Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ძუძუსთავიდან გამონადენი

ძუძუსთავიდან გამონადენი

659

ძუძუს თავიდან სითხის გამოჟონვა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მდგომარეობით იყოს გამოწვეული, რომელთა უმრავლესობა უსაფრთხოა, ან ადვილად განკურნებადი.

ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი აღწერილია ქვემოთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გამონადენის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არ იცით, ან ამის გამო თავს უხერხულად გრძნობთ ან ნერვიულობთ, განსაკუთრებით თუ გამონადენი სისხლიანია ან მხოლოდ ერთი ძუძუდან აღინიშნება, ასევე თუ გამონადენი აქვს მამაკაცს.

ორსულობა

ქალებში ძუძუს თავიდან სითხის გამოჟონვის ყველაზე ხშირი შემთხვევა გამოწვეულია ორსულობით, ან ბავშვისთვის ძუძუს წოვებით, რადგან ამ დროს რძ გამოიყოფა ორივე ძუძუდან.

ორსულობის დროს ძუძუდან რძის გამოყოფა შეიძლება დაიწყოს ორსულობის მეორე ტრიმესტრშიც და ზოგიერთ ქალს რძის გამოყოფა უგრძელდება ბავშვისთვის რძის გადაჩვევიდან 2 წლის განმავლობაშიც.

თუ ფიქრობთ რომ ორსულად ხართ, ამის დასადასტურებლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ორსულობის ტესტი. ორსულობის შესახებ შეგიძლიათ იხ. სტატია-Am I pregnant?

სხვა გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ორსულობასთან არაა დაკავშირებული

თუ ორსულობა გამოირიცხა, ძუძუდან გამონადენის მიზეზი შეიძლება შემდეგ მიზეზებთაგან ერთ-ერთი იყოს:

  • სადინრის პაპილომა - ეს ძუძუს სადინარში განვითარებული უსაფრთხო გამონაზარდია , რომელიც ძირითადად იწვევს სისხლის შემცველ გამონადენს ერთი ძუძუდან
  • სადინრის ექტაზია - უსაფრთხო, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებაა, რომელმაც შესაძლოა ორივე ძუძუდან ნაღების მსგავსი ან უფერული გამონადენი გამოიწვიოს
  • ძუძუს ან ძუძუს თავის აბსცესი - ჩვეულებრივ ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ჩირქის მტკივნეული გროვაა, რომელიც ძუძუს ქსოვილში ან ძუძუს თავის გარშემო ვითარდება.

ეს პათოლოგიები უფრო დეტალურად ქვემოთაა განხილული. თუმცა, პროფესიონალური დიაგნოზისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ექიმთან ვიზიტი.

სადინრის პაპილომა

თუ გამონადენი ერთ-ერთი ძუძუდანაა და სისხლიანი, მისი გამომწვევი შესაძლოა სადინრის პაპილომა იყოს. პაპილომა უსაფრთხო, მეჭეჭისმაგვარი წარმონაქმნია, მისი ზომა დაახლოებით 1-2 სმ-ია და ერთ-ერთი ძუძუს სადინარში გვხვდება. ჩვეულებრივ, პაპილომა ძუძუს თავის უკან მდებარეობს და შესაძლოა სითხის ან სისხლის გამოჟონვა გამოიწვიოს.

ჩვეულებრივ, ადამიანს მხოლოდ ერთი პაპილომა აქვს ხოლმე, რაც მის მოშორებას აადვილებს.

მიუხედავად ამისა, გამონადენი ხშირად ნერვიულობის საბაბი ხდება, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ პაპილომა სიმსივნე არაა და არც გაავთვისებიანება ახასიათებს. თუმცა, მაინც აუცილებელია ექიმთან გამოკვლევაზე მისვლა, რათა ძუძუს კიბო/breast cancer გამოირიცხოს და ჩატარდეს საჭირო მკურნალობა.

სადინრის ექტაცია

თუ გამონადენი ყავისფერი, მწვანე ან ნაღებისებრია, შესაძლოა ეს სადინრის ექტაციით იყოს გამოწვეული.

ეს პათოლოგია მენოპაუზის ასაკს მიღწეული ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ძუძუს ასაკის მატებასთან ერთად, ძუძუს თავის უკან მდებარე სარძევე სადინრები მოკლდება და ფართოვდება, რამაც შესაძლოა გამონადენი გამოიწვიოს. ეს ნორმალური, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებაა, ასე რომ, ნერვიულობის საბაბი არ არსებობს.

ხანდახან ძუძუს თავის უკან შესაძლოა გამოზნექილობაც შეიგრძნოთ, რაც შეიძლება უბრალოდ ნაწიბუროვანი ქსოვილი ან ხანდახან ჩაბრუნებული ძუძუსთავი იყოს.

ეს მდგომარეობა უსაფრთხოა და მკურნალობის გარეშე თავისით გაივლის. ის ასევე არ ზრდის მომავალში ძუძუს კიბოს/breast cancer განვითარების რისკს, თუმცა აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

აბსცესი

თუ გამონადენი ჩირქს შეიცავს, მისი სავარაუდო გამომწვევი მიზეზი ძუძუს (breast abscess) ან ძუძუს თავის გარშემო არსებული აბსცესია (ჩირქგროვა). აბსცესი მტკივნეული ჩირქგროვაა, რომელიც ჩვეულებრივ კანქვეშ, ბაქტერიული ინფექციის შედეგად ვითარდება. მის გარშემო არსებული კანი წითელი, თბილი და შეშუპებულია.

ჩვეულებრივ, ძუძუს აბსცესი ხშირად დაკავშირებულია მასტიტთან - მდგომარეობა, რომელიც იწვევს მკერდის ტკივილს და შეშუპებას (ანთებას) და ძირითადად ვლინდება მეძუძურ დედებში.

თუ ექიმს მასტიტის გამო მიაკითხეთ, შესაძლოა დაგინიშნონ ანტიბიოტიკები. თუკი ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ, მკერდი ისევ მაგარი, წითელი და მტკივნეულია, შესაძლოა ექიმმა ძუძუს აბსცესის დიაგნოზის დასადასტურებლად სპეციალურ განყოფილებაში გაგაგზავნოთ. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ჩირქის გამოსადევნად, შესაძლოა საჭირო გახდეს მარტივი პროცედურის ჩატარება.

ნაკლებად გავრცელებული გამომწვევი მიზეზები

ძუძუდან გამონადენის ნაკლებად გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (contraceptive pill) – ძუძუდან გამონადენი აბების მიღების დაწყებისას დროებითი მოვლენაა (ზოგიერთ ქალს შესაძლოა მკერდის გაზრდილი მგრძნობელობადა მისი გადიდებაც განუვითარდეს)
  • ჰორმონების ცვლილება მომწიფების ასაკის (puberty) ან მენოპაუზის დროს
  • წარსულში ბავშვის ძუძუთი კვება - ზოგიერთ ქალს ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის მიუხედავად რძის წარმოება 2 წლამდე უგრძელდება
  • ძუძუს თავების სტიმულაცია, მაგალითად სქესობრივი აქტის დროს
  • მედიკამენტები, რომლებიც რძის წარმომქმნელი ჰორმონის - პროლაქტინის დონეს ზრდიან - მათ შორისაა ანტიდეპრესანტები/SSRI antidepressants და ტრანკვილიზატორები
  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის (non-cancerous brain tumour) ერთ-ერთი ფორმა - პროლაქტინომა, რომელიც პროლაქტინის დონეს ზრდის
  • ჰორმონალური პრობლემა, მაგალითად ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი ან კუშინგის დაავადება
  • სარძევე სადინრის დახშობა - გალაქტოცელე(Galactocele), ჩვეულებრივ მშობიარობასთანაა დაკავშირებული და შეიძლება გამოიწვიოს რძის მსგავსი ან კრემისებრი გამონადენი, ასევე უმტკივნეულო წარმონაქმნი ძუძუში
  • ძუძუს კიბოს/breast cancer ადრეული ფორმა - carcinoma in situ, რომელიც სარძევე სადინრებშია ლოკალიზებული და ჯერ არ გავრცელებულა (ეს ჩვეულებრივ, რუტინული მამოგრამის დროს ვლინდება).

არის თუ არა ეს ძუძუს კიბო?

შემთხვევათა დიდ უმრავლესოვაში, მკერდიდან გამონადენი არ არის მკერდის კიბოს ნიშანი. თუმცა, იშვიათად ეს შეიძლება კიბოთი იყოს გამოწვეული და ამიტომ არასოდეს შეიძლება მისი იგნორირება.

გამონადენი კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს, თუ:

  • გამონადენთან ერტად აღინიშნება მკერდში მასის წარმოქმნა, ან მკერდზე კანის ცვლილება
  • გამონადენი სისხლიანია და მხოლოდ ერთი მკერდიდან
  • გამონადენი მოდის მკერდზე ან ძუძუს თავზე დაწოლის გარეშე
  • 50 წელს გადაცილებულ ქალებში.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ შეიძება გქონდეთ მკერდის კიბო. მიუხედავად იმისა, რომ ამისი ალბათობა მცირეა, მაინც აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა.

კომენტარის დამატება