Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ციანოზი

ციანოზი

205

ტუჩებისა და კანის სილურჯის მიზეზი, ძირითადად სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა ან ცუდი სისხლმომარაგებაა. თუმცა ის შეიძლება სერიოზული პრობლემის ნიშანიც იყოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევის მიღება.

სისხლი მასში ჟანგბადის დეფიციტის დროს ღია წითლის ნაცვლად მუქ შეფერილობას იღებს და კანისა და ტუჩების გალურჯების მიზეზიც სწორედ ეს ხდება.

მოლურჯო შეფერილობის სამედიცინო სახელწოდება ციანოზია.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

თუ შეამჩნევთ, რომ ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს განუვითარდა ციანოზი, ანუ მოლურჯო შეფერილობა და განსაკუთრებით კი მაშინ თუ აქვთ სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი მედიცინის ცენტრს, რადგან ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში პრობლემის ნიშნანი.

თუ ციანოზი თანდათანობით, ნელი ტემპით ვითარდება, ან თუ განვითარდა მხოლოდ თითებზე, ხელებზე ან ფეხებზე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ეს ძირითადად სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული ნაკლებად სერიოზული პრობლემის შედეგია, მაგრამ მაინც აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ.

ციანოზის გავრცელებული მიზეზები

ციანოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს თვითდიაგნოსტიკისთვის - დიაგნოზი აუცილებლად ექიმმა უნდა დასვას!

ხელების, ფეხებისადაკიდურების ციანოზი

თუ ციანოზი გამოვლენილია მხოლოდ ხელის ან ფეხის თითებზე ან კიდურებზე და თან ახლავს სიცივის შეგრძნება, ეს ცნობილია, როგორც ,,პერიფერიულიციანოზი.’’ ამის მიზეზი, როგორცწესი, სისხლის მიმოქცევის დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია:

  • რეინოს ფენომენით - როდესაც სიცივის ზემოქმედების შედეგად სისხლის მიმოქცევა დროებით მცირდება სხეულის კონკრეტულ ადგილებში, ძირითადად კი ხელისა და ფეხის თითებში
  • პერიფერიული არტერიული დაავადება - როდესაც არტერიებში დალექილი ცხომოვანი გროვები ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას ფეხებში
  • ბეტა-ბლოკერები - წამლების სახეობა, რომლებიც ძირითადად გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ
  • სისხლის კოლტი - რომელიც ბლოკავს სისხლის მიწოდებას რომელიმე კიდურში.

ციანოზი რომელიც ვლინდება ზოგადად კანზე და/ან ტუჩებზე

როდესაც ლურჯი შეფერილობა ვლინდება მთლიანად კანზე და/ანტუჩებზე, ესცნობილია, როგორც ცენტრალური ციანოზი და ჩვეულებრივ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის მაჩვენებელია. ცენტრალური ციანოზის გავრცელებული მიზეზები ჩამოთვლილია ქვემოთ.

ფილტვების პრობლემები:

  • ფილტვის ქრონიკული პრობლემის გაუარესება, როგორებიცაა ასთმა, ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • ფილტვის ინფექციები, როგორებიცაა პნევმონია, ბრონქიოლიტი ან ყივანახველა
  • ბრონქიექსტაზი - როდესაც ფილტვებში საჰაერო გზები ანომალიურად ფართოვდება
  • პულმონარული ემბოლია (pulmonary embolism) - ფილტვის არტერიებში სისხლის კოლტის გაჭედვა
  • ნეონატალური რესპირატორული დისტრეს სინდრომი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი - როდესაც ფილტვი ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის მიწოდებას სხეულისთვის
  • წყალში ხრჩობა ან თითქმის დახრჩობა.

ზედა სასუნთქი გზების პრობლემები:

  • გაგუდვა - გაიგეთ მეტი, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ როდესაც ვინმე იგუდება და რა უნდა მოიმოქმედოთ, როდესაც ბავშვი იგუდება
  • კრუპი, ბავშვების მდგომარეობა, რაც ხშირად გამოწვეულია ვირუსით, რომელიც მოქმედებს საჰაერო გზებზე და იწვევს მყეფარე ხველას
  • ეპიგლოტიტი (epiglottitis), როგორცწესი, ინფექციით გამოწვეული ანთება ან შეშუპება ყელის უკანა კედელზე
  • ანაფილაქსია - მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება დაახშოს საჰაერო გზები.

გულთან დაკავშირებული პრობლემები:

  • გულისუკმარისობა (heart failure) - როდესაც გული ვერ ტუმბავს სისხლის საკმარისრაოდენობას ორგანიზმში
  • გულის თანდაყოლილი დაავადება - გულის დეფექტი, რომელიც დაბადებისას უკვე არსებობს (congenital heart disease) და რომელსაც შეუძლია იმოქმედოს სისხლის მიმოქცევაზე
  • გულის გაჩერება - გული წყვეტს ფუნქციონირებას.

სხვა პრობლემები:

  • ცივი ჰაერის ან წყლის ზემოქმედება
  • მაღალ სიმაღლეზე ყოფნა
  • კრუნჩხვები, რომელიც დიდი ხნით გრძელდება
  • სისხლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა პათოლოგიური ჰემოგლობინი (რაც ნიშნავს, რომ სისხლი ვერ ჯერდება საკმარისი ჟანგბადით) და პოლიციტემია polycythaemia (ერითროციტების მაღალი კონცენტრაცია).

კომენტარის დამატება