Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » წელის პუნქცია (ლემბარული პუნქცია)

წელის პუნქცია (ლემბარული პუნქცია)

182

ლუმბალური პუნცია არის სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც ნემსი შეჰყავთ ხერხემლის ქვედა ნაწილში, რომ გამოიკვლიონ სხვადასხვა მდგომარეობები, რომლებიც გავლენას ახდენს თავის ან ზურგის ტვინზე, ან ნერვული სისტემის სხვა ნაწილებზე. 

პროცედურის დროს, სითხის ნიმუშებს იღებენ ზურგის ტვინიდან, სითხე ცნბილია როგორც თავ-ზურგ-ტვინის სითხე და გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა შემთხვევებში, როგორიცაა:

  • მენინგიტი - თავის ტვინის ან ზურგის ტვინის გარსების ინფექცია
  • სუბარაქნოიდული ჰემორაგია - ინფარქტის ტიპი, რომელიც იწვევს სისხლდენას ტვინში
  • გილიან-ბარის სინდრომი - იშვიათი შემთხვევა, რომელიც იწვევს ანთებას ფეხებსა და ხელებში არსებულ ნერვებზე.

თუ გირჩიეს ლუმბალური პუნქციის გაკეთება, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობებიდან ერთ-ერთი გაქვთ.

ლუმბალური პუნქცია შესაძლებელია გამოვიყენოთ ზოგიერთი მდგომარეობის სამკურნალოდაც. მაგალითად,  ანტიბიოტიკების ინექციისთვის ან ქიმიოთერაპიისთვის.

როგორ კეთდება ლუმბალური პუნქცია?

ლუმბალური პუნქციის დროს, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, ნემსი შეყავთ ხერხემლის ქვედა ნაწილში, სპინალურ არხში, რომელიც შეიცავს ზურგის ტვინს და მისგან გამომავალ ნერვებს.

ზურგის ტვინის არხის წნევის გაზომვის შემდეგ, ხდება ცერბრო-სპინალური სითხის გამოღება. სითხის გამოღება ხდება წნევის შესამცირებლად, ან ლაბორატორიული ანალიზისთვის.

ძირითად შემთხვევებში ლუმბალური პუნქცია კეთდება, როცა პაციენტი წევს გვერდზე, მოხრილი ფეხებით და თავის ქვემოთ დახრილი, მაგრამ ზოგჯერ პროცედურას ატარებენ მჯდომარე პოზიციაშიც, როდესაც პაციენტი წინ არის გადახრილი.პროცედურასდაახლოებით 30-45 წუთისჭირდება.

უმეტეს შემთხვევაში ლაბორატორიული პასუხი დაახლოებით 48 საათში მოდის, მაგრამ შესაძლებელია პასუხს რამდენიმე კვირაც დასჭირდეს.

არის თუ არა რისკები?

ლუმბალური პუნქცია ძირითად შემთხვევაში უსაფრთხოა და სერიოზული გართულებების შანსი ძალიან დაბალია.

ზერიოზული გვერდითი ეფექტები უცნობია, თუმცა ბევრ პაციენტს აქვთ თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ცერებროსპინალური სითხის გამოდინებით ნემსით გაკეთებული ხვრელიდან. ეს გამოჟონვა ხდება შინაგანად და ამას პაციენტი ვერ შეამჩნევს.

თავის ტკივილი უარესდება ფეხზე მყოფ მდგომარეობაში და პაციენტს ტკივილი უმსუბუქდება დაწოლისას. დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ტკივილგამაყუჩებლები ასევე ხსნის ტკივილებს. დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო, რომ ხვრელი შეხორცდეს და სითხის დინება რომ შეწყდეს


ლუმბალური პუნქციის დროს პაციენტი უნდა დაწვეს გვერდზე, რომ ნემსი შეიყვანონ ხერხემლის ქვედა ნაწილში არსებულ ორ მალას შორის.

კომენტარის დამატება