Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ციკლოთიმია

ციკლოთიმია

184

ციკლოთიმია, იგივე ციკლოთიმიური დარღვევა, ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი ფორმაა (მანიაკალური დეპრესია).

ციკლოთიმიის მქონე პაციენტს ახასიათებს ხასიათის ცვლილება მსუბუქი დეპრესიიდან მაღალ ემოციურობამდე.

უმრავლესობა პაციენტებში სიმპტომები იმდენად მსუბუქია, რომ არ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას ფსიქიკური გამოჯანმრთელობისათვის. ამდენად ციკლოთიმიის დიაგნოზი ვერ ისმება და შესაბამისად მკურნალობა არ ტარდება.

განწყობის მკვეთრმა ცვლილებებმა შესაძლოა ჩაშალოს თქვენი პირადი და სამსახურეობრივი ურთიერთობები, ამიტომ თუ გაქვთ ეჭვი ციკლოთიმიაზე, სამკურნალოდ მიმართეთ ექიმს. 

ციკლოთმია შესაძლოა გადაიზარდოს ბიპოლარულ აშლილობაში (bipolar disorder) დახშრად ამ კონდიციამდე პაციენტები არ მიმართავენ მკურნალობას.

როგორ მივხვდე რომ ციკლოთიმია მაქვს?

ციკლოთმიის შემთვევაში, გექნებათ ცუდი განწყობის პერიოდები, რომელსაც მოჰყვება ეიფორია და შფოთვა, რომლის დროსაც არ გჭირდებათ ბევრი ძილი (აგზნების ამ პერიოდებს ეწოდება ‘ჰიპომანია’).

ცუდი განწყობის პერიოდები არც იმდენად ხანგრძლივია და მძიმე, რომ დაისვას კლინიკური დეპრესიის (clinical depression) დიაგნოზი, მაგრამ გავლენას ახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

განწყობის ცვლილება საკმაოდ ხშირია და ხანგძლივი - არ გექნებათ ორი უსიმპტომო თვე მიყოლებით.

ციკლოთმიის დიაგნოზის დასმისთვის ხასიათის ცვალებადობა უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ ორი წელი (ბავშვებსა და მოზარდებში 1 წელი).

გამომწვევი მიზეზები

ციკლოთიმიის გამომწვევები ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ უნდა არსებობდეს გენეტიკური კავშირი. გვხვდება ციკლოთიმიის, კლინიკური დეპრესიისა (clinical depression) და ბიპოლარული აშლილობის (bipolar disorder ) ოჯახური შემთხვევები.

ციკლოთმია იწყება ადრეულ ასაკში და თანაბრად გვხვდება ქალებსა და კაცებში.

მკურნალობა

არც ერთი მედიკამენტი არ დამტკიცებულა სპეციალურად ციკლოთიმიის სამკურნალოდ, თუმცა ეფექტურად გამოიყენება განწყობის მასტაბილირებელი პრეპარატები და/ან ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპიასთან (psychotherapy) ერთად.

განწყობის სტაბილიზატორებია:

  • ლითიუმი (lithium), რომელიც ფართოდ გამოიენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ
  • კრუნჩხვების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა კარბამაზეპინი (carbamazepine) ან ოქსკარბაზეპინი (oxcarbazepine). 

ბოლო დროს, ზოგიერთი ანტი-ფსიქოტროპული წამლებიც, როგორიცაა ქვეტიაპინი (quetiapine) გამოიყენება განწყოვის დასასტაბილურებლად.

თუმცა, ციკლოთიმიით დაავადებული ყველა ადამიანი არ ექვემდებარება ამ პრეპარატებით მკურნალობას.

ფსიქოთერაპიის კურსი, როგორიცაა ქცევით-შემეცნებით თერაპია (CBT) (cognitive behavioural therapy (CBT)), მკურნალობაში ეფექტურია. CBT  გულისხმობს სპეციალიზებულ თერაპევტთან საუბარს, რომელიც გეხმარებათ პრობლემების მართვაში, თქვენი ქცევისა და ფიქრების შეცვლით. ეს არ აქრობს პრობლემებს, მაგრამ გეხმარებათ მათ მართვაში უფრო პოზიტიური გზით. 

ასევე ეფექტურია მხარდაჭერის ჯგუფში გაწევრიანება, სადაც შეგეძლებათ სხვებთან საერთო გამოცდილების და პრობლემების გაზიარება.

პროგნოზი

ციკლოთიმიით დაავადებულთა ნახევარზე ნაკლებს უვითარდება ბიპოლარული აშლილობა (bipolar disorder), რა დროსაც მათი ხასიათს ცვლილება უფრო რთულდება.

ზოგ შემთხვევაში ციკლოთიმია ხანგრძლივდება და მისი მართვა საჭირო ხდება მთელი ცხოვერების მანძლზე, ზოგჯერ კი დროთა განმავლობაში ქრება.

კომენტარის დამატება