Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შარდის ბუშტის კიბო

შარდის ბუშტის კიბო

164

შარდის ბუშტის კიბო არის მდგომარეობა, როდესაც შარდის ბუშტის ამომფენ ქსოვილში ვითარდება ანომალიური წანაზარდი, რომელსაც შარდის ბუშტის სიმსივნე ეწოდება. ზოგჯერ, სიმსივნე გარშემო არსებულ კუნთბშიც ვრცელდება.

შარდის ბუშტის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სისხლიანი შარდია/blood in your urine,რომელიც, ჩვეულებრივ ტკივილს არ იწვევს.

თუ თქვენ შარდში სისხლი შენიშნეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ხანგამოშვებითია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რათა ამ სიმპტომის შესაძლო გამომწვევი მიზეზი გამოიკვლიონ.

შარდის ბუშტის სიმსივნის ფორმები

დიაგნოზირების შემდეგ შარდის ბუშტის სიმსივნის კლასიფიცირება მისი გავრცელების მიხედვით ხდება.

თუ სიმსივნური უჯრედები შარდის ბუშტის ამომფენ ეპითელშია, ექიმი მას აღწერს, როგორც ზედაპირულ ან კუნთის არაინვაზიურ სიმსივნეს. ეს შარდის ბუშტის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც დაახლოებით 10 შემთხვევიდან 7-ში აღინიშნება. პაციენტების უმრავლესობა სიმსივნის ამ ფორმის დროს არ იღუპება.

როდესაც სიმსივნური უჯრედები შარდის ბუშტის გარშემო არსებულ კუნთოვან შრეშიც ვრცელდება, მას კუნთის ინვაზიურ შარდის ბუშტის სიმსივნედ მოიხსენიებენ. ეს სიმსივნის უფრო ნაკლებად გავრცელებული ფორმაა, მაგრამ მას სხეულის სხვა ნაწილში გავრცელებისა და სასიკვდილო შედეგის უფრო მეტი შანსი გააჩნია.

რატომ ვითარდება შარდის ბუშტის სიმსივნე?

შარდის ბუშტის სიმსივნის შემთხვევათა უმრავლესობა საშიში ნივთიერებებთან კონტაქტის შედეგად ვითარდება, რაც წლების შემდეგ შარდის ბუშტის უჯრედებში პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

თამბაქოს ბოლი დაავადების გამომწვევი გავრცელებული მიზეზია და დადგენილია, რომ შარდის ბუშტის სიმსივნის შემთხვევათა ნახევარი მოწევითაა გამოწვეული.

შეიძლება გარკვეულ ქიმიური ნივთიერებებთან კონტაქტი, რომელიც ადრე მრეწველობაში გამოიყენებოდა, შარდის ბუშტის სიმსივნის გამომწვევ მიზეზად იქცეს. თუმცა, ამ ნივთიერებების გამოყენება (დიდ ბრიტანეთში) ამჟამად უკვე აკრძალულია.

შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობა

შარდის ბუშტის არაინვაზიური სიმსივნის დროს, ჩვეულებრივ სიმსივნური უჯრედების მოცილება და შარდის ბუშტის ინტაქტურად დატოვება შესაძლებელია.

ეს  ქირურგიული მეთოდით ხორციელდება, რომელსაც შარდის ბუშტის სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექცია ეწოდება. სიმსივნის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ქიმიოთერაპიას მიმართავენ, რომლის დროსაც პრეპერატები პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ.

რეციდივის განვითარების მაღალი რისკის დროს, სიმსივნის განმეორებითი რისკის შემცირების მიზნით, შესაძლებელია კალმეტ-გერინის ბაცილის (BCG)/ Bacillus Calmette-Guérin (BCG) ინექცია გამოიყენონ.

კუნთოვან შრეში ინვაზირებული შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობა შეიძლება შარდის ბუშტის ოპერაციულ მოცილებას - რადიკალურ ცისტექტომიას გულისხმობდეს.  

შარდის ბუშტის ამოკვეთის შემთხვევაში შარდის დაგროვების ალტერნატიული მეთოდი დაგჭირდებათ. შესაძლო ვარიანტები მუცლის კედელზე განაკვეთის გაკეთებას და შარდის პატარა, სპეციალურ პარკში შეგროვებას ან ნაწლავის ნაწილით ახალი შარდის ბუშტის შექმნას მოიცავს. ეს ოპერაცია რადიკალური ცისტექტომიის პარალელურად მიმდინარეობს.

თუ შარდის ბუშტის ამოკვეთისგან თავის არიდება შესაძლებელია, ან იმ შემთხვევაში, როცა ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია, ექიმებმა შესაძლოა რეკომენდაცია რადიოთერაპიისა და ქიმიოთერაპიის/ chemotherapy კურსს გაუწიონ. ზოგჯერ ქიმიოთერაპიას ოპერაციის გაკეთებამდე მიმართავენ, მისი გამოყენება რადიოთერაპიასთან კომბინირებამდე მონოთერაპიის სახითაც შეიძლება.

შარდის ბუშტის ნებისმიერი ფორმის მკურნალობის შემდეგ, რეციდივის არსებობაზე  რეგულარული მეთვალყურეობა აუცილებელია.

ვინ ავადდება?

ყოველწლიურად, შარდის ბუშტის სიმსივნის დიაგნოზს დაახლოებით 10 000 ადამიანს უსვამენ.

დაავადება უფრო მეტად ასაკიან პირებშია გავრელებული, მისი დიაგნოზირების საშუალო ასაკი 68 წელია.

შარდის ბუშტის სიმსივნე ქალებთან შედარებით, კაცებში 4-ჯერ უფრო მეტადაა გავრცელებული, რაც შესაძლოა მამაკაცების მწეველობისა და მრეწველობაში მათი მუშაობის უფრო მაღალი მაჩვენებლით იყოს განპირობებული.

კომენტარის დამატება