Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩიყვი

ჩიყვი

204

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური შეშუპებაა, რაც ყელში მასის წარმოქმნას იწვევს.

ჩიყვი შეიძლება მრავალი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის ზეაქტიური, ან ნაკლებაქტიური ფრისებრი ჯირკვლით, იოდის ნაკლებობით ან იშვიათად ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნითაც.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი პატარა პეპლის ფორმის ჯირკვალია, რომელიც კისრის არეში, ზუსტად სასულის (ტრაქეას) წინაა მოთავსებული. ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს წარმოქმნის, რაც ორგანიზმის მეტაბოლიზმს არეგულირებს (ქიმიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ორგანიზმში).

ჩვეულებრივ, ფარისებრი ჯირკვალის შემჩნევა შეუძლებელია. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის შეშუპება ყელში მასას წარმოქმნის, რომელსაც ჩიყვი ეწოდება.

პაციენტებში ჩიყვის ზომა შეიძლება განსხვავებული იყოს. შემთხვევათა უმრავლესობაში გადიდებული ჯირკვალი მცირე ზომისაა და სიმტომებს არ იწვევს. მიუხედავად ამისა, უფრო მძიმე შემთხვევების დროს, ჯირკვალი ზომაში შეიძლება ისე გადიდდეს, რომ სუნთქვისა და ყლაპვის პროცესზე მოახდინოს გავლენა.

რა იწვევს ჩიყვის განვითარებას?

ჩიყვს შეიძლება რამდენიმე შესაძლო გამომწვევი მიზეზი გააჩნდეს. ესენია:

  • ჰიპერაქტიური (ზეაქტიური) ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმიი)
  • ჰიპოაქტიური (ნაკლებად აქტიური) ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი)
  • ორსულობა და მენოპაუზა
  • საკვებ რაციონში იოდის ნაკლებობა (მინერალი, რომელიც რძესა და თევზშია აღმოჩენილი).

ჩიყვის დიაგნოზირება

ჩიყვის დიაგნოზირებისთვის ექიმი შეამოწმებს ყელის არეს, რომ ნახის არის თუ არა ფარისებრი ჯირკვალი შეშუპებული. ასევე შეიძლება დანიშნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ანალიზი, რომ შეამოწმოს ფარისებრის მუშაობა. ეს ანალიზი ზომავს სისხლში კონკრეტული ჰორმონების (ქიმიური ნივთიერებების, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს) დონეს და მისი საშუალებით შეიძლება დადგინდეს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, მაგალითად ჰიპერ ან ჰიპოაქტიურობა, რომელიც დაკავშირებულია ჩიყვის განვიტარებასთან.

ჩიყვის მკურნალობა

ჩიყვის მკურნალობა დაავადების მიზეზზეა დამოკიდებული. თუ ჩიყვი პატარა ზომისაა და რაიმე სიმპტომს არ იწვევს, ჩვეულებრივ, რეკომენდაციას მოცდას და მდგომარეობაზე დაკვირვებას უწევენ.

მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდები მოიცავს რაიოიოდინის თერაპიას და უფრო მძიმე შემთხვევებში - ქირურგიულ ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ, ჩიყვის შემთხვევათა უმრავლესობა კეთილთვისებიანია (არა-სიმსივნური), დადგენილია, რომ ყოველი 20-დან ერთ შემთხვევაში, ეს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ნიშანი იყოს.

რისკ ფაქტორები

ჩიყვი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მაგრამ უფრო ხშირია ქალებში და 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

მისი რისკ ფაქტორები მოიცავს:

  • სქესს - ქალებს უფრო დიდი ალბათობით ემართებათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და შესაბამისად უვითარდებათ ჩიყვი
  • ასაკს -ჩიყვის განვითარების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად
  • იოდის ნაკლებობას კვების რაციონში
  • ორსულობას და მენოპაუზას - გაურკვეველი მიზეზებით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების რისკი იზრდება ორსულობის დროს და მენოპაუზის შემდეგ
  • წამლებს - ზოგიერთი ტიპის წამლები, როგორიცაა ლითიუმი და იმუნოსუპრესანტები ზრდიან რისკს
  • გამოსხივებას (რადიაციას) - დასხივებითი მკურნალობა ყელის ან მკერდის არეში, ან ზოგადად გამოსხივებასთან ექსპოზიცია ასევე ზრდიან რისკებს

კომენტარის დამატება