Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ცხელების გამონაყარი (ნასიცხი გამონაყარი)

ცხელების გამონაყარი (ნასიცხი გამონაყარი)

296

მჩხვლეტავი ცხელება, ასევე ცნობილია როგორც მილარია რუბრა, არის პატარა, ამოწეული წითელი ლაქები, რომელსაც თან ახლავს ქავილი და იწვევს კანზე წვის შეგრძნებას.

მჩხვლეტავი ცხელება შესაძლოა განვითარდესსხეულის ნებისმიერ ნაწილში, მაგრამ ყველაზე ხშირია სახეზე, ყელზე, ზურგზე, მკერდზე და თეძოებზე და ჩნდება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

გამონაყარი შედგება პატარა წერტილების ან  ამოზნექილი ლაქებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია წითელი კანით. ლაქები ზოგჯერ გამოიყურება, როგორც პატარა ბებერა (blisters)და შესაძლოა გამოიწვიოს:

  • მცირედი შესიება
  • ქავილი
  • ინტენსიური წვის შეგრძნება.

რა იწვევს მჩხვლეტავ ცხელებას?

მჩხვლეტავი ცხელება, როგორც წესი, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ზედმეტად ბევრს ოფლიანობს, მაგალითად ცხელი ან ტენიანი ამინდების დროს, თუმცა შესაძლებელია მჩხვლეტავი ცხელება ზამთარშიც დაგემართოთ.

ეს დაავადება გამოწვულია საოფლე ჯირკვლების დაბლოკვით. ჭარბოფლიანობისას  (Excessive sweating) შესაძლოა ოფლის გაჭედვა მოხდეს კანქვეშ. ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და დამახასიათებელ ცხელების გამონაყარს.

მჩხვლეტავი ცხელება უფრო მძიმედ ვითარდება იმ ადგილებში, რომლებიც დაფარულია ტანსაცმლით, იმითომ, რომ ტანისამოსი იწვევს ოფლიანობას და ზოგჯერ კანზე ხახუნს.

ვის ემართება მჩხვლეტავი ცხელება

მართალია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჩხვლეტავი ხველება დაემართოს, თუმცა უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ისინი, ვინც ცხოვრობენ ცხელი კლიმატის პირობებში.

ასევე რისკ ფაქტორებია:

  • ავადმყოფობა და უმოძრაობა - დიდი ხნის განმავლობაში ლოგინში წოლისას უფრო მეტად ოფლიანობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილ თეთრეულში წევხართ
  • ძალიან ბევრი ტანისამოსის ჩაცმა, განსაკუთრებით ზამთარში
  • გამათბობელთან ან ბუხართან ძალიან ახლოს ჯდომა
  • ჭარბწონიანობა (obese) - რაც იწვევს ჭარბოფლიანობას.

ახალშობილები და ბავშვები მჩხვლეტავი ცხელების განვითარების რისკ ჯგუფში შედიან, რადგან მათი საოფლე ჯირკვლები არაა ბოლომდე განვითარებული.

მჩხვლეტავი ცხელების მკურნალობა

მჩხვლეტავი ცხელება არაა სერიოზული მდგომარეობა და იშვიათად მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას. გამონაყარი  ძირითადად რამდენიმე დღეში თავისით ქრება.

თუმცა შემდეგი მოქმედებებით შეგიძლიათ სიმპტომების გაუმჯობესება:

  • თავიდან აირიდეთ ზედმეტი სითბო და ტენიანობა - თუ გარეთ გახვალთ, უმეტესი დრო გაატარეთ ჩრდილში ან თან იქონიეთ სანიავებელი. დამატებითი სითბო გამოიწვევს მეტ ოფლიანობას და გააუარესებს გამონაყარს. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ თავიდან აირიდოთ დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში
  • ჩაიცვით თავისუფლად მომდგარი  ბამბის სამოსი - მოერიდეთ სინთეთიკური სამოსის ჩაცმას, როგორიცაა პოლიესტერი და ნეილონი, რომელიც უფრო ადვილად იკავებს სითბოს ვიდრე ბუნებრივი ბოჭკოები
  • შეინარჩუნეთ კანი გრილად - ცხივი აბაზანა ან შხაპი გაგაგრილებთ  და თავიდან აგაცილებთ ოფლიანობას. იყავით კონდინციონერიან ოთახში დღეში რამოდენიმე საათი, ეს ასევე გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცივი კომპრესები, თუმცა არ გაიჩეროთ კანზე ოც წუთზე დიდხანს.
  • გამოიყენეთ კალამინის ლოსიონი - იყიდება უმეტეს აფთიაქებში და დაგეხმარებათ გაღიზიანებული კანის დამშვიდებაში
  • სცადეთ ჰიდროკორტიზონის კრემი  - დაბალი სიძლიერის ჰიდროკორტიზონის კრემი იყიდება აფთიაქებში და გამოიყენება ქავილიანი და გაღიზიანებული კანის სამკურნალოდ. თუმცა არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე და ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ მისი მოხმარების ინსტრუქცია
  • ანტიჰისტამინურები (Antihistamine tablets) დაგეხმარებათ ქავილის კონტროლში - მაგრამ მიღებამდე აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, რადგან შესაძლოა ეს წამლები არ იყოს თქვენთვის შესაფერისი.

წაიკითხეთ მეტი staying safe in the sun.

ბავშვები და გამონაყარი

თუ ბავშვს გაუჩნდა გამონაყარი და თავს გრძნობს ცუდად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ნასიცხი გამონაყარი ხშირია ბავშვებში და არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებას, თუმცა თუ ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული უმჯობესია ექიმმა დაადასტუროს მდგომარეობის უსაფრთხოება და დაუნიშნოს სესაბამისი მკურნალობა.

კომენტარის დამატება