Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჯუჯობა

ჯუჯობა

586

შეზღუდული ზრდის (ჯუჯა ადამიანი) მქონე ადამიანები დაბლები არიან. მისი გამომწვევი რამდენი მიზეზი არსებობს.

შეზღუდული ზრდის ორი ტიპი არსებობს:

  • პროპორციულად დაბალი სიმაღლის (პდს) მქონე ადამიანები - ზოგადად ზრდის ნაკლებობა, როდესაც ტანისა და კიდურბის ზომები პროპორციულია
  • არაპროპორციულად დაბალი სიმაღლის (ადს) მქონე ადამიანები - როდესაც კიდურები არის მოკლე, ან სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით არაპროპორციულია.

დაბალ სიმაღლესთან ერტად, შეზღუდული ზრდის მქონე ზოგიერთ ადამიანებს, გამოვლენილი აქვთ სხვა ფიზიკური პრობლემებიც, როგორიცაა მოგრეხილი ფეხები, ან უჩვეულოდ მოღუნული წელი.

თუმცა, ადამიანთა უმეტესობას არ აქვს სხვა სერიოზული პრობლემები. მათ ხშირად აქვთ შედარებით ნორალური ცხოვრება და ნორმალური სიცოცხლის ხანგძლივობა.

რა იწვევს შეზღუდულ ზრდას?

პროპორციულად დაბალი სიმაღლის (პდს) მქონე ადამიანების ტანის სიმაღლე კიდურების სიგრძეს შეესაბამება, თუმცა ასეთი ადამიანები ზოგადად დაბლები არიან.

პროპორციული სიდაბლის ყველაზე ხშირი მიზეზი გენეტიკაა - ასეთი ადამიანებს უმეტესწილად დაბალი მშობლები ჰყავთ. პდს, ზოგჯერ ზრდის ჰორმონის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს.

ზოგიერთი გენეტიკური სინდრომიც იწვევს პდს-ს. მაგალითად, ერნერის სინდრომი და პრადერ-ვილის სინდრომი.

არაპროპორციულად დაბალ სიმაღლეს (ადს) ძვლებისა და სახსრების ზრდის პრობლემა იწვევს. ზოგიერთი კიდური უფრო მოკლეა, ან ტანია მოკლე. ზოგადად, ამ დროს ადამიანებს ზრდის სერიოზული პრობლემები აქვთ.

ადს ძირითადად გამოწვეულია გენეტიკური მდგომარეობით, როგორიცაა აქონდროპლაზია (achondroplasia). ადს-ის მქონე ბევრს ბავშვს ნორმალური მშობლები ჰყავთ, მაგრამ მათი სიმაღლე სწორედ ცუდი გენითაა განპირობებული, რომელიც მათ შემთხვევით ერგოთ მემკიდრეობით.

თუ ბავშვს დაუსვამენ შეზღუდული ზრდის დიაგნოზს, მას ჩაუტარდება გამოკვლევები, რომ დადგინდეს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი.

მკურნალობა

მკურნალობა სიდაბლის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ინიშნება და ამ პროცესში ბევრი მედიცინის მუშაკი იქნება ჩართული.

ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს ზრდის ჰორმონის ინექციებით მკურნალობა, რომელიც შეზღუდული ზრდის მქონე ბავშვებს, შეიძლება დაეხმაროს შედარებით უფრო მეტად გაზრდაში.

თუ ფეხები განსაკუთრებით მოკლეა, ადს-ის მკურნალობისთვის, ზოგჯერ იყენებენ ფეხების გასაჭიმ პროცედურას, თუმცა ამ მეთოდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი

კომენტარის დამატება