმენის დაქვეითება (hearing loss). მისი ხარისხი განსხვავებულია და დამოკიდებულია ხვრელის ზომაზე. როგორც წესი, პერფორაციის ალაგების შემდეგ სმენაც ნორმალიზდება.

ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება შუა ყურის ინფექციის სიმპტომებიც (symptoms of a middle ear infection), როგორებიცაა:

  • ყურის ტკივილი ან დისკომფორტი
  • ყურიდან ლორწოვანი გამონადენი
  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38C ან მეტი.

ასევე შეიძლება გესმოდეთ ზარის ან ბზუილის მსგავსი ხმიანობები (ტინიტუსი).

როდის უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს

თუ დაფის აპკის პერფორაციის სიმპტომები ხანგლივად გრძელდება, მიმართეთ ოჯახის ექიმს.

მიუხედავად იმისა, რომ აპკის პერფორაცია, უმეტესად, ჩარევის გარეშე, თავისით იკურნება, მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს ინფექციის პრევენციისთვის და სმენის გაუმჯობესებისთვის.

ოჯახის ექიმი გაგსინჯავთ სპეციალური ინსტრუმენტით, აურისკოპით ან ოტოსკოპით დაფის აპკის დასათვალიერებლად. ამ ხელსაწყოს აქვს სინათლის წყარო და ლინზა, რომლებიც ექიმს აძლევენ საშუალებას დაინახოს აპკის მთლიანობის ნებისმიერი სახის დარღვევა.

დაფის აპკის პერფორაციის მკურნალობა

დაფის აპკის პერფორაცია ყოველთვის არ მოითხოვს მკურნალობას. ის როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ან თვეში ის ჩარევის გარეშე, თავისით იკურნება, თუ ყური იქნება მშრალად და არ შეიჭრება ინფექცია.

თუ გრძნობთ ტკივილს ან დისკომფორტს, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, როგორებიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. არასდროს დაალევინოთ ასპირინი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს.

დაზინაბულ უბანთან ახლოს თბილი საფენის მოთავსებამაც შესაძლოა შეგიმსუბუქოთ ტკივილი.

ოჯახის ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ ანტიბიოტიკები, თუ პერფორაცია გამოწვეულია ინფექციით ან თუ აპკის შეხორცებამდე არსებობს მისი განვითარების რისკი.

ინფიცირების რისკის შემცირება შესაძლებელია, თუ აპკის შეხორცებამდე ყური გექნებათ მშრალად. არ წახვიდეთ საცურაოდ და შხაპის მიღებისას დაიფარეთ ყურები.

თუ ხვრელი ძალიანი დიდია ან არ ხორცდება, შეიძლება დაგჭირდეთ ქირურგიული ჩარევა. დაფის აპკის პერფორაციის შემთხვევაში მიმართავენ პროცედურას სახელად მირინგოპლასტიკას


კომენტარის დამატება