ჭიპის თიაქარი
თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის.
ძირითადად ადამიანის კუნთები საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ დააკავოს ორგანოები და ნაწლავები თავის ადგილზე, მაგრამ თუ სადმე არის სუსტი ადგილი შეიძლება განვითარდეს თიაქარი.
რა არის ჭიპის თიაქარი?
ჭიპის თიაქარი ხშირია ჩვილ და პატარა ბავშვებში, განსაკუთრები ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.
ჭიპის თიაქრის დროს ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება ჭიპთან. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
უმეტეს შემთხვევაში, თიაქარი თავის ადგილზე ბრუნდება და კუნთიც ბოლომდე ხორცდება ბავშვის პირველ დაბადებისდღემდე.
ჭიპის თიაქარი მოზრდილებსაც შეიძლება დაემართოთ და მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, როგორც წესი უარესდება.
რა იწვევს ჭიპის თიაქარს
მუცლად ყოფნისას, ჭიპლარი ბავშვის მუცელში ღია ადგილას შედის. ეს ადგილი დაბადების შემდეგ იხურება, თუმცა შესაძლოა ზოგიერთ ადგილას კუნთები ბოლომდე არ შეხორცდნენ. ეს კი კუნთის გარკვეული არეს დასუსტებას გამოიწვევს. თუ ამ ადგილას ნაწლავი ან ნაწლავის ცხიმოვანი ქსოვილი ჩაიზრდება შედეგად ჭიპის თიაქარს მივიღებთ.
მოზრდილებში ჭიპის თიაქარის გავითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა ან სიმსუქნე (obese), გაჭინთვა ან მძიმე საგნების აწევა, მუდმივი/გაგრძელებული - ძლიერი ხველა ან ტყუპებზე ორსულობა (multiple pregnancy).
როდის არის საჭირო ქირურგიული ოპერაცია
საჭიროების შემთხვევაში ჭიპის თიაქარის მკურნალობა ოპერაციითაც შეიძლება, რომლის დროსაც ქირურგი ჩაზრდილ ქსოვილს თავის ადგილზე დააბრუნებს და გააძლიერებს მუცლის კედელს.
ბავშვებში ოპერაცია შეიძლება რეკომენდირებული იყოს, თუ თიაქარი დიდია ან არ გაქრა ოთხი-ხუთი წლის ასაკამდე. ასეთ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთებამდე, როგორც წესი, გირჩევენ, რომ თუ რაიმე გართულებას არ აქვს ადგილიმოიცადოთ ხუთ წლამდე. გართულებების განვითარდების რისკი ძალიან დაბალია.
თუმცა, ჭიპის თიაქარის დროს, ქირურგიული ოპერაცია რეკომენდირებულია ზრდასრული ადამიანების უმეტესობაში, რადგან თიაქარი ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავისით გაუმჯობესდეს და ამ დროს გართულებების რისკიც მაღალია.
ჭიპის თიაქარის შესაძლო გართულებებია:
- ობსტრუქცია - ამ დროს ნაწლავი მუცლის ღრუს გარეთ იხშობა, რაც იწვევს ტკივილს, გულის რევას და პირღებინებას
- ჩაჭედვა - ნაწლავის ნაწილი იჭედება და სისხლის ნაკადი უწყდება. ამ დროს სასწრაფო ოპერაციაა საჭირო ნაწლავის გამოსათავისუფლებლად და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.
მართალია ოპერაცია თიაქარს გამოსწორებს, მაგრამ შესაძლოა ის კვლავ დაემართოს ადამიანს.
ჭიპის თიაქარის გამოსწორება
ჭიპის თიაქარის გამოსასწორებელი პროცედურია ჩვეულებრივ 20-30 წუთს გრძელდება. ბავშვი ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იქნება და ვერანაირ ტკვილს ვერ იგრძნობს.
მუცლის ღრუს დასუსტებულ ადგილს სპეციალურ ნაკერს დაადებენ, მაგრამ თუ თიაქარი დიდია შესაძლოა სპეციალური მარყუჟი გახდეს საჭირო მის გასამაგრებლად.
პაციენტი სახლში დაბრუნებას ოპერაციის დღესვე შეძლებს, თუმცა შესაძლოა ნაოპერაციებ ადგილზე ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება ქონდეს.
ოპერაციიდან რამდენი კვირა ძლიერი ფიზიკური აქტივობა აკრძალულია და სასურველია, რომ სკოლასა თუ სამსახურში პირველი ორი კვირა არ იარონ. ადამიანების უმეტესობა ოპერაციის შემდეგ ერთ თვეში ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.
რა რისკები ახლავს ოპერაციას
ჭიპის თიაქარის გამოსასწორებელი ოპერაციის შემდეგი გართულებები იშვიათია, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს:
- ჭრილობის დაინფიცირება, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას საჭიროებს
- განმეორებითი თიაქარი
- ოპერაციის შემდეგ თავის ტკივილი, დაღლილობა და ფეხებში სისუსტის შეგრძნება.
ჭიპი ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა შესაძლებელია, რომ ოპერაციის შემდეგ შეიცვალოს
კომენტარის დამატება