Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შებერილობა (მეტეორიზმი)

შებერილობა (მეტეორიზმი)

164

მეტეორიზმი გულისხმობს მომნელებელი სისტემიდან ანუსის გავლით აირების გამოყოფას. ეს ხშირად “გაქარვებით”, “გაცუებით”, ან “გაკუებით” არის ცნობილი.

ეს შემთხვევა ხშირად დაცინვის საგანი ხდება, მაგრამ მისი გადამეტებული ხარისხი შესაძლოა სხვების გარემოცვაში ყოფნისას დისკომფორტისა და შეცბუნების მიზეზი იყოს. თუმცა გაკონტროლება შესაძლებელია საკვების და ცხოვრების სტილის შეცვლით.

მეტეორიზმი ნორმალური ბიოლოგიური პროცესია და ყველას ახასიათებს რეგულარულად. ზოგ ადამიანს რამდენჯერმე აქვს დღეში, ზოგს კი ბევრად ხშირად, მაგრამ საშუალო სიხშირედ მიჩნეულია დღეში 5-დან 15-მდე.

რატომ ხდება ეს

როდესაც ყლაპავთ საკვებს, წყალს ან ნერწყვს, მასთან ერთად ჰაერის მცირე რაოდენობაც ხვდება მომნელებელ სისტემაში და იქ გროვდება. გაზები ასევე შესაძლოა წარმოიქმნას საჭმლის მონელების პროცესში. სხეულს სჭირდება გათავისუფლება ამ გაზებისგან, დაბოყინებით ან “გაკუებით”.

ზოგჯერ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ გაზების გამოყოფა, რადგან მათი უმეტესობა უსუნოა და ხშირად ცოტა რაოდენობით გამოიყოფა.

მეტეორიზმის დროს დამახასიათებელი ცუდი სუნი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდი სურნელის მქონე გაზების შემცველობა მაღალი იქნება, მაგალითად გოგირდის სურნელის მსგავსი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნორმალურია გამოყოფილ გაზს თუ სუნი ექნება. გადამეტებული მეტეორიზმი შედეგია დიდი რაოდენობით ჰაერის მოხვედრისა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ან ისეთი საკვების მიღებისას, რომელთა მონელება რთულია. ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს თანმდევ ჯანმრთელობის პრობლემასთან, რომელიც ეფექტს ახდენს მომნელებელ ტრაქტზე, მაგალითად გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

არ არსებობს ზუსტი სამედიცინო მითითება, რომელიც განსაზღვრავს მეტეორიზმის კონკრეტულ სიხშირეს ან რაოდენობას. სიმპტომის გაანალიზება თვითონვე მოგიწევთ.

სჯობს ესტუმროთ ოჯახის ექიმს თუ პრობლემას გიქმნით მეტეორიზმი, მაგალითად ხშირად ცუდი სურნელის მქონე აირების გამოყოფით.

თქვენ ასევე უნდა მიხვიდეთ ოჯახის ექიმთან დამატებითი სიმპტომებისას, როგორებიცაა:

  • მუცლის ტკივილი და შებერილობა
  • დიარეის ან შეკრულობის რეგულარული გამოვლინება
  • წონაში მოულოდნელად დაკლება
  • მსხვილი ნაწლავის შეუკავებლობა
  • სისხლი ფეკალიებში
  • ინფექციის ნიშნები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, შემცივნება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

ეს სიმპტომები კარგად უნდა შეისწავლოთ, რადგან უფრო სერიოზული პრობლემების წინაპირობა შეიძლება აღმოჩნდეს, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის, ან განავლის გამოკვლევაც ინფექციის არსებობაზე.

პრობლემის კონტროლი

მეტეორიზმის გადამეტების გაკონტროლება ცხოვრების სტილის შეცვლით შეიძლება:

  • ისეთი საკვების თავიდან არიდება, რომლებიც იწვევენ მეტეორიზმს
  • მცირე ულუფებით და უფრო ხშირად კვება
  • ჭამა და დალევა უფრო ნელა
  • რეგულარული ვარჯიში.

ასევე არსებობს სხვადასხვა წამლები, რომლებიც გეხმარებათ მეტეორიზმისას, როგორიცაა ნახშირის ტაბლეტები ან სიმეთიკონი (simethicone).

თუ მეტეორიზმი დაკავშირებულია თანმდევ დაავადებასთან, მაშინ იმ კონკრეტული დაავადების მკურნალობა გადაჭრის პრობლემას

კომენტარის დამატება