Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს (მენსტრუაცია: მძიმე მენსტრუაციული ციკლი)

ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს (მენსტრუაცია: მძიმე მენსტრუაციული ციკლი)

194

მძიმე პერიოდები, რომელსაც ასევე ეწოდება მენორაგია, ხდება მაშინ  როდესაც მენსტრუაციის პერიოდში ქალი ძალიან დიდი რაოდენობით სისხლს კარგავს.

მენორაგიას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა).

დიდი რაოდენობით სისხლდენა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ძალიან სერიოზულ მიზეზთან გვაქვს საქმე, თუმცა ამან შესაძლოა ქალის ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოახდინოს გავლენა და ხელი შეუშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ დიდი რაოდენობით სისხლდენა მენსტრუაციის ან მენსტრუაციებს შორის პერიოდის დროს.

რა ითვლება მძიმე სისხლდენად?

ძნელია ზუსტად განსაზღვრო რა არის მძიმე სისხლდენა, რადგან მენსტრუალური ციკლის დროს ქალები განსხვავებული რაოდენობის სისხლს კარგავენ.

მენსტრუალური ციკლის დროს დაკარგული სისხლის საშუალო რაოდენობა  დაახლოებით 30-40მლ (მილილიტრია), 10 ქალიდან 9 ქალი კარგავს 80მლ-ზე ნაკლებს. ზოგადად მძიმე პერიოდი ითვლება მაშინ, როდესაც ციკლის დროს ქალი კარგავს 60მლ-ზე მეტს.თუმცა, იშვიათადაა საჭირო დანაკარგი სისხლის რაოდენობის გაზომვა. ქალების უმეტესობამ იცის რა რაოდენობის სისხლდენაა მათთვის ნორმა და შეუძლიათ გითხრან სისხლდენამ მოიმატა თუ შემცირდა.

ნიშნები იმისა, რომ სისხლის დანაკარგმა მოიმატა:

  • გრძნობთ რომ იყენებთ ძალიან დიდი რაოდენობის პაკეტებს ან ტამპონებს
  • ტანისამოსი ან თეთრეული ძალიან ისვრება სისხლით
  • გჭირდებათ საფენისა და ტამპონის ერთად გამოყენება.

რა იწვევს მძიმე პერიოდებს?

უმეტეს შემთხვევაში მძიმე პერიოდების გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, ზოგიერთი დაავადებები ან მკურნალობები დაკავშირებულია მენორაგიასთან.

მათ შორის:

  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი - ხშირი მდგომარეობა, რომელიც მოქმედებს საკვერცხეების მუშაობაზე და იწვევს არა-რეგულარულ პერიოდებს და პერიოდების დაბრუნების შემდეგ ისინი შეიძლება იყოს მძიმე
  • მენჯის ანთებითი დაავადება - ზედა გენიტალური ტრაქტში (რაც მოიცავს საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილებს ან საკვერცხეებს) განვითარებული ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ან მუცლის ტკივილი და სისხლდენა სქესობრივი ურთიერთობის დროს ან მენსტრუაციულ ციკლებს შორის
  • საშვილოსნოს ფიბროიდი (fibroids) - არა-სიმსივნური გამონაზარდების განვითარება საშვილოსნოში ან მის გარშემო, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ან მტკივნეული პერიოდები
  • ადენომიოზი - როდესაც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილი იჭრება საშვილოსნოს კედელში
  • ენდომეტრიოზი - როდესაც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილის ნაწილები გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, მაგალითად საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, შარდის ბუშტში ან საშოში (თუმცა ეს მდგომარეობა ნაკლებად იწვევს მტკივნეულ პერიოდებს)
  • ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი (ჰიპოთირეოზი) - როდესაც ფარისბრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს და იწვევს დაღლილობას, წონის მატებას და დეპრესიას
  • საშვილოსნოს ყელის ან ენდომეტრიუმის პოლიპები - საშვილოსნოს ამომფენ ქსოვილებში ან საშვილოსნოს ყელში განვითარებული არა-სიმსივნური გამონაზარდები
  • სისხლის შედედების პრობლემები, როგორიცაა ფონ-ვილბრანდის დაავადება
  • საშვილოსნოს კიბო (თუმცა ეს შედარებით იშვიათია).

მძმე პერიოდებს ასევე შეიძლება იწვევდეს სამედიცინო მკურნალობის მეთოდებიც, მაგალითად:

  • საშვილოსნოს შიდა მოწყობილობა კონტრაცეფციისთვის (intrauterine contraceptive devices (IUDs) )
  • ანტიკოაგულანტები (anticoagulant medication)
  • ქიმიოთერაპიისთვის გამოყენებული ზოგიერთი წამალი.

დოაგნოზირება

დიაგნოზის დასასმელად ექიმი გამოიკვლევს მენჯის ღრუს. ზოგჯერ შეიძლება რეკომენდირებული იყოს სისხლის ანალიზის აღებაც, რომ შემოწმდეს ხომ არ აქვს პაციენტს ანემია (რკინა დეფიციტური).

თუ მიზეზი კვლავ ვერ დადგინა შესაძლოა დაინიშნოს ულტრაბგერითი სკანირება.

წაიკითეთ მეტი მძიმე პერიოდების დიაგნოზირების შესახებ.

მძიმე პერიოდების მკურნალობა

ზოგიერთ შემთხვევაში მენორაგია მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი ვარიაცია და ხელი არ შეგიშალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ მკურნალობა საჭირო გახდა, ყველაზე ხშირად იწყებენ წამლებით მკურნალობას. თუმცა შესაფერისი წამლის პოვნას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან მათი ეფექტურობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია და ზოგიერთმა შეიძლება იმოქმედოს როგორც კონტრაცეპტივმა.

თუ წამლები ვერ გამოიღებს შედეგს შეიძლება საჭირო გახდესქირურგიული ჩარევა.

გაიგეთ მეტი მძიმე პერიოდების მკურნალობაზე.

კომენტარის დამატება