Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ცისტოსკოპია

ცისტოსკოპია

211

ცისტოსკოპია სამედიცინო პროცედურაა, რის დროსაც სპეციალური აპარატით - ცისტოსკოპით შარდის ბუშტს შიგნიდან ათვალიერებენ.

ცისტოსკოპი თხელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილია, რომელსაც ერთ ბოლოში ნათურა და კამერა აქვს დამაგრებული. ეს მოწყობილობა შარდსადენის (სხეულიდან შარდი ამ სადინარით გამოდის გარეთ) საშუალებით შეყავთ შარდის ბუშტში და უროლოგი კამერის საშუალებით სურათებს ეკრანზე ხედავს.

არსებობს ორი სახის ცისტოსკოპი:

  • დრეკადი ცისტოსტკოპი - თხელი, დრეკადი მილი, რომლის ერთადერთი დანიშნულება შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერებაა
  • მყარი ცისტოსკოპი - თხელი, სწორი მეტალის მილი, რომელშიც შარდის ბუშტის ქსოვილის ასაღებად საჭირო ინსტუმენტებს აძვრენენ.

ცისტოსკოპიების უმეტესობა ამბულატორიულად ტარდება და იმავე დღესვე შეგიძლიათ სახლში წასვლა.

რისთვის იყენებენ ცისტოსკოპიას?

ცისტოსტკოპია შარდის ბუშტის და საშარდე სისტემის მდგომარეობის გამოსაკვლევად და სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება. მაგალითად, მისი გამოყენება შეიძლება:

  • შარდის ბუშტის მდგომარეობის შესამოწმებლად
  • შარდის ბუშტიდან ქსოვილის ნიმუშის ასაღებად, ბიოფსიისთვის, იმ პაციენტებში ვისზეც კიბოს ეჭვი აქვთ
  • ზოგიერთი შარდის ბუშტის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდის ბუშტიდან კენჭების (bladder stones) მოშორება.

მტკივნეულია თუ არა ცისტოსტკოპია

დრეკადი ცისტოსკოპის გამოყენებისას არანაირი სერიოზული ტკივილი არ უნდა იგრძნოთ, რადგან შარდსადენს ადგილობრივად აყუჩებენ გელით ან სფრეით. მყარი ცისტოსკოპის გამოყენების შემთხვევაში პროცედურა ზოგადი ანესთეზიით ტარდება, ან სპინალურ ანესთეზიას (epidural) იყენებენ, რის დროსაც წელს ქვევით მგრძნობელობას კარგავთ.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის პროცედურა არაკომფორტულია და შესაძლოა მსუბუქი გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეს, როგორიცაა გულის რევის შეგრძნება და კუნთების ტკივილი.

პროცედურის შემდეგ რამდენიმე დღე, შესაძლოა მოშარდვისას წვის შეგრძნება გქონდეთ და შარდში სისხლი შენიშნოთ. ეს ნორმალურია და არ არის სანერვიულო, თუ ძალიან მძიმე მდგომარეობაა არაა და რამდენიმე დღეზე დიდხანს არ გაგრძელდება.

რისკები

ცისტოსკოპიის შემდგომი გართულებები იშვიათია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ხანგრძლივი სისხლდენების და მოშარდვის პრობლემები აქვს.

საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკი ძალიან დაბალია.  მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ინფექციის სიმპტომები გაგივითარდებათ, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38ºC-ზე მეტი.

კომენტარის დამატება