Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შიდა ყურის ანთება (ლაბირინთიტი)

შიდა ყურის ანთება (ლაბირინთიტი)

299

ლაბირინთიტი შიგნითა ყურის ანთებაა. ამ დროს ხდება ყურის შიგნით მდებარე ლაბირინთის ანთება, რომელიც სმენისა და წონასწორობის პრობლემებს იწვევს.

ლაბირინთიტის სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა
  • ვერტიგო - შეგრძნება, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი ტრიალებს
  • სმენის დაქვეითება (hearing loss)
  • წონასწორობის პრობლემები.

სიმპტომები შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს გამოხატული, მსუბუქიდან ძლიერამდე და ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს ფეხზე დგომაც.

სხვა სიმპტომები მოიცავს:

  • ყურის შიგნით წნევის შეგრძნებას
  • ყურებში ზარების რეკვის ან ხმაურის შეგრძნებას (ტინიტუსი)
  • ყურიდან სითხის ან ჩირქის გამოჟონვას
  • ყურის ტკივილს
  • გულისრევის შეგრძნებას ან გულისრევას
  • მხედველობის ცვლილებებს, როგორიცაა დაბინდული მხედველობა ან გაორებული მხედველობა
  • მსუბუქ თავის ტკივილს.

ზოგიერთ ფაქტორს შეუძლია თავბრუსხვევის გაძლიერება, მათ შორის:

  • სიცივეს ან სხვა ავადმყოფობას
  • სიბნელეს
  • პატარა ოთახში ყოფნას ან ხალხმრავალ ადგილას ყოფნას
  • გადაღლილობას
  • ქალებში, მენსტრუაციულ პერიოდებს
  • სიარულს.

მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.

ასეთ დროს ასევე აუცილებელია არ მართოთ მანქანა, ან სხვადასხვა ხელსაწყოები ან მანქანა დანადგარები, ასევე არ იმუშავოთ სიმაღლეზე.

ლაბირინთიტის მკურნალობა

უმეტეს შემთხვევაში ლაბირინთიტის სიმპტომები რამდენიმე კვირაში გადის. ლაბირინთიტის მკურნალობა ლოგინში დასვენებას და სიმპტომების გასაუმჯობესებელ მედიკამენტებს მოიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციასთან საბრძოლველად შესაძლოა დამატებითი მედიკამენტები გახდეს საჭირო, თუმცა ხშირად ანტიბიოტიკები არ არის საჭირო, რადგან მდგომარეობა უმეტეს შემთხვევებში ვირუსითაა გამოწვეული, რომელსაც ანტიბიოტიკები ვერ უშველის.

დაუკავშირიდთ თქვენს ექიმს, თუ სამი კვირის განმავლობაში ვერ შეამჩნევთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან მიმართვა.

პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობას აქვს გაგრძელებული სიმპტომები, რომლებიც თვეები ან შეიძლება წლებიც გაგრძელდეს. ასეთ ადამიანებს უფრო ინტენსიური მკურნალობა - ვესტიბულარული რეაბილიტაციის თერაპია (ვრთ) სჭირდებათ.

ლაბირინთი

ლაბირინთი ყურის ყველაზე შიდა ნაწილია და ორი ნაწილისგან შედგება:

  • კოხლეა - ის ტვინს გადასცემს ბგერებს და პასუხისმგებელია სმენაზე
  • ვესტიბულარული სისტემა - კომპლექსური სითხით ამოვსებული არხები, რომლებიც ადამიანი წონასწორობაზე აგებენ პასუხს.

ლაბირინთის ანთებას სმენისა და წონასწორობის დარღვევა შეუძლია, რომელიც იწვევს ლაბირინთიტის სიმპტომებს.

ლაბირინთის ანთების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • ვირუსული ინფექცია, როგორიცაა გაციება ან გრიპი
  • ბაქტერიული ინფექცია, რომელიც უფრო იშვიათია.

ვის ემართება ლაბირინთიტი

ყველაზე ხშირად ლაბირინთიტი 30-დან 60 წლამდე ადამიანებს ემართებათ.

ვირუსული ლაბირინთიტი მოზრდილებში ყურის ხშირი დაავადებაა. ბავშვებში უფრო სხვა ტიპის ყურის დაავადებებია გავრცელებული.

ბაქტერიული ლაბირინთიტი უფრო იშვიათია. 2 წლის ბავშვებს ყველაზე ადვილად ემართებათ ბაქტერული ლაბირინთიტი.

ლაბირინთიტის გართულებები

ბაქტერიულ ლაბირინთიტს სმენის მუდმივი დაკარგვის უფრო გაზრდილი რისკები ახასიათებს, განსაკუთრებით ბავშვებში, ვისაც ეს მდგომარეობა განუვითარდა მენინგიტის გართულების შედეგად.

ამ მაღალი რისკის გათვალისწინებით, ბაქტერიული ლაბირინთიტის შემდეგ რეკომენდირებულია სმენის ტესტის ჩატარება.

ვესტიბულური ნეირონიტი

ლაბირინთიტით დიაგნოზირებული მრავალი ადამიანი განიცდის მხოლოდ წონასწორობის პრობლემებს, სმენის დაქვეითების გარეშე. ეს მდგომარეობა ცნობილია ვესტიბულური ნეირონიტის სახელით და არა ლაბირინთიტის. თუმცა, ხშირად ორივე ტერმინი გამოიყენება ერთი და იგივე დიაგნოზის დასასმელად.

კომენტარის დამატება