Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები (კრიპტორქიზმი)

ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლები (კრიპტორქიზმი)

271

სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში  ჩამოსვლის შეფერხება ბავშვებში ხშირი მდგომარეობაა. ამ დროს ბიჭებში სათესლე ჯირკვლები არ არის თავის ადგილას.

გამოკვლეულია, რომ ყოველი 25 ბიჭიდან ერთი ასეთი მდგომარეობით იბადება.

უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა არ არის საჭირო, რადგან სათესლე ჯირკვალი(ები) თავისით დაეშვებიან სათესლე პარკში პირველი 3-6 თვის განმავლობაში. თუმცა ბიჭების მცირე რაოდენობა საჭიროებს მკურნალობას, რათა მდგომარეობა გამოუსწორდეთ.

ამ მდგომარეობის სამედიცინო ტერმინებია უნილატერალური ან ბილატერალური კრიპტორქიზმი და აღწერს ერთი ან ორი სათესლე ჯირკვლის სათესლეში ჩამოუსვლელობას.

როდის მივმართოთ ექიმს

მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, როცა შენიშნავს, რომ სათესლე ჯირკვალი არ არის ჩამოსული სათესლე პარკში.

ეს მდგომარეობა არ არის მტკივნეული და არ უქმნის ჯანმრთელობას რაიმე სასწრაფო საფრთხეს, მაგრამ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა იყოს მის მეტვალყურეპბაში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მისი მკურნალობა.

რა იწვევს სათესლე პარკში სათესლეების ჩამოუსვლელობას?

ორსულობის დროს, სათესლეები ბავშვის მუცელში ფორმირდება, შემდეგ კი ბავშვის დაბადებამდე დაახლოებით 1-2 თვით ადრე ჩამოდის სათესლე პარკში.

ზუსტი მიზეზი, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ბიჭს ეს პრობლემა არ არის ცნობილი, და ასეთი ბიჭების უმეტესობა სხვა მხრივ სრულებით ჯანმრთელია.

ამ მდგომარეობის რისკებს შეიძლება ზრდიდეს ნაადრევად დაბადება (ორსულობის 37 კვირამდე დაბადება), დაბადებისას მცირე წონა და ოჯახური ისტორია.

დიაგნოზირება

ამ მდგომარეობისთვის, ჩვეულებრივ არაა დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, გარდა იმისა, რომ სათესლე პარკში სათესლეებს ვერ შეიგრძნობთ. ბავშვს ჩვეულებრივ, არ ექნება ტკივილი.

სათესლის არჩამოსვლა სათესლე პარკში, ხშირად ბავშვის დაბადების შემდეგ ჩატარებული ფიზიკური გამოკვლევების შედეგად ირკვევა. ამის შედეგად ჩვეულებრივ განისაზღვრება, სათესლეები:

  • პალპირებადია - სათესლე პარკის ზემოთ შეიგრძნობა თუ
  • არაპალპირებადია - ვერ შეიგრძნობა, რადგან საზარდულშია, ან მუცელში.

თუ ექიმი ხელით გასინჯვისას შეიგრძნობს სათესლე ჯირკვლების არსებობას, მაშნ აღარ იქნება საჭირო რაიმე დამატებითი გამოკვლევების ან სკანირებების ჩატარება. მაგრამ თუ სათესლეები არ შეიგრძნობა ხელით გასინჯვისას, მაშინ შეიძლება საჭირო გახდეს ლაპარასკოპიული დიაგნოზირება, რომ ნახონ სათესლე ჯირკვლების ადგილმდებარეობა.

როგორ მკურნალობენ სათესლეების ჩამოსვლის დარღვევას

უმეტეს შემთხვევაში, სათესლე ჯიკვლები ბუნებრივად ჩამოვა სათესლე პარკში ბავშვის სიცოცხლის პირველ 6 თვეში.

თუ ამ დროის შემდეგაც სათესლეები არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, რეკომენდებულია მკურნალობა, რადგან ბიჭებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მომავალში განაყოფიერების პრობლემები (fertility problems) და სათესლის კიბოს (testicular cancer ) განვითარების გაზრდილი რისკი  ჰქონდეთ.

როცა რეკომენდებულია მკურნალობა, ეს ჩვეულებრივ მოიცავს ოპერაციას, რომელსაც ორქიდოპექსია ეწოდება. ამ შემთხვევაში ხდება სათესლეების სწორ პოზიციაში დაბრუნება, სათესლე პარკის შიგნით. ეს ოპერაცია მარტივია და უმეტესად წარმატებულად სრულდება.

ბავშვს ოპერაცია ჩვეულებრივ უტარდება 1 წლამდე ასაკში. ადრეულ ასაკში მკურნალობის შემთხვევაში მცირდება უნაყიფობის პრობლემების და სათესლე ჯირკვლების კიბოს განვითარების რისკები.

გაიგეთ მეტი სათესლე პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობის მკურნალობის შესახებ.

მოძრავი სათესლე ჯირკვლები

ბიჭების უმეტესობაში, სათესლე ჯირკვლები მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ სხვადასხვა დროს და ძირითადად იცვლის მდებარეობას ტემპერატურული ზემოქმედებით, ან გრძნობების, როგორებიცაა შიში ან აღფრთოვანების შედეგად.

ეს სათესლის პარკში ჯირკვლის ჩამოუსვლელობისაგან განსხვავებული მდგომარეობაა და ცნობილია როგორც მოძრავი სათესლე ჯირკვლები.

მოძრავი სათესლეები პატარა ბიჭებში არ არის საგანგაშო, რადგან სათესლეები,  მომწიფების პერიოდის შემდეგ ხშირად სათესლე პარკში რჩებიან უკვე მუდმივად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი ამას შეიძლება დასჭირდეს მეთვალყურეობა, რადგან ზოგჯერ ისინი არ ჩამოდიან სათესლე პარკში და საჭიროებენ მკურნალობას.

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის სათესლე არ არის სათესლე პარკში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თქვენი ექიმი ჩაატარებს შემოწმებას, რათა განსაზღვროს, ბავშვის სათესლე არ ჩამოდის სათესლე პარკში თუ მოძრაობის უნარიანია.

კომენტარის დამატება