Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩირქგროვა ტვინში (აბსცესი)

ჩირქგროვა ტვინში (აბსცესი)

170

ტვინის აბსცესი არის ინფექციით გამოწვეული ჩირქოვანი შეშუპება ტვინში. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ბაქტერია ან სოკო შეიჭრება ტვინის ქსოვილში ინფექციის ან მძიმე ტრავმული დაზიანების შემდეგ. და წარმოადგენს იშვიათ და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ტვინის აბსცესის განვითარების რისკი ძალიან მცირეა, ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და აუცილებელია მისი სასწრაფო დიაგნოზირება და მკურნალობა.

სიმპტომები

ტვინის აბსცესის სიმპტომები შეიძლება ძალიან სწრაფად ან პირიქით ნელა განვითარდეს და შეიძლება მოიცავდეს:

  • თავის ტკივილს - რომელიც ხშირად ძალიან ძლიერია, ვითარდება თავის ერთ კონკრეტულ ადგილში და არ მსუბუქდება ტკივილგამაყუჩებლებით
  • მენტალური სტატუსის (ცნობიერების) შეცვლა, როგორიცაა დაბნეულობა ან გაღიზიანება
  • ნერვული ფუნქციის პრობლემები, როგორებიცაა კუნთების სისუსტე, ლუღლუღით ლაპარაკი, ან პარალიზი (paralysis) სხეულის ერთ მხარეს
  • მაღალი ტემპერატურა (38C ან მეტი)
  • კრუნჩხვები
  • გულისრევის შეგრნება და ღებინება
  • კისრის გაშეშება
  • მხედველობის ცვლილებები - როგორიცაა დაბინდვა, მხედველობის არის განაცრისფრება, ან გაორებული მხედველობა (ეს ხდება იმის გამო, რომ აბსცესი აწვება მხედველობის ნერვს).

როდის მივმართოთ ექიმს?

ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ტვინთან ან ნერვულ სისტემასთან აუცილებლად სასწრაფოდ გამოსაკვლევია. ეს სიმპტომები მოიცავს:

  • დაბნეულ ან ლუღლუღით ლაპარაკს
  • კუნთების სისუსტეს ან პარალიზს
  • კრუნჩხვები, რომელიც განუვითარდა ისეთ ადამიანს, რომელსაც ადრე არ ჰქონია ეს პრობლემა.

თუ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანს განუვითარდა როელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციის გაუარესებასთან, როგორებიცაა ცხელება და ღებინება აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

იწვევს ტვინის აბსცესს?

ტვინის აბსცესს განვითარების სამი ძირითადი გზა აქვს, ესენია:

  • თავის ქალის სხვა ნაწილების ანთება, (მაგ. სინუსიტი, ყურის ინფექციები (ear infection) ან კბილის აბსცესი), რომელიც შეიძლება გავრცელდეს ტვინში
  • სხეულის სხვა ორგანოს ინფექცია (მაგალითად პნევმონია), რომელიც თავის ტვინში სისხლის მეშვეობით ვრცელდება
  • ტრავმა, როგორიცაა თავის მძიმე დაზიანება, რომელიც ხსნის თავის ქალას და ბაქტერიებს ან სოკოს ტვინში შესვლის საშუალებას აძლევს.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციის წყარო უცნობია.

გაიგეთ მეტი ტვინის აბსცესის მიზეზების შესახებ.

დიაგნოზირება

თუ ექიმი იეჭვებს ტვინის აბსცესის შესახებ, პირველადი შეფასება ჩატარდება სიმპტომების მიხედვით, სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით და იმის მიხედვით ჰქონდა თუ არა პაციენტს ინფექცია ახლო წარსულში ან ხომ არ აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა.

ინფექციის არსებობის დასადასტურებლად შეიძლება დაინიშნოს სისხლის ანალიზებიც.

დამატებითი გამოკვლევები შეიძლება მოიცავდეს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირებას.

ტვინის აბსცესის მკურნალობა

ტვინის აბსცესი არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩვენება, რადგან აბსცესით გამოწვეულმა შეშუპებამ შეიძლება შეუზღუდოს ტვინს ჟანგბადით მომარაგება. ასევე არსებობსაბსცესის რუპტურის (გასკდომის) რისკიც. თუ დროულად არ ვუმკურნალებთ, აბსცესმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის მუდმივი დაზიანება და შეიძლება სიკვდილიც.

ტვინის აბსცესს ძირითადად მკურნალობენ კომბინირებულად წამლების და ქირურგიული ოპერაციის გამოყენებით:

  • წამლები - მოიცავს ან ანტიბიოტიკებს ან სოკოს საწინააღმდეგო წამლებს
  • ქირურგიული ოპერაცია - მოიცავს ან თავის ქალაში გაკეთებული ნახვრეტის საშუალებით ჩირქის დრენირებას (მარტივი ასპირაცია), ან თავის ქალის გახსნას და აბსცესის მთლიანად ამოღებას (კრანიოტომია).

ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხშირად დიაგნოზის დადასტურებამდე იწყება, რომ შეამცირონ გართულებების განვითარების რისკები.

გაიგეთ მეტი ტვინის აბსცესის მკურნალობის შესახებ.

გართულებები

ტვინის აბსცესის გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

  • აბსცესის ხელახლა განმეორებას - აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ ფიქრობთ, რომ აბსცესის განმეორების თუნდაც ძალიან მცირე შანსი მაინც არსებობს; ეს უფრო ხშირია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში და თანდაყოლილი გულის მანკის მქონე ადამიანებში
  • ტვინის დაზიანება - რომელიც შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე. ტვინის დაზიანების უფრო დიდი რისკია თუ მკურნალობა დაყოვნდება
  • ეპილეფსია (epilepsy) - როდესაც ადამიანს ემართება განმეორებითი გულყრები
  • მენინგიტი - სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომელიც ვითარდება ტვინის გარშემო არსებულ დამცავ მემბრანებში. ეს მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და უფრო ხშირია ბავშვებში.

კომენტარის დამატება