Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ცხვირის კატარი

ცხვირის კატარი

264

კატარი სასუნთ გზებში ან სხეულის ღრუებში დაგროვილი სქელი ფლეგმა ან ლორწოა.

ეს მდგომარეობა ძირითადად ვლინდება ცხვირის უკან, ყელში ან სინუსებში (სინუსები სახის ძვლებში არსებული ჰაერით სავსე ღრმულებია).

კატარი ხშირად დროებითი მოვლენაა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ის თვეები ან წლებიც შეიძლება გაუგრძელდეს. ეს ცნობილია, როგორც ქრონიკული კატარი.

მდგომარეობა შეიძლება უსიამოვნო იყოს და ასევე ძნელად მოსაშორებელი, მაგრამ ის არ არის საშიში და არსებობს მისი სამკურნალო საშუალებებიც.

სიმპტომები

კატარმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ყელის გასუფთავების მუდმივი მოთხოვნილება
  • შეგრძნება თითქოს ყელი დაბლოკილია
  • დაბლოკილი (გაჭედილი) ან ლორწოთი სავსე ცხვილი, რომლის გაწმენდაც ვერ ხერხდება
  • ცხვირიდან გამონადენი (სურდო)
  • შეგრძნება, რომ ლორწო ცხვირიდან გადადის უკან ყელში
  • მუდმივი ხველა
  • თავის ტკივილი ან სახის ტკივილი
  • ყნოსვის და გემოს შემცირებული შეგრძნება
  • ყურებში ტკაცუნის შეგრძნება და ზოგჯერ სმენის დროებითი დაქვეითება.

ეს პრობლემები შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი და ზოგჯერ შეიძლება იმოქმედოს ძილზე და ადამიანი მუდმივად დაღლილი იყოს.

მკურნალობა

კატარი ძირითადად თავისით გაივლის რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მოხდება მისი გამომწვევი მიზეზების მკურნალობა (ქვემოთ იხილეთ კატარის გამომწვევი მიზეზები).

არსებობს მეთოდები, რითიც შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ სიმპტომები სახლის პირობებში, ესენია:

  • სიმპტომების მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან თავის არიდება, როგორებიცაა ალერგენები ან კვამლიანი ადგილები
  • ყელის ჩასაწმენდად წყლის ყლუპებად დალევა, თუმცა ამისი მუდმივად გაკეთება არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა
  • ცხვირის გამორეცხვა მარიალიანი წყლით დღეში რამდენიმეჯერ - ეს სითხეები იყიდება აფთიაქებში გამზადებული, ან შეგიძლიათ სახლის პირობებშიც გააკეთოთ, ამისთვის ნახევარი ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ ნახევარ ლიტრ გადადუღებულ გრილ წყალში
  • მოერიდეთ მშრალ, ცხელ ადგილებს, როგორებიცაა მანქანის გათბობის სისტემა, ან კონდიცინერის გამოყენება - ოთახში ტენიანობის ასამაღლებლად შეგიძლიათ სველი პირსახოცი გადაფინოტ გამათბობელზე
  • დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
  • აფთიაქებში იკითხეთ შესაბამისი სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ცხვირის გამხსნელი საშუალებები, ანტიჰისტამინები, ან ცხვირის სტეროიდული სპრეი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ კატარი გახანგრძლივდა და ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში.

ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები, რომ გამორიცხოს სხვა მდგომარეობები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ მსგავსი სიმპტომები, მაგალითად ცხვირის პოლიპები, ან ალერგიები.

თუ დადასტურდა კატარის გამომწვევი რაიმე მდგომარეობა, მაშინ ამ მდგომარეობის მკურნალობით ასევე გაივლის კატარიც. მაგალითად თუ მდგომარეობა გამოწვეულია ცხვირის პოლიპებით, მაშინ საჭირო იქნება მისი მკურნალობა ცხვირის სტეროიდული სპრეით ან ქირურგიული ოპერაციით.

თუ კატარის გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდა, შესაძლებელია დაგეხმაროთ თვით-მკურნალობის ზემოთ აღნიშნული მეთოდები. თუმცა, სამწუხაროდ, ქრონიკული კატარის მკურნალობა შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს და ხანგრძლივად გაგრძელდეს.

რა იწვევს კატარს?

ჩვეულებრივ კატარს იწვევს იმუნური სისტემის რეაქცია ინფექციაზე ან გაღიზიანებაზე, რაც თავის მრივ იწვევს ცხვირის და ყელის ამომფენი შრის შეშუპებას და წარმოიქმნება ლორწო.

ამ მდგომარეობის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს:

  • გაციებამ ან სხვა ინფექციები
  • თივისმიერმა ცხელებამ ან სხვა ტიპის ალერგიულმა რინიტმა (allergic rhinitis)
  • არაალერგიულმა რინიტმა (non-allergic rhinitis)
  • ცხვირის პოლიპებმა

ქრონიკული კატარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექიმების აზრით ის არ არის გამოწვეული ალერგიით ან ინფექციით. მოიაზრება, რომ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხვირში ლორწოს მოძრაობის ანომალიასთან, ან ცხვირის და ყელის უკან ადგილების ლორწოზე გაზრდილ მგრძნობელობასთან.

კომენტარის დამატება