Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩირქგროვა მკერდში (აბსცესი)

ჩირქგროვა მკერდში (აბსცესი)

215

მკერდის აბსცესი არის მტკივნეული ჩირქგროვა, რომელიც ყალიბდება მკერდში.

აბსცესების უმრავლესობა ვითარდება კანქვეშ, კანის ზედაპირთან ახლოს და გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

მკერდის აბსცესი არის მტკივნეული, შესიებული ჩირქგროვა, რომელიც შეიძლება ასევე:

  • იყოს წითელი
  • იყოს ცხელი
  • გამოიწვიოს მის გარშემო კანის შეშუპება
  • გამოიწვიოს მაღალი ტემპერატურა (სიცხე).

რა იწვევს მკერდის აბსცესს?

მკერდის აბსცესი ხშირად დაკავშირებულია მასტიტთან - მდგომარეობა, რომელიც იწვევს ტკივილსა და ანთებას და ძირითადად ემართებათ ძუძუთი მკვებავ ქალებს (breastfeeding).

ძუძუთი კვების დროს, ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიის შეჭრით მკერდის ქსოვილში, ან სარძევე მილაკების (წვრილი მილაკები, რომლებშიც მოედინება რძე) ობსტრუქციით (დაბლოკვით). ეს იწვევს მასტიტს, და თუ არ ვუმკურნალებთ, ვითარდება აბსცესიც. ზოგჯრ არამეძუძურ ქალებსაც უვითარდებათ მასტიტი, იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერია შეიჭრება სარძევე სადინრებში მკერდის დაზიანების, ან გაჩხაპნის შედეგად დაზიანებული ნაწილის გავლით (მაგალითად პირსინგის გაკეთების შემდეგ).

აბსცესი ყალიბდება, რადგან სისხლის თეთრი უჯრედები მიემართებიან ინფექციის ადგილას, ინფექციასთან საბრძოლველად, რაც იწვევს ამ ადგილის გარშემო ქსოვილების სიკვდილს და ყალიბდება მცირე ზომის ფოსო (ღრმული), რომელიც შემდგომ ივსება ჩირქით და ყალიბდება აბსცესი.

როდის ვეწვიოთ თერაპევტს?

მიმართეთ ექიმს, თუ მკერდი წითელი და მტკივნეულია. თუ გაქვთ მასტიტი, ექიმი, ინფექციის სამკურნალოდ, გამოგიწერთ ანტიბიოტიკებს.

თუ ანტიბიოტიკებმაც ვერ მოხსნეს სიმპტომები, თერაპევტმა შეიძლება გაგაგზავნოთ ექოსკოპიურ კვლევაზე. ეს კვლევა იყენებს მაღალი სიხშირის ტალღებს და ქმნის შინაგანი ორგანოების გამოსახულებას, რომ დაადასტურონ აბსცესის არსებობა.

მკერდის აბსცესის მკურნალობა

თუ გაქვთ აბსცესი, ის საჭიროებს დრენირებას. მცირე ზომის აბსცესებს გამოწოვენ ნემსით ან შპრიცით. დიდი აბსცესებისთვის საჭიროა მცირე ზომის განაკვეთის გაკეთება, ჩირქის გამოსადენად. ორივე პროცედურისთვის საჭიროა ადგილობრივი ანესთეზია, რაცგააუტკივარებს კანს  აბსცესის გარშემო და შედეგად, ტკივილი და დიკომფორტი აღარ იქნება საგრძნობი.

რამდენად ხშირია მკერდის აბსცესი?

მკერდის აბსცესი ყველაზე ხშირად ემართებათ 18-50 წლის ასაკის ქალებს.

ხშირად ეს მდგომარეობა ასოცირებულია მასტიტთან, რომელიც ემართებათ ძუძუთი მკვებავი ქალების 10%-ს და რომელიც იწვევს მკერდის გაწითლებას და ტკივილს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ქალების 3%-ს, რომლებიც მასტიტს ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, განუვითარდათ მკერდის აბსცესი.

კომენტარის დამატება