Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შესიებები და წამონაზარდები სათესლე ჯირკვლებზე

შესიებები და წამონაზარდები სათესლე ჯირკვლებზე

476

სათესლე ჯირკვლებზე წარმონაქმნები და შესიებები შედარებით ჩვეულებრივი სიმპტომებია ბიჭებში და მამაკაცებში. ამ სიმპტომებს სხვადასხვა მიზეზები იწვევენ.

სათესლე ჯირკვლების შესიებები უმეტეს შემთხვევებში გამოწვეულია კეთილთვისებიანი სიმსივნის შედეგად, რასაც შესაძლოა არც დასჭირდეს მკურნალობა, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ რა არის თქვენთვის ნორმალური და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ შეამჩნიეთ თქვენს სათესლე ჯირკვლებზე რაიმე სახის ცვლილება რომ დროულად მოხდეს მიზეზების გამოკვლევა.

რა იწვევს შესიებას და წამონაზარდებს სათესლე ჯირკვლებზე?

სათესლე ჯირკვლებზე წამონაზარდების ან შესიების მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მათი ძირითადი მიზეზები შემდეგია:

  • ვარიკოცელი - შესიება, რომელსაც იწვევს დილატირებული (გაფართებული) ვენები სათესლე პარკის შიგნით
  • ჰიდროცელი - შესიება, რომელიც გამოწვეულია სათესლის გარშემო სითხის წარმოქმნის გამო
  • ეპიდიდიმური ცისტა - შესიება, რომელიც წარმოიქმნება ეპიდიდიმისში სითხის დაგროვებით (სათესლეების უკან არსებული დაკლაკნილი მილი)
  • ეპიდიდიმური ორქიტი - ეპიდიდიმის და სათესლე ჯირკვლების ანთება
  • საზარდულის თიაქარი - ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი, ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოსსათესლე პარკის გადიდება
  • ტესტიკულარული მოგრეხა - მოულოდნელი ტიპის მტკივნეული შესიება, რომელიც სათესლის მოგრეხის შემდეგ ვლინდება, სათესლეებისკენ მიმავალი სისხლის მარაგის შეფერხების გამო - ამ შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

იშვიათ შემთხვევებში სათესლე ჯირკვლის შესიება შესაძლებელია მიანიშნებდეს სათესლე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს (კიბოს). დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის ინფორმაციით სათესლე ჯირკვლის შესიებების შემთხვევის 100-დან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა სათესლე ჯირკვლის კიბოს შედეგი.

წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ტესტიკულარული წარმონაქმნებისა და შესიებების მიხეზების შესახებ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ შესიებას, წარმონაქმნს ან ცვლილებას თქვენს სათესლე ჯირკვალზე.

ექიმი გკითხავთ სიმპტომებს და გამოიკვლებს სათესლე ჯირკვლებს რომ მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, როგორიცაა მაგ. სათესლე პარკის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომ დიაგნოზი დადასტურდეს.

თუ უეცრად დაგეწყოთ სათესლე ჯირკვლების ძლიერი ტკივილი, აუცილებელია დაყოვნების გარეშე მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლებელია აუცილებელი იყოს სასწრაფო მკურნალობა.

წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია ტესტიკულარული წარმონაქმნებისა და შესიებების დიაგნოზირებისა და მკურნალობის შესახებ.

როგორ მკურნალობენ სატესლე ჯირკვლების შესიებებს და წარმონაზარდებს

სათესლე ჯირკვლებზე წამონაზარდების ან შესიების მკურნალობა დამოკიდებულია ამ სიმპტომების გამომწვევ მიზეზებზე. მკურნალობა ყველა შემთხვევაში არ არის აუცილებელი, თუ ეს სიმპტომები არ იწვევენ დამატებით პრობლემებს, ან თუ არ არის სიმსივნური მიზეზით.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები თავისით ქრება და მარტივი საშუალებებით, როგორიცაა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლები და დამხმარე საცვლების მოხმარება შესაძლებელია სრულების საკმარისი აღმოჩნდეს ტკივილის ან დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში შესაძლებელია რეკომენდირებული იყოს ქირურგიული ჩარევაც, რომ მოშორდეს გამაგრებული შესიებები, ან რომ გასუფთავდეს და ჩამოიჟონოს თუ სითხე არის დაგროვებული სათესლე პარკში.

სათესლე მილის მოგრეხა გადაუდებელი მდგომარეობაა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა იქნება საჭირო რომ მოხდეს სისხლის მიწოდების აღდგენა სათესლე ჯირკვალში, რადგან ამ შემთხვევაში სისხლის მიწოდების გარეშე დარჩენილი სათესლე ჯირკვალი დაიწყებს კვდომას თუ არ მოხდა დახმარების აღმოჩენა რამდენიმე საათის განმავლობაში.

წაიკითხეთ მეტი როგორ მკურნალობენ სათესლე ჯირკვლებზე წამონაზარდებს და შესიებებს.

სათესლე ჯირკვალი

სათესლე ჯირკვალი მამაკაცის განაყოფიერების სისტემის ნაწილია. მათ მიერ ხდება სპერმის და ტესტოსტერონის (სქესობრივი ჰორმონი) წარმოქმნა.

სათესლე ჯირკვლები მოთავსებულია სათესლე პარკში, რომელიც ჩამოკიდებულია სასქესო ასოს ძირში

კომენტარის დამატება