Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » შავი აკანთოზი

შავი აკანთოზი

438

შავი აკანთოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მუქ, სქელ ლაქებს კანზე საზარდულის, იღლიისა და კისრის მიდამოში. 

ზემოაღნიშნული არ არის დაავადება, მაგრამ შეიძლება იყოს რომელიმე თანმხლები დაავადების ნიშანი. თანმხლები დაავადება, როგორც წესი, არ არის მძიმე, თუმცა იშვიათად შავი აკანთოზი შეიძლება იყოს სიმსივნის ნიშანი.

ნიშნები და სიმპტომები

მუქი, ხავერდისებრი ლაქები

თუ გაქვთ შავი აკანთოზი, თქვენ შეამჩნევთ გასქელებულ, მოყავისფრო-მონაცრისფრო ან შავ ლაქებს კანზე. ეს ლაქები არის მშრალი და უხეში, შეხებისას ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ბარხატს ეხებით. ასევე შეიძება იწვევდეს ქავილს.

ლაქები შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ უმეტესად გვხვდება - ყელის, იღლიისა და საზარდულის მიდამოში და ზოგჯერ კანის სხვა მოკეცვის ადგილებშიც. იშვიათად შეიძლება გამოჩნდეს თითების შემაერთებელ ადგილას (ხელზეც და ფეხზეც), ასევე ტუჩებზე, ხელის მტევნებზე და ტერფის ძირებზე.

ლაქები, როგორც წესი ვითარდება ნელა, დროთა განმავლობაში. ის ლაქები, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება და ვრცელდება უფრო მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული სიმსივნესთან. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს პირში, ენაზე, ყელზე, ცხვირზე და სასულეზე.

მცირე ზომის გამონაზარდები კანზე

ლაქებზე ასევე შეიძლება გამოვლინდეს მცირე ზომის, თითის ფორმის გამონაზარდები, რომელსაც ეწოდება პაპილომატოზი.

დაზიანებული მიდამოს ირგვლივ შეიძლება გხვდებოდეს უფერული, ან პიგმენტირებული (შეფერილი) მეჭეჭისმაგვარი გამონაზარდები (skin tags).

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

შავი აკანთოზი ჩვეულებრივ უვნებელი მდგომარეობაა, მაგრამ რადგან ის ასევე შეძლება გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული დაავადებით, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს შეიძლება ჰქონდეს ეს მდგომარეობა.

თუ მისი გამომწვვი მიზეზი არ იქნება ცხადი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზები, რომ შეამოწმოს სისხლში შაქრის დონე, ან ჰორმონალური დონეები. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევებიც, როგორიცაა ენდოსკოპია ან რენტგენის სხივებით სკანირება.

რა იწვევს შავ აკანთოზს?

შავი აკანთოზი ზოგჯერ ვითარდება სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც, განსაკუთრებით შეიმჩნევა მუქი კანის ფერის მქონე, აფრიკული წარმოშობის ადამიანებში.

თუმცა, შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია ჯანმრთელობასთან თანმხლები მდგომარეობებით ან პრობლემებით, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან ანომალიური ჰორმონალური დონეები. ქვემოთ აღწერილია ამ მდგომარეობის გამომწვევი ზოგიერთი ძირითადი მიზეზები.

სიმსუქნე

შავი აკანთოზი ძირითადად გამოწვეულია სიმსუქნით. ეს ცნობილია, როგორც სიმსუქნესთან დაკავშირებული შავი აკანთოზი და წარმოადგენს ამ მდგომარეობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

ეს ხდება იმიტომ, რომ სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ინსულინ-რეზისტენტობა (მგდომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედების დიდი ნაწილი არ რეაგირებს ინსულინზე), რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ინსულინის მაღალი დონე, რომელიც მოქმედებს კანის უჯრედებზე.

ინსულინ-რეზისტენტობას ასევე შეუძლია გამოიწვიოს მეორე ტიპის დიაბეტი, ამიტომ შავი აკანთოზი შეიძლება იყოს დიაბეტის ქონის, ან მისი განვითარების რისკის ადრეული ნიშანი.

სინდრომები და ჰორმონალური პრობლემები

შავი აკანთოზი შეიძლება ასოცირებული იყოს თანმხლებ შინაგან სინდრომთან, ან ჰორმონალურ პრობლემასთან, როგორებიცაა:

  • კუშინგის სინრომი, სიმპტომებიროგორიცაა წონის მატება, დალურჯება და სტრიები, რომლებიც გამოწვეულია სხეულში ჰორმონ კორტიზოლის ძალაინ მაღალი დონით
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს ქალის საკვერცხეების ფუნქციონირებაზე და შეიძლება გამოიწვიოს, ჭარბთმიანობა, არარეგულარული პერიოდები, უშვილობა, აკნე და წონის მატება
  • აკრომეგალია, როდესაც ორგანიზმი გამოყოფს ჭარბი რაოდენობით ზრდის ჰორმონს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს სხეულის ქსოვილების ზედმეტ ზრდას
  • ჰიპოთიროიდიზმი (ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი), როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, რაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა და წონის მომატება.

შავი აკანთოზის ეს სახეობა ცნობილია, როგორც სინდრომული შავი აკანთოზი.

წამლით გამოწველი შავი აკანთოზი

შავი აკანთოზი, ზოგჯერ შეიძლება პროვოცირებული იყოს ზოგიერთი წამლის მიღებით, მათ შორის ინსულინით, კორტკოსტეროიდებით და ჰორმონალური საშუალებებით, როგორიცაა ზრდის ჰორმონი ან კონტრაცეპტიული საშუალებები.

ესეთი შემთხევები ცნობილია, როგორც წამლებით გამოწვეული შავი აკანთოზი.

გენები

იშვიათ შემთხვევებში, შავი აკანთოზი შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლებისგან, მემკვიდრეობით მიღებულ პათოლოგიურ გენზე. ეს ცნობილია, როგორც კეთილთვისებიანი გენეტიკური შავი აკანთოზი.

ეს მდგომარეობა შეიძლება გადაეცემა მხოლოდ ერთი მშობლიდანაც კი.

კიბო

თი მუქი ლაქები მალე გამოჩნდნენ და სწრაფად გავრცელდნენ სხეულის სხვა ადგილებშიც, ეს შეიძლება იყოს კიბოს ნიშანი (ჩვეულებრივ კუჭის სიმსივნის). ეს შემთხვევა ცნობილია, როგორც ავთვისებუანი შავი აკანთოზი.

ეს იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც უფრო მიდრეკილია საშუალო ასაკის ან მოხუცებულ ადამიანებისადმი, მიუხედავად მათი წონისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

ამ დროს, ლაქები უფრო მძიმეა და შეიძლება გავრცელდეს პირის, ენისა და ტუჩების მიდამოშიც. დამატებით, კანი შეიძლება გახდეს გაღიზიანებული და იწვევდეს ქავილს.

მკურნალობა

შავი აკანთოზის მკურნალობის მთავარი მიზანია, მისი გამომწვევი თანმხლები დაავადების მკურნალობა, რაც თავისთავად გამოიწვევს შავი აკანთოზის ალაგებას, ან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის შესახედაობას.

მკურნალობის მეთოდები, რომლებიც შეიძლება იყოს რეკომენდირებული:

  • წონის დაკლება, ცვლილებების განხორციელება კვებაში და წამლების მიღება, რომ შემცირდეს ინსულინის დონე სისხლში
  • წამლების მიღება, რომ დარეგულირდეს ჰორმონალუი დონეები. წაიკითხეთ მეტი კუშინგის სინდრომის, პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის და ჰიპოაქტიური ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობების შესახებ
  • წამლის სახეობის შეცვლა, თუ მდგომარეობა პროვოცირებულია რომელიმე წამლით
  • კიბოს შემთხვევაში, ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ან რადიოთერაპია.

ლაქების მოსაშორებლად კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ დერმატოლოგმა შეიძლება მოგცეთ რეკომენდაცია მკურნალობაზე, მაგალითად კრემებით, ან აბებით, რომლებმაც შეიძლება გააუმჯობესოს კანის შესახედაობა.

პერსპექტივა

შავი აკანთოზის უმრავლესობა უსაფრთხოა და არ მიუთითებს რაიმე სერიოზულ დაავადებაზე. კანის, დროთა განმავლობაში, თავისით ალაგდება თანმხლები კლინიკური მდგომარეობის მკურნალობის შემდეგ.

გენეტიკურად მიღებული შავი აკანთოზის შემთხვევაში, ლაქები შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს, შემდეგ გაჩერდეს ზრდა და დარჩეს მუდმივად, ან იშვიათად თავისით გაქრეს.

შავი აკანთოზის ერთადერთი სერიოზული გამომწვევი არის სიმსივნე, მაგრამ თუ სიმსივნე ეფექტურად განიკურნა, შავი აკანთოზიც გაქრება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გამომწვევი კიბოს სახეობები მიდრეკილია ძალიან სწრაფად გავრცელებაში და ხშირად მისი მკურნალობა ვერ ხერხდება

კომენტარის დამატება