Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა

196

შარდის შეუკავებლობა აარის უნებლიე შარდვა. ძალიან ხშირი პრობლემაა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.

შარდის შეუკავებლობის რამდენიმე სახეობა არსებობს, მათ შორის:

  • სტრესული შეუკავებლობა - შარდი იჟონება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტი წნევის ქვეშაა (გადავსებულია); მაგალითად დახველების ან დაცემინების დროს.
  • ურგენტული შეუკავებლობა - შარდი იჟონება, როდესაც ადამიანს უეცრად უჩნდება მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, ან ამ სურვილის შემდეგ მალევე
  • გადავსების შეუკავებლობა (ქრონიკული შარდის შეკავება) - როდესაც ადამიანს არ შეიძლია შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა, რაც იწვევს ხშირ გამოჟონვას
  • სრული შეუკავებლობა - როდესაც შარდის ბუშტს აღარ შეუძლია შარდის შეკავება საერთოდ, რაც იწვევს ხშირ უნებლიე შარდვას ან ხშირ გაჟონვას.

ასევე შესაძლებელია სტრესული და ურგენტული შარდის შეუკავებლობის ერთდროულად ქონაც.

გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის სიმპტომების შესახებ.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შარდის შეუკავებლობის რომელიმე სახეობა. შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა და ამის გამო არ უნდა მოგერიდოთ ექიმთან მისვლა და მასთან სიმპტოების შესახებ საუბარი. ამის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს.

შარდის შეუკავებლობის დიაგნოზი ისმება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც გამოიკითხავს სიმპტომებს და საჭიროების შემთვევაში ჩაატარებს მენჯის კვლევას (ქალებში) და რექტალურ (უკანა ტანიდან) გამოკვლევას (მამაკაცების შემთხვევაში).

ექიმმა ასევე შეიძლება შემოგთავაზოთ დღიურის წარმოება, სადაც ჩაინიშნავთ რა რაოდენობით სითხეს სვამთ და რამდენად ხშირად შარდავთ.

გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის დიაგნოზირების შესახებ.

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?

შარდის შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზი დამოკიდებულია ამ პრობლემის სახეობაზე.

სტრესული შეუკავებლობა შედეგია იმ კუნთების დაზიანებისა და დასუსტების, რომლებიც მონაწილეობენ შარდვის პრევენციაში. ესეთებია მენჯის ფსკერის კუნთები და შარდსაწვეთის სფინქტერი.

ურგენტული შეუკავებლობა ჩვეულებრივ დეტრუზორი კუნთების, რომლებიც აკონტროლებენ შარდის ბუშტს, ზედმეტი აქტივობის შედეგია.

გადავსების შეუკავებლობა ხშირად გამოწვეულია შარდის ბუშტის ობსტრუქციით ან დაბლოკვით, რაც ხელს უშლის მის ბოლომდე დაცლას.

სრული შეუკავებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს შარდის ბუშტის თანდაყოლილი (დაბადებისას უკვე არსებული) პრობლემით, ან ზურგის ტვინის დაზიანებით, ან შარდის ბუშტის ფისტულის შედეგად.

შემდეგმა ფაქტორებმა შესაძლოა გაზარდონ შარდის შეუკავებლობის განვითარების რისკი:

  • ორსულობა და ფიზიოლოგიური მშობიარობა
  • სიმსუქნე
  • შეუკავებლობის ოჯახური ისტორია
  • ასაკის მატება - თუმცა შარდის შეუკავებლობა ყოველთვის არ ხდება სიბერეში.

გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზები შესახებ.

მკურნალობა

შარდის შეუკავებლობა არაკომფორტული და სამწუხარო პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიხშირე მატულობს ასაკის მატებასტან ერთად, ადამიანები მას მცდარად მიიჩნევენ ასაკის მატების განუყოფელ ნაწილად.

არსებობს ეფექტური მკურნალობის გარკვეული ფორმები, მათ შორის:

  • ცხოვრების სტილის შეცვლა, როგორიცაა წონაში კლება და კოფეინის და ალკოჰოლის რაოდენობების შემცირება
  • მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში (exercising your pelvic floor musclesმათი მოჭერით) 
  • შარდის ბუშტის ვარჯიში, ასე შეგეძლებათ უფრო ხანგრძლივად დაყოვნება, შარდვის სურვილსა და შარდვას შორის.

თუ ეს ზომები უეფექტოა, სამკურნალოდ შეიძლება რეკომენდირებული იყოს მედიკამენტები. 

შედეგი აქვს ასევე შეუკავებლობის პროდუქტების (incontinence products) გამოყენებას, როგორიცაა შეწოვადი საფენები და ხელის პისუარები (შარდის შესაგროვებელი ბოთლები).

გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობის შესახებ.

თუ მკუერნალობის ეს მეთოდები შედეგს არ იძლეევა, შეიძლება სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკების განხილვაც. ქირურგიული მკურნალობის მეთოდიც დამოკიდებული იქნება შეუკავებლობის სახეობაზე.

შარდის სტრესული შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობა, როგორიცაა ლენტის, ან სლინგ პროცედურები (tape or sling procedures), გამოიყენება შარდის ბუშტზე წნევის შესამცირებლად, ან შარდვის მაკონტროლებელი კუნთების გასამაგრებლად.

შარდის ურგენტული შეუკავებლობის ოპერაცია მოიცავს შარდის ბუშტის გაფართოვებას ან მოწყობილების იმპლანტირებას, რომელიც ასტიმულირებს დეტრუზოტი კუნთების მაკონტროლებელ ნერვებს.

გაიგეთ მეტი შარდის შეუკავებლობის ქირურგიული მკურნალობის შესახებ.

შარდის შეუკავებლობის პრევენცია

შარდის შეუკავებლობის პრევენცია ყოველთვის შესაძლებელი არ არის, თუმცა არსებობს ამ მდგომარეობის განვითარების შანსის შესამცირებელი ნაბიჯები, როგორიცაა:

  • წონის კონტროლი
  • ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ან შეწყვეტა
  • კარგ ფორმაში ყოფნა.

ჯანსაღი წონა

ჭარბწონიანობამ და სიმსუქენ შეიძლება გაზარდოს შარდის შეუკავებლობის განვითარების შანსები. ამის გამო ამ პრობლემის განვითარების რისკის შესამცირებლად აუცილებელია წონის დაკლება (ჭარბწონიანობის და სიმსუქნის შემთხვევაში) რეგულარული ვარჯიშებით და ჯანსაღი და ბალანსირებული კვების საშუალებით.

გამოიყენეთ ჩვენი ჯანსაღი წონის კალკულატორი, რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა წონის დაკლება, ან რამდენი კილოს დაკლება გჭირდებათ.

გაიგეთ მეტი წონის დაკლების შესახებ.

სმის ჩვევები

შარდის ბუშტის პრობლემის სახეობიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოთ დღეში.

შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში შეამცირეთ ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება, როგორებიცაა ჩაი, ყავა და კოლა. ეს სასმელები იწვევენ ჭარბი რაოდენობით შარდის გამოყოფას და აღიზიანებენ შარდის ბუშტს.

ალკოჰოლის მიღების რეკომენდირებული მაქსიმალური ზღვრული რაოდენობა შეადგენს კვირაში 14 ერთეულს და ასევე ეს რაოდენობა უნდა გადანაწილდეს სულ მცირე 3 დღეზე მაინც. ალკოჰოლის ერთი ერთეული დაახლოებით ტოლია 250მლ საშუალო სიძლიერის ლუდს, ან 25მლ 40%-იან ალკოჰოლურ სასმელს (როგორებიცაა არაყი, კონიაკი, ვისკი და ა.შ. გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულების შესახებ.

თუ უნებლიე შარდვა ხდება ღამის განვამვოლაში ძილის დროს (ნოქტურია), ეცადეთ, რომ ძილის წინ არ დალიოთ დიდი რაოდენობით სითხეები, თუმცა დღის განმავლობაში დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეებს.

მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში

ორსულობამ და ფიზიოლოგიურმა მშობიარობამ, შეიძლება შეასუსტოს კუნთები, რომლებიც აკონტროლებენ შარდის ბუშტიდან შარდის დინებას. ორსულობის დროს სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია შეამციროთ უნებლიე შარდვის რისკები.

ეს ვარჯიშები შეიძლება სასარგებლო იყოს მამაკაცებისთვისაც.

კომენტარის დამატება