შიდა თავის ქალას მაღალი წნევა (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია)
თავის ქალას შიდა მაღალი წნევა (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია - Intracranial Hypertension - IH) თავის ქალას შიგნით განვითარებული მაღალი წნევაა, რომელიც მოულოდნელად ან ეტაპობრივად იმატებს.
ეს უჩვეულო მდგომარეობაა, რომლის მრავალი შესაძლო გამომვწვევი მიზეზი არსებობს.
მწვავედ განვითარების შემთხვევაში, როდესაც მდგომარეობა სწრაფად ვითარდება, მაგალითად თავის მწვავე დაზიანების (დარტყმის შედეგად), ინსულტის ან ტვინის აბსცესის შედეგად. დაუყოვნებლივი მკურნალობის გარეშე ეს მდგომარეობა ფატალურია (იწვევს სიკვდილს). მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს საავადმყოფოში.
ეს სტატია ქრონიკულ ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიაზეა მიძვნილი, რომლის დროსაც ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ სხვა დაავადებითაა განპირობებული. ეს მდგომარეობა მძიმეა და პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში აწუხებს. სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს,თუ ქრონიკული ინტრაკრანიალური ჰიპერთენზია გამოწვეულია ტვინში სითხის დაგროვებით, ან ტვინის სიმსივნით (იხილეთ ქვემოთ).
მიუხედავად ამისა, ზოგჯერ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე ვერ დგინდება. ასეთ შემთხვევებში ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ინტრაკრანალურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. იდიოპათიური იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ქრონიკული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები
ქრონიკულ ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- თავის ტვინის სიმსივნე - მაგალითად, გლიომა ან მენინგიომა
- თავის ტვინის ინფექცია - როგორიცაა მენინგიტი ან ენცეფალიტი
- ჰიდროცეფალია, რაც ტვინის ღრუებში სითხის დაგროვებას ნიშნავს
- სისხძარღვების პათოლოგიები - როგორიცაა არტერიოვენური ფისტულა ან არტერიოვენური მალფორმაციები (არტერიასა და ვენას შორის არსებული პათოლოგიური დაკავშირება)
- ტვინის ერთ-ერთ დიდ ვენაში სისხლის შედედება - ამ პათოლოგიას ვენური სინუსის თრომბოზი ეწოდება და ხშირად ინფექციით ან მძიმე დეჰიდრატაციითაა გამოწვეული.
ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული მედიკამენტებისა და სამედიცინო პათოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. medical conditions and medications associated with IH.
იდიოპათური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია
იდიოპათური იმას ნიშნავს, რომ პათოლოგიის გამომწვევი თვალსაჩინო მიზეზი დაუდგენელია. ხშირად ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის ეს ფორმა ჭარბწონიან ქალებში, 20-30 წლის ასაკში გვხვდება.
ექსპერტები ჭარბ წონასა და ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიას შორის კავშირს სრულად ვერ იგებენ, მაგრამ წონის დაკლებამ ხანდახან შეიძლება შეამციროს სიმპტომები.
იდიოპათური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია აგრეთვე დაკავშირებულია:
- ჰორმონალურ პრობლემებთან - როგორიცაა D-ვიტამინის დეფიციტი, კუშინგის სინდრომი, ჰიპოპარათიროიდიზმი, ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვალი და ზეაქტიური/ჰიპერაქტიური ფარისბრი ჯირკვალი
- გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, სტეროიდული მედიკამენტები, ნიტროფურანტოინი და პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები
- პოლიციტემია ვერა - (ჭარბი რაოდენობით, სისხლის წითელი უჯრედების არსებობა)
- რკინა-დეფიციტური ანემია
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
- სისტემური წითელი მგლურა (იმუნური სისტემის პრობლემა).
გასათვალისწინებელია, რომ ეს დაავადებები ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პათოლოგიის გამომწვევი აუცილებლად ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებია.
ქორნიკული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის სიმპტომები
ქრონიკული ინტრაკრანიაური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების უმრავლესობას ზოგადად შემდეგი სიმპტომები აწუხებს:
- თავის ძლიერი, მფეთქავი ტკივილი - რომელიც ხშირად მუდმივია, დილით უარესდება, დაძაბვისას ან ხველებისას მძიმდება და გულისრევასთან და ღებინებასთანაა დაკავშირებული, ხანდახან ფეხზე დადგომით მსუბუქდება
- მხედველობის ცვლილება - ოპტიკური ნერვის შეშუპების გამო (პაპილედემა) - შეიძლება მხედველობის გაბუნდოვნება განვითარდეს და ტელევიზორის ყურება ან კითხვა გაუჭირდეთ. ამ სიმპტომმა შესაძლოა მხედველობის დარღვევა გამოიწვიოს და ოფთალმოლოგის მიერ მდგომარეობის მყისიერ შეფასებასა და მკურნალობას საჭიროებდეს.
დამატებით ასევე შეიძლება იგრძნონ მომატებული ძილიანობა, დაბნეულობა და გაღიზიანებადობა, და გულისრევა და ღებინება. იშვიათად კი ყურებში შრიალის შეგრძნება.
ქრონიკული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა
ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის დიაგნოზზე ეჭვის მიტანა იმ შემთხვევაში ხდება, თუ პაციენტს აწუხებს ამ პათოლოგიის სიმპტომები, როგორებიცაა მხედველობის დარღვევა და თავის ტკივილები.
დიაგნოზის დასმა სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზების გამორიცხვით ხდება. ამ შემთხვევაში:
- ნევროლოგიური გამოკვლევა არ აჩვენებს არანაირ პრობლემას ნერვზე, ზურგის ტვინზე, ან ტვინის ფუნქციაზე
- ოფთალმოლოგმა შესაძლებელია გამოავლინოს ცვლილებები თვალზე
- კომპიუტერული ტომოგრაფია, ან მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება პათოლოგიურ ცვლილებებზე არ მიუთითებს
- ლუმბალური პუნქცია (იხილეთ ქვემოთ) აჩვენებს ცერებროსპინალურ სითხეში (რომელიც თავისა და ზურგის ტვინს შემოსაზღვრავს) გაზრდილ წნევას
- ფხიზლად და ყურადღებით ხართ
- გაზრდილი ინტრაკრანიალური წნევის სხვა გამომწვევი მიზეზი არ ვლინდება.
როგორ მკურნალობენ ქრონიკულ ინტრაკრანიალურ ჰიპერტენზიას?
მკურნალობა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.
ჭარბწონიანობის შემთხვევაში, აუცილებელია წონის დაკლება. ხშირად ეს თვალის სიმპტომებს ამცირებს და ზოგჯერ მკურნალობის გარეშე ყველა სიმპტომის მოხსნა შეუძლია.
მედიკამენტები
გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ და სიმპომების შესამსუბუქებლად, შესაძლებელია დაინიშნოს შემდეგი მედიკამენტები:
- შარდმდენი წამლები (წამლები, რომ ორგანიზმიდან გამოიდევნოს ზედმეტი სითხე)
- პრედნიზოლონის (სტეროიდული მედიკამენტი) მცირე დოზა თავის ტკივილის მოსახსნელად, განსაკუთრებით თუ მხედველობის დაკარგვის რისკი არსებობს.
ზემოთ ჩამოთვლილი ბმულები ამ წამლებზე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც გვერდით მოვლენებსაც მოიცავს.
ლუმბალური პუნქცია
ხერხემლიდან და თავის ქალადან ჭარბი თავზურგტვინის სითხის მოსაცილებლად და ინტრაკრანიალური წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რეგულური ლუმბალური პუნქცია. პროცედურა წელის ქვედა ნაწილიდან ნემსით და შპრიცით სითხის ნიმუშის აღებას მოიცავს.
ოპერაცია
ქირურგიულ ჩარევას ყველაზე ბოლოს მიმართავენ, როდესაც მედიკამენტები და წონის კლება ინტრაკრანილური ჰიპერტენზიის მკურნალობაში ეფექტს არ გამოიღებს.
შეიძლება შუნტირების ოპერაცია შემოგთავაზონ, რომლის დროსაც კათეტერს (თხელი, დრეკადი მილი) ტვინის ან ხერხემლის სითხით სავსე ნაწილში ათავსებენ, რის მეშვეობითაც ჭარბი სითხე ორგანიზმის სხვა ნაწილში გადადის.
შუნტირების ოპერაციის ძირითადი ტიპებია:
- ლუმბო-პერიტონიალური შუნტი (სითხის შუნტირება ხერხემლიდან მუცლის ღრუში ხდება)
- ვენტრიკულო-პერიტონიალური შუნტი (ტვინიდან მუცლის ღრუში)
- ვენტრიკულო-ატრიალური შუნტი (ტვინიდან გულში).
მრავალი პაციენტისთვის შუნტირების ოპერაცია სიმპტომების გრძელვადიან მოხსნას იწვევს, თუმცა გართულებების განვითარების, მაგალითად ინფექციისა და ბლოკადის მცირე რისკი მაინც არსებობს, რომელიც ქირურგთან ერთად განიხილება.
იშვიათ შემთხვევებში, თუ დაზიანებულია მხედველობა, შეიძლება საჭირო გახდეს ოპტიკური ნერვის გარსის ფენესტრაციის (Optic nerve sheath fenestration – ONSF) პროცედურა. ამ პროცედურის მიხედვით, ქირურგი ოპტიკურ ნერვზე წნევის შესამცირებლად, მის შემომსაზღვრელ გარსს გაჭრის, ეს სითხეს დრენირების საშუალებას მისცემს.
ოპტიკური ნერვის გარსის ფენესტრაცია (ONSF)
პროცედურა ნერვზე წნევის მოსახსნელად და მხედველობის პრობლემის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია, მაგრამ მოშორებული სითხე იმდენად მცირეა, რომ თავის შიდა წნევაზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება სხვადასხვა გართულებები, მათ შორის სიბრმავე გამოიწვიოს.
თუ ოპერაციის გაკეთებას აპირებთ, დეტალურად გაესაუბრეთ ქირურგს რისკების შესახებ.
პროგნოზი
ქრონიკული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის მქონე მრავალ პაციენტს მკურნალობის შემდეგ სიმპტომები ეხსნება, თუმცა სიმპტომები შეიძლება განმეორდეს.
ქრონიკული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია ცხოვრებას ცვლის, ინტრაკრანიული წნევა მთელი სიცოცხლის განვმავლობაში მუდმივად უნდა გააკონტროლოთ.
ინტრაკრანიალური ჰიპერთენზიის ერთი მიზეზი: თავის ქალის მარჯვენა მხარეს შეიმჩნევა ჰემატომა (სისხლჩაქცევა).
კომენტარის დამატება