Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა

470

ჩუტყვავილა არის ბავშვების მსუბუქი და ხშირი დაავადება, რომელიც ბავშვთა უმეტესობას ემართება.

მას ახასიათებს წითელი გამონაყარი, ქავილით, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება სითხით სავსე წყლულად. საბოლოოდ წარმოქმნის ქერცლს და ჩამოიფრცქვნება.

ზოგიერთ ბავშვს აქვს რამდენიმე ლაქა, ზოგის შემთხვევაში კი შეიძლება დაიფაროს მთელი სხეული. ყველაზე ხშირად ჩნდება სახეზე, ყურებზე, თავის ქალაზე, მხრების ქვეშ, მკერდზე, მუცელზე, მხრებსა და ფეხებზე

იხილეთ მეტი თემაზე ჩუტყვავილას სიმპტომები და გაეცანით პრეზენტაციას ბავშვებში არსებული ყველაზე ხშირი ინფექციების შესახებ, ეს დაგეხმარებათ ამოიცნოთ აქვს, თუ არა თქვენს შვილს ესა თუ ის დაავადება.

ჩუტყვავილა(სამედიცინო ენაზე ცნობილი როგორც ვარიცელა) გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. იგი მარტივად და სწრაფად ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის მიერ, ხველებითა და ცემინებით.

იხილეთ მეტი თემაზე ჩუტყვავილას გამომწვევი მიზეზები.

ჩუტყვავილა ყველაზე ხშირია 10 წელზე მცირე ასაკის მქონე ბავშვებში. ფაქტობრივად, იგი იმდენად გავრცელებული ინფექციაა, რომ მოზრდილების 90%-ს უკვე აქვს იმუნიტეტი ამ ინფექციური დაავადების მიმართ, რადგან მათ ეს გადატანილი აქვთ ბავშვობაში.

ის ბავშვებს ძირითადად ემართებათ ზამთარსა და გაზაფხულზე, განსაკუთრებით მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

როგორ შეიძლება მოვიქცეთ ინფექციის დროს

დაავადების გავრცელების პრევენციისთვის, არ გაუშვათ ბავშვი საბავშვო ბაღში, ან სკოლაში მანამ, სანამ არ გამოჯანმრთელდება.

ეს დაავადება ყველაზე გადამდები არის გამონაყრის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე, იქამდე სანამ კანის წარმონაქმნები არ ჩამოიფრცქვნება (ჩვეულებრივ 5 – 6 დღე გამონაყრის დაწყებიდან)

თუ თქვენს შვილს აქვს ჩუტყვავილა, ეცადეთ მოარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც არ აქვს გადატანილი ჩუტყვავილა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, როგორებიც არიან ახალშობილები, ორსულები, შესუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები (მაგალითად, სიმსივნიანი პაციენტები, ან ვინც იღებს სტეროიდულ მედიკამენტებს)

იხილეთ მეტი ინფორმაცია ჩუტყვავილას გავრცელების შეჩერების შესახებ.

ჩუტყვავილას მკურნალობა

ჩუტყვავილა ბავშვებში ზოგადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა ინფექციის პერიოდში თქვენი ბავშვი თავს ცუდად იგრძნობს და იქნება გაღიზიანებული.

მოსალოდნელია, რომ სულ მცირე პირველი ოთხი დღის განმავლობაში ბავშვს ექნება სიცხე. კანზე გაჩენილი ლაქები შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ქავილის მიზეზი.

არ არსებობს რაიმე სპეციფიური სამკურნალო მეთოდი, თუმცა არსებობს ფარმაცევტული საშუალებები, რითაც შეძლებთ სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა პარაცეტამოლი, რომელიც ხსნის სიცხეს, კალამინის ლოსიონი და გამაგრილებელი გელები, რომლებიც ამცირებს ქავილს.

ბავშვთა უმეტესობაშიწარმონაქმნები იფრცქვნება კანიდან და ბუნებრივად ქრება ერთი ორი კვირის განმავლობაში.

იხილეთ მეტი ჩუტყვავილას მკურნალობის შესახებ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

უმრავლესობა ბავშვებისთვის ჩუტყვავილა არის მსუბუქი ფორმით და გამოჯანრთელება თავისით მოხდება.

მაგრამ, ზოგიერთში შეიძლება გართულდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება შეხვედრა ექიმთან.

დაუკავშირდით ექიმს მაშივნე, როგორც კი შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

  • კანზე არსებული წარმონაქმნები დაინფიცირდება
  • ბავშვს ექნება ტკივილი მკერდის არეში, ან გაძნელებული სუნთქვა

ჩუტყვავილა უფროსებში

მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ბავშვების დაავადებაა, იგი შეიძლება ასევე შეგვხვდეს უფროსებშიც. უფრო მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში და უფროსებს აქვთ გართულებების უფრო მაღალი რისკიც.

ჩუტყვავილას მქონე ყველა ადამიანმა გამოჯანმრთელებამდე თავი უნდა შეიკავოს სხვებთან ურთიერთობისგან. მათ უნდა მიმართონ ექიმს ყველა უცნაური სიმპტომის განვითარებისას, მაგალითად როგორიცაა კანის დაინფიცირებული წარმონაქმნები.

მოზრდილებში შეიძლება ეფექტური იყოს ანტივირუსული მედიკამენტები, თუ მკურნალობას დაიწყებთ დაავადების ადრეულ ეტაპზევე.

იხილეთ მეტი ჩუტყვავილას სამკურნალო ანტივირუსულიმედიკამენტების შესახებ.

ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ?

ზოგიერთი ბავშვი და მოზრდილი არის სერიოზული პრობლემების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ დაემართებათ ჩუტყვავილა. ესენი არიან:

  • ორსულები
  • ახალშობილები
  • შესუსტებული იმუნირი სისტემის მქონე ადამიანები

მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუ კონტაქტი ექნებათ ჩუტყვავილას გამომწვევ ვირუსთან, ან გამოუვლინდებათ სიმტომები.

ასეთ ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ სისხლის ანალიზი, რათა გაიგონარიან, თუ არა იმუნურები (დაცულები) ჩუტყვავილას მიმართ.

იხილეთ მეტი იმუნური ტესტისა და ჩუტყვავილას დიაგნოზის შესახებ მაღალი რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფებში.

ჩუტყვავილა ორსულებში

ჩუტყვავილა გვხვდება დაახლოებით 1000 ორსულიდან 3-ში. მან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულება როგორც ორსულისთვის, ასევე მისი ბავშვისთვის.

იხილეთ ჩუტყვავილას გართულებები, რათა შეიტყოთ მეტიინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ ორსულობისას ამ დაავადების დროს.

ჩუტყვავილა და ჰერპესი

თუ ერთხელ უკვე გადატანილი გაქვთ ჩუტყვავილა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაქვთ ანტისხეულები ამ ინფექციის მიმართ და ვირუსთან მეორედ შეხვედრის შემთხვევაში უკვე იმუნური იქნებით. თუმცა, ჩუტყვავილას გამომწვევი ვარიცელას ვირუსი ლატენტურად (ინაქტიურ ფორმაში) რჩება თქვენი ორგანიზმის ნერვულ ქსოვილებში და შეიძლება გააქტიურდეს მოგვიანებით ასაკში და გამოვლინდეს ჰერპესის სახით.

შეიძლება ჰერპესის მქონე პაციენტისგან გადაგედოთ ჩუტყვავილა, მაგრამ არა პირიქით.

იხილეთ მეტი ჰერპესის შესახებ.

არსებობს თუ არა ვაქცინა ჩუტყვავილას წინააღმდეგ ?

არსებობს ვაქცინა, მაგრამ ის არ შედის ბავშვების პროფილაქტიკურ რუტინულ აცრებში. ვაქცინაციას მხოლოდ უკეთებენ ჩუტყვავილას გართულებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებს.

ვაქცინის რეკომენდირებული ორი დოზა იძლევა დაახლოებით 98%-იან დაცვას ბავშვებში და 75%-იან დაცვას მოზარდებში და ზრდასრულ ადამიანებში. შესაძლებელია ინფექცია განვითარდეს ვაქცინაციის შემდეგაც. ასევე, ადამიანებს ვისაც გაუკეთდა ვაქცინა შესაძლებელია განუვითარდეთ ჩუტყვავილა იმ ადამიანებთან სიახლოვისას ვისაც აქვს ჰერპესის ვირუსი.

იხილეთ მეტი ინფორმაცია ჩუტყვავილას ვაქცინის შესახებ და თუ რატომ არ შედის ინგლისში ბავშვების რუტინულ აცრებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა.

კომენტარის დამატება