Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ყაბზობა (კუჭის შეკრულობა)

ყაბზობა (კუჭის შეკრულობა)

234

ყაბზობა გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ადამიანი რეგულარულად ვერ გამოდევნის განავალს ან ნაწლავების დაცლა სრულყოფილად არ ხდება.

ყაბზობამ შეიძლება განაპირობოს განავლის როგორც სიმაგრე და ხორკლიანობა, ისევე უჩვეულო ზომები.

ყაბზობის დონე ინდივიდუალურია. ბევრი ადამიანი მას მოკლე პერიოდის მანძილზე განიცდის, მაგრამ ზოგიერთისთვის ყაბზობა ხანგრძლივი (ქრონიკული) მდგომარეობაა, რომელიც საგრძნობ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს და მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.

რა იწვევს ყაბზობას?

ყაბზობის მიზეზის დადგენა, ხშირად, რთულია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას. ესენია:

  • არასაკმარისი რაოდენობის ბოჭკოვანი საკვების მიღება, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული
  • ცხოვრების წესისა და რუტინის ცვლილება, მაგალითად, ჭამის რეჟიმის შეცვლა
  • დეფეკაციის (კუჭში გასვლის) მოთხოვნილების იგნორირება
  • გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
  • არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება
  • მღელვარება (anxiety) ან დეპრესია (depression).

ბავშვებში ყაბზობა შეიძლება განაპირობოს არაადეკვატურმა კვებამ, ტუალეტში შესვლის შიშმა და უნიტაზის გამოყენების არასათანადო სწავლებამ (toilet training).

ვის ემართება?

ყაბზობა შეიძლება განვითარდეს როგორც მცირეწლოვან და მოზრდილ ბავშვებში, ასევე ზრდასრულებშიც. დადგენილია, რომ გართიანებულ სამეფოში, შვიდიდან, დაახლოებით, ერთ ზრდასრულს და სამიდან, დაახლოებით, ერთ ბავშვს აქვს ყაბზობა ერთხელ მაინც.

ეს მდგომარეობა ორჯერ უფრო ხშირია ქალებში, ასაკოვან ადამიანებსა და ორსულებში.

როდის უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს?

ყაბზობასთან გამკლავება თავადაც შეგიძლიათ დიეტის და ცხოვრების წესის შეცვლით. თუ ეს ცვლილებები არ დაგეხმარათ და პრობლემები გრძელდება, მიმართეთ ექიმს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს ყაბზობა, გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.

ყაბზობის მკურნალობა

ყაბზობის სამკურნალოდ, პირველ რიგში, დიეტისა და ცხოვრების წესის შეცვლაა რეკომენდირებული. ეს გულისხმობს კვების რაციონში უჯრედისის რაოდენობის თანდათანობით გაზრდას, საკმარისი რაოდენობის სითხის დალევას (toilet training) და ფიზიკურ დატვირთვას (exercise).

თუ ეს ყველაფერი უშედეგოდ ჩაივლის, ოჯახის ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ საფაღარათო ორალური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებიან ნაწლავების დასაცლელად.

ყაბოზბის მკურნალობა ეფექტურია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, რეგულარული ნაწლავური მოქმედების აღდგენას შეიძლება რამდენიმე თვე დაჭირდეს.

ყაბზობის პრევენცია

ზემოთ ხსენებული ცვლილებები დაგეხმარებათ ყაბზობის განვითარების რისკის შესამცირებლად.

უნდა ეცადოთ დეფეკაციის პროცესში მარტო იყოთ და კომფორტულად გრძნობდეთ თავს და კუჭში გასვლის მოთხოვნილება არ  უგულვებელყოთ.

გართულებები

ყაბზობა იშვიათად რთულდება, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს გახანგრძლივებული მდგომარეობით შეიძლება განუვითარდეს:

  • ჰემოროი (ბუასილი)
  • ფეკალური ჩაჭედვა (მშრალი, მაგარი განავალი გროვდება სწორ ნაწლავში)
  • ნაწლავური შეუკავებლობა (თხიერი განავლის უნებლიე გაჟონვა)

კომენტარის დამატება