Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ყბაყურა

ყბაყურა

478

ყბაყურა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც წითელა, წითურა, ყბაყურას (წწყ) აცრის შემოღებამდე გავრცელებული იყო ბავშვებში

იგი შესამჩნევია მტკივნეული შეშუპებით ყურების ქვეშ, სახის გვერდზე (ყურის ახლომდებარე სანერწყვეჯირკვლები, იგივე პაროტიდული ჯირკვლები) და ბავშვს აძლევს დამახასიათებელ  ზაზუნას სახის შეხედულებას. 


ყბაყურას სხვა სიმპტომებია თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, რომელიც ვითარდება სანერწყვე ჯირკვლის შეშუპებამდე. 


როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ გაქვთ ეჭვი ყბა-ყურაზე ძალიან 
მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ ექიმს, რომ დროულად მოხდეს დიაგნოზის დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ყბაყურა ძირითადად არ არის სერიოზული, ამ მდგომარეობას აქვს უფრო სერიოზული ინფექციის მსგავსი სიმტომები, როგორიცაა ჯირკვლოვანი ცხელება (ინფექციური მონონუკლეოზი) და ტონზილიტი.

ექიმი დიაგნოზის დასმას შეძლებს შეშუპების ნახვით და ხელით გასინჯვით, ასევე პირში ნუშისებრი ჯირკვლების (გლანდების) ადგილმდებარეობის შემოწმებით და სიცხის გაზომვით (რომ შეამოწმოს ხომ არ არის მაღალი ტემპერატურა).

ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია ექიმს ვიზიტზე წინასწარ შეუთანხმდეთ. ექიმს დიაგნოზის დასმა ასევე შეეძლება ნერწვის ნიმუშის ლაბორატორიულად შემოწმებით.

როგორ ვრცელდება ყბაყურა

ყბაყურა ვრცელდება გაციების და გრიპის მსგავსად - დაინფიცირებული ნერწყვის წვეთებით, რომლებიც შეიძლება შეისუნთქოს სხვა ადამიანმა, ან შეეხოს ამ წვეთებით დაბინძურებულ რაიმე საგანს (მაგიდას, ტელეფონს, დისტანციური მართვის პულტს და ა.შ.) და შემდეგ ეს ხელი მიიტანოს პირთან ან ცხვირთან.

დაინფიცირებული ადამიანი ყველაზე მეტად გადამდები სიმპტომების განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და სიმპტომების განვითარებიდან რამდენიმე დღის განმავლობაშია.


ამ დროის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოახდინოთ ამ ვირუსის სხვა ადმიანებზე გადადება, განსაკუთრებით კი თინეიჯერებისთვის და ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მოხდილი ეს დაავადება და არც აცრა აქვთ გაკეთებული.

ყბაყურის გავრცელების პრევენცია შესაძლებელია:

  • ხელების რეგულარულად საპნით დაბანით,
  • დაცემინებისას ერთჯერადი ცხვირსახოცის აფარებით და შემდეგ ამ ცხვირსახოცის მაშინვე გადაგდებით
  • სამსახურისგან და სკოლაში წასვლისგან, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდებით, სიმპტომების გამოჩენიდან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.

ყბაყურას პრევენცია

ბავშვი ყბაყურასგან შეგიძლიათ დაიცვათ თუ მას გაუკეთებთ  კომბინირებულ წითელა, წითურა, ყბაყურას (წწყ) აცრას (MMR vaccine). ეს აცრა უკვე ყველა ბავშვს უკეთდება უფასოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

აცრა კეთდება, როდესაც ბავშვი არის 12-13 თვის და შემდეგ მეორე დოზა კეთდება ბავშვის სკოლაში წასვლამდე. ორივე დოზის გაკეთება იძლევა ყბაყურასგან დაახლოებით 95%-იან დაცვას.

ყბაყურას მკურნალობა

ყბაყურას მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა ინფექცია თავისით გაივლის ერთ ან ორ კვირაში.

მკურნალობა გულისხმობს სიმპტომების შემცირებას და მოიცავს:

  • ლოგინში დასვენებას და დიდი რაოდენობით სითხეების მიღებას
  • ტკივილგამაყუჩებლლების გამოყენებას, როგორიცაა იბუპროფენი და პარაცეტამოლი - გაითვალისწინეთ, რომ ასპირინის მიცემა არ შეიძლება 16 წლამდე ბავშვებისთვის!
  • ტკივილის შესამსუბუქებლად, შეშუპებულ ჯირკვალზე თბილი ან ცივი საფენების დადებას

გართულებები


ყბაყურა როგორც წესი თავისით გაივლის სერიოზული გართულებების გარეშე. სერიოზული გართულებები იშვიათია. 
თუმცა, ყბაყურამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი, თუ ვირუსი გადავა ტვინის გარეთა შრეებში. სხვა გართულებებია სათესლეების შეშუპება მამრობით ადამიანებში და საკვერცხეების მდედრობითებში ( თუ დაავადებული ადამიანი უკვე სქესობრივად მოწიფულობის ასაკშია)

ვის ემართება ყბაყურა?

დიდ ბრიტანეთში ყბაყურა ძირითადად ემართებათ ახალგაზრდა ადამიანებს, (ძირითადად 1980-დან 1990 ელამდე დაბადებულებს) ვისაც არ გაუკეთდა წწყ ვაქცინაცია ბავშვობაში, ან ვისაც არ ჰქონდა ბავშვობაში გადატანილი ყბაყურა.

2014 წელს ინგლისსა და უელსში ყბაყურას 2,224 შემთხვევა დაფიქსირდა.

ყბაყურას მოხდის შემდეგ ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე უვითარდება იმუნიტეტი და აღარ ავადდება ამ ინფექციით

კომენტარის დამატება