Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ცერებროვასკულარული დაავადებები

ცერებროვასკულარული დაავადებები

338

ცერებროვასკულური დაავადებები მდგომარეობებია, რომლებიც თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების პრობლემების შედეგად ვითარდება.

ცერებროვასკულური დაავადების ტიპები

ცერებროვასკულური დაავადების მრავალი ტიპი არსებობს. ოთხი ყველაზე გავრცელებული ფორმაა:

  • ინსულტი - სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც თავის ტვინის ერთი ნაწილი ზიანდება სისხლის მიწოდების ნაკლებობის, ან შეწყვეტის, ან სისხლძარღვის გასწკდომის შედეგად გამოწვეული სისხლდენის გამო
  • გარდამავალი იშემიური შეტევა - თავის ტვინის ერთი ნაწილის სისხლმომარაგების დროებითი შეფერხება, რომელიც იწვევს ინსულტის მსგავს ხანმოკლე სიმპტომებს
  • სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა (subarachnoid haemorrhage) - ინსულტის ფორმა, როდესაც თავის ტვინის სისხლძარღვებიდან ხდება სისხლის გამოჟონვა ტვინის ზედაპირზე
  • სისხლძარღვოვანი დემენცია (vascular dementia) - გონებრივი შესაძლებლობების მუდმივი გაუარესება, რომელიც გამოწვეულია ინსულტით, ან ტვინში სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან.

მოცემული ტიპები უფრო დეტალურად ქვემოთაა განხილული.

ინსულტი

სათანადოდ ფუნქციონირებისთვის თავის ტვინს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სჭირდება, რომელიც მას სისხლის მეშვეობით მიეწოდება. ამიტომ, სისხლმომარაგების შეზღუდვის ან შეჩერების შემთხვევაში, თავის ტვინის უჯრედები კვდომას იწყებენ, რამაც შეიძლება ტვინის დაზიანება და შესაძლო სიკვდილი გამოიწვიოს.

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების დახშობის ან დარღვევის დროს ვითარდება, მაგალითად, სისხლის თრომბის მეშვეობით, როდესაც სისხლი სქელდება და კოლტი წარმოქმნება. ეს ინსულტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

სისხლის ნაკლებობა იწვევს ტვინის ნაწილის კვდომას, რასაც ცერებრალური (თავის ტვინის) დარღვევა ეწოდება. ინსულტების დაახლოებით 10% გამოწვეულია ტვინში არტერიული სისხლჩაქეცებით, რაც პირდაპირ აზიანებს ტვინის ქსოვილს და შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლის მიწოდების დარღვევაც. ეს ცნობილია, როგორც ჰემორაგიული (სისხლჩაქცევით გამოწვეული) ინსულტი, ან ცერებრალური (ტვინის) ჰერმორაგია (სისხლჩაქცევა).

ინსულტის მთავარი სიმპტომების ადვილად დასამახსოვრებლად ლათინურად შექმნილის აქრონიმი FAST, რაც აღნიშნავს: Face-Arms-Speech-Time - სახე-მკლავები-მეტყველება-დროს. ანუ, ინსულტის მთავარი სიმპტომები მოიცავს ოთხ ძირითად მახასიათებელს, ესენია:

  • სახე - შეიძლება პაციენტის სახის ცალი მხარე ქვემოთ იყოს დაწეული, მათ შეიძლება არ შეეძლოთ ღიმილი, ან შეიძლება მათი პირი (ტუჩები), ან თვალი დაწეული იყოს ქვემოთ
  • მკლავები - სისუსტის ან მგრძნობელობის დაკარგვის გამო, მათ შეიძლება არ შეეძლოთ ერთი, ან ორივე მკლავის ზემოთ აწევა და აწეულ მდგომარეობაში გაჩერება
  • მეტყველება  - საუბრის დროს შეიძლება ყლაპავდნენ ბგერებს და უჭირდეთ შესაფერისი სიტყვების მოძებნა, ან მათთვის ნათქვამის გააზრება
  • დრო - ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში დაუყოვნებლიც დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ინსულტის სხვა გავრცელებული სიმტომები მოიცავს:

  • უეცარ დაბნეულობას
  • წონასწორობის უეცარ დაკარგვას, ან სიარულის შეუძლებლობას
  • ცალ თვალში მხედველობის ან მხედველობის ერთი არეალის უეცარ დაკარგვას.

ინსულტი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. რაც უფრო სწრაფად დაიწყება მკურნალობა ჰოსპიტალში, მით ნაკლებად დაზიანდება ტვინი. ამ დროს წუთებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ არ დააყოვნოთ და სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე.

გარდამავალი იშემიური შეტევა

გარდამავალი იშეიმური შეტევა, ანუ „მინი ინსულტი“ თავის ტვინის ნაწილში სისხლმომარაგების დროებითი შეწყვეტითაა გამოწვეული და იწვევს ტვინის ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით მომარაგების შეზღუდვას, რის შედეგადაც ტვინი აჩერებს მუშაობას, სანამ ისევ არ აღდგება მათი მიწოდება.

აღნიშნული მდგომარეობა ინსულტის მსგავს სიმპტომებს იწვევს, მაგრამ გრძელდება უფრო ხანმოკლე დროის განმავლობაში. ის ვლინდება რამდენიმე წუთიდან ერთ საათამდე, თუმცა ნებისმიერი იშემიური შეტევა, რომელიც 24 საათზე ნაკლებს გრძელდება კლასიფიცირდება, როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა.

გარდამავალი იშემიური შეტევა ყოველთვის სერიოზულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ისსაწყისი გამაფრთხილებელი ნიშნანია, მომავალი ინსულტის განვითარების, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, განსაკუთრებით, კი მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში.

თუ თქვენ, ან ნებისმიერ ადამიანს ვისაც იცნობთ ჰქონდა გარდამავალი იშემიური შეტევის ნიშნები, აუცილებლად სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის.

გაიგეთ მეტი გარდამავალი იშემიური შეტევების შესახებ.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ინსულტის გამომწვევი ნაკლებად გავრცელებული მიზეზია, რომელიც თავის ტვინში არსებული სისხლძარღვებიდან ტვინის ზედაპირზე სისხლის გამოჟონვის დროს ვითარდება.

სისხლდენა ტვინის მემბრანის ქვეშ გამავალი არტერიებიდან აღინიშნება, ამ გარსს არაქნოიდი ეწოდება და ზუსტად თავის ქალას შიდა ზედაპირის ქვეშ მდებარეობს.

სისხლჩაქცევამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი და ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, ხშირად კისტვის გაშეშებასთან ერთად. ამ დროს ინსულტის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუმცა სისხლდენით გამოწვეული გართულებების შედეგად, შესაძლებელია მათი მოგვაინებით გამოჩენა.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც, სეროზული გართულებების - თავის ტვინის დაზიანებისა და სიკვდილის პრევენციის მიზნით, დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების სამი მეოთხედი ანევრიზმის გასკდომის შედეგად ვითარდება. ანევრიზმა სისხლძარღვის გამობერილობაა, რომელიც სისხლძარღვის კედლის დასუსტებითაა გამოწვეული.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის სხვა მიზეზებია თავის ტვინის ძლიერი დაზიანება, ან ტვინის დეფექტის იშვიათი ტიპი, რომელსაც არტერიოვენური მალფორმაციები ეწოდება და რომელიც რომელიც გავლენას ახდენს სისხლძარღვების ნორალური ჩამოყალიბების პროვცესზე.

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. subarachnoid haemorrhage.

სისხლძარღვოვანი (ვასკულარული) დემენცია

სისხლძარღვოვანი (ვასკულური) დემენცია, დემენციის გავრცელებული ფორმაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 138,000 ადამიანზე მეტს აღენიშნება.

ტერმინი „დემენცია“მენტალური (გონებრივი) უნარის მუდმივ მოშლას ნიშნავს, რაც ტვინში სისხლჩაქცევის, ან სისხლის მომარაგების შედეგად გამოწვეულ ტვინის უჯრედების პროგრესულ კვდომასთანაა დაკავშირებული.

სისხლძარღვოვანი დემენცია შეიძლება მოხდეს ერთი ან მრავლობითი ინსულტის შედეგად, ან სხვა სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.

სისხლძარღვოვანი დემენციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. vascular dementia.

ბავშვები

ცერებროვასკულური დაავადებები ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვებში ნაკლებადაა გავრცელებული. თუმცა, ინსულტის განვითარება, ზოგჯერ, ბავშვებშიც აღინიშნება.

დიდი ბრიტანეთის ინსულტის ასოციაციამ დაადგინა, რომ გაერთიანებულ სამეფოში, ყოველწლიურად, ყოველი 100 000 ბავშვიდან ხუთს ემართება ინსულტი.

ბავშვებს შეიძება დაემართოთ იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტები, ისევე, როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა, თუმცა ბავშვებში ძირითადი გამომწვევი მიზეზი სხვაა.

ბავშვებში, ინსულტი ხშირად გამოწვეულია, უკვე არსებული მდგომრეობებით, როგორებიცაა გულის თანდაყოლილი დაავადება, ან ნამგლისებრ-უჯრედოვანი დაავადება. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინფექციებმა, ან ძლიერ ენერგიული აქტიურობის შედეგად კისრის არტერიების დაზიანებამ.

ინსულტის კლასიკური გამაფრთხილებელი ნიშნები ბავშვებში და მოზრდილებში ერთი და იგივეა.

თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ინსულტის ნიშნები დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ყველაზე დიდი მკვლელი მსოფლიოში

მსოფლიოში კარდიოვასკურლაურლი დაავადებები (რომელიც მოიცავს ცერებროვასკულარულ დაავადებებსაც), ნებისმიერ სხვა დაავადებასთან შედარებით, სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

დიდ ბრიტანეთში, სიკვდილის საერთო რაოდენობის მესამედი გამოწვეულია კარდიოვასკულარული დაავადებებით. საერთო ჯამში, გულის კორონალური დაავადება დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სიკვდილიანობის პირველი მიზეზია, რასაც მოსდევს კიბო და შემდეგ ინსულტი.

კომენტარის დამატება