Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ხალები

ხალები

406

ხალები პატარა ლაქებია კანზე, რომლებიც წარმოიქმნა მელანოციტების გროვისგან. მელანოციტები წარმოადგენენ უჯრედებს, რომლებიც წარმოქმნიან კანის ფერს (პირგმენტს).

ხალის მეცნიერული სახელი არის მელანოციტური ნევუსი.

ხალების უმრავლესობა ყავისფერი შეფერილობისაა, თუმცა ზოგიერთი შეიძლება იყოს უფრო მუქი ან კანის ფერიც. ისინი შესაძლოა იყოს ბრტყელი ან ამოწეული, გლუვი ან ხორკლიანი, ზოგიერთს ახასიათებს თმიანობა. ხალები შესაძლოა იყოს მრგვალი ან ოვალური გლუვი კიდეებით.

ხალების რაოდენობა და შესახედაობა დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს. ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში ისე ქრება, რომ ამას ვერც ვამჩნევთ. ზოგიერთი კი პასუხობს ჰორმონალურ ცვლილებებს. მაგალითად:

  • ორსულობისას - შესაძლოა გამუქდეს
  • თინეიჯერობისას - შესაძლოა რაოდენობამ მოიმატოს
  • ასაკში შესვლისას - შესაძლოა გაქრეს 40-50 წლის ასაკს გადაცილებისას.

ხალების ტიპები

არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის ხალი, თუმცა ყველაზე ხშირია:

  • კვანძოვანი  მელანოციტური ნევუსი – ისინი ჩვეულებრივ ყავისფერი, მრგვალი და ბრტყელია
  • დერმული მელანოციტური ნევუსი – ისინი ჩვეულებრივ ამოწეული, მკრთალი და ზოგჯერ თმიანია
  • შედგენილიმელანოციტური ნევუსი – ისინი ჩვეულებრივ ამოწეულია, ღია ყავისფერი შეფერილობისაა და ზოგჯერ თმიანი. 

უფრო იშვიათი ტიპის ხალებია:

  • რკალურინევუსი  – ხალები,რომლებიც გარშემორტყმულია თეთრი წრით, სადაც კანს დაკარგული აქვს ფერი
  • დისპლაზიური ან ატიპიური ნევუსი (ასევე ცნობილია, როგორც კლარკის ნევუსი) – უცნაური შესახედაობისაა და უფრო დიდია ვიდრე სხვა ხალები  და შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერისა და ფორმის
  • ლურჯი ნევუსი– მუქი ლურჯი ხალები.

როდის ვითარდება ხალები?

ზოგიერთი ხალი დაბადებისას გვაქვს, თუმცა უმეტესობა ვითარდება ცხოვრების პირველი 30 წლის განმავლობაში. ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს, უფრო მეტი ხალები აქვთ, მუქი ფერი კანიან ადამიანებთან შედარებით და ხალების გაჩენის ალბათობა დამოკიდებულია ასევე გენეტიკაზეც, ანუ თუ მშობლებს აქვთ დიდი რაპდენობის ხალები, შვილებსაც დიდი ალბათობით, ასევე ექნებათ ხალების დიდი რაოდენობა. ხალების რაოდენობა ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზეც, მაგალითად თუ დიდ დროს ატარებთ მზეზე პატარა ხალების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

უსაფთხო ხალები

ხალების უმეტესობა უსაფრთხოა,თუმცა შესაძლოა არასასიამოვნო შესახედაობის იყოს და გავლენა მოახდინოს ადამიანის თავდაჯერებულობაზე. ხალები შესაძლოა იყოს მომაბეზრებელიც, მაგალითად თუ მუდმივად იჭედება ტანსაცმელში, ან იჭრით პარსვისას. ასეთი ხალების მკურნალობა ქირურგიულად შეიძლება.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ სად შეიძლება ჩაიტაროთ ეს მკურნალობა.

კანის შემოწმება

ხალებზე კანის შემოწმება აუცილებელია ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ, რომ ნახოთ ხომ არ გაჩნდა ახალი ხალი, ან ხომ არ შეიცვალა ფერი, ფორმა ან შესახედაობა უკვე არსებულმა. ეს შემოწმება განსაკუთრებით აუცილებელია 20 წლამდე მოზარდებისთვის.

ხალი შესაძლოა შეიცვალოს კვირების ან თვეების განმავლობაში.

კანის დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ხალებს რომლებსაც აქვთ სხვადასხვა შეფერილობა. უმეტესი ხალები ერთი ან ორი ფერის არიან, მაგრამ მელანომას აქვს მრავალი ფერის ჩრდილები (ტონები)
  • ხალები არარეგულარული კიდეებით - ხალები ჩვეულებრივ უნდა იყოს წრიული ან ოვალური ფორმის, გლუვი კიდეებით
  • სისხლმდენი, ქავილის გამომწვევი, წითელი შეფერილობის, ანთებითი (შესიებული) ან ქერქიანი შესახედაობის ხალები
  • ხალები, რომლებიც იზრდება ზომაში - ხალების უმეტესობა, ფანქრის დიამეტრზე პატარაა.

დამხმარე საშუალება რომ დაიმახსოვროთ რას მიაქციოთ ყურადღება არის ABCDE მეთოდი:

  • A - ასიმეტრია
  • B - არარეგულარული საზღვრები
  • C - ფერის ცვლილება
  • D - დიამეტრი
  • E - ამოწეული ან გადიდებული.

ასეთი ხალების უმეტესობა სხეულის ნებისმიერ ადგილას შესაძლოა იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხდება ზურგზე, ფეხებზე, მკლავებზე და სახეზე.

თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას თქვენს ხალებზე, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.ხალების ცვლილება შესაძლოა კანის კიბოს (მელანომას) ადრეული ნიშანი იყოს.

სიმსივნური ხალები

ხალების უმეტესობა კეთილთვისებიანია (არასიმსივნური), თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მელანომა. მელანომა სერიოზული და აგრესიული ფორმის კანის კიბოა.

მელანომა ჩვეულებრივ ჩნდება მუქი ფერის, სწრაფად მზარდი ლაქის სახით, რომელიც ადრე ან არ იყო, ან წარმოიქმნა არსებული ხალის ზომის, ფორმის ან ფერის შეცვალის შედეგად და ხდება სისხლმდენი, იწვევს ქავილს, ან წითლდება.

მელანომას მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა, თუმცა მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობაზე. თუ მელანომას დიაგნოზირება და მკურნალობა მოხდა ადრეულ სტადიაზე, ქირურგიული ჩარევა უმეტეს შემთხვევაში წარმატებულად სრულდება. თუმცა ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია საჭირო იყოს შემოწმებებზე სიარული, რომ მოხდეს მელანომის ხელახალი დაბრუნების პრევენცია.

წაიკითხეთ მეტი მელანომას მკურნალობის შესახებ.

სიმსივნური ხალების გაჩენის თავიდან აცილება

თუ ბევრი ხალი გაქვთ, აუცილებელია მზისგან თავის განსაკუთრებული დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შეუძლებელია მელანომას თავიდან აცილება. ულტრაიისფერი სხივებისგან თავის არიდება შეამცირებს მელანომის განვითარების რისკს.

მზის დამაზიანებელი ეფექტისგან შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები:

  • შუადღისას, როდესაც მზე არის ყველაზე მწველი (იმყოფება ზენიტში - 11-დან 15 საათამდე), მოერიდეთ მზის სხივებს და თავი შეაფარეთ ჩრდილს
  • ჩაიცვით ან ტანი დაიფარეთ ტანსაცმლით, გამოიყენეთ შლაპა (სახის და კისრის დასაფარად და მზის სათვალეები თვალების დასაცავად
  • გამოიყენეთ მაღალი ფაქტორის მქონე მზის დამცავი (მინიმუმ SPF15) და რეგულარულად წაისვით პერიოდულად, განსაკუთრებით ცურვის შემდეგ
  • მოერიდეთ სოლარიუმებს და გასარუჯ ნათურებს რადგან ისინი ასხივებენ ულტრაიისფერ გამოსხივებას.

სხვა ფორმები

სებორეული კერატოზი გამოიყურება ამოწეული მეჭეჭების მსგავსად. ისინი შესაძლოა იყოს კანის ფერი, შავი, მუქი (ჭუჭყიანი) ყვითელი ან ნაცრისფერ-ყავისფერი. ყველაზე ხშირად ვითარდება გულმკერდზე და მუცელზე და ხშირია მოხუცებში. 

ჭორფლი პატარა ბრტყელი ყავისფერი ნიშნებია, რომელიც ხშირად ჩნდება სახეზე და მზის გამოსხივების ადგილებში. გამოწვეულია მელანინის დიდი რაოდენობით. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანს აძლევს შეფერილობას.

მზის ლაქები  (ე.წ. მზის ჭორფლი) - კანზე ყავისფერი ლაქებია, განსაკუთრებით ხშირია სახეზე და მკლავებზე, რომლებიც შესაძლოა განუვითარდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მზეზე.ეს ლაქები უფრო ხშსირია ასაკში.

ხალების ABCDE შემოწმების აღწერა

ხალების უმრავლესობა უსაფრთხოა, მაგრამ რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში, ისინი შეიძლება განვითარდნენ კანის კიბოს აგრესიულ ფორმაში, რომელსაც ავთვისებიან მელანომას უწოდებენ. ABCDE შემოწმების საშუალებით, შეგიძლიათ შეიმოწმოთ ხალები და დააკვირდეთ მათი გადაგვარების ადრეულ სიმპტომებს.
ეს სურათები და აღწერა მოგცემთ საშუალებას ხალის სიმსივნურად ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდშივე შეამჩნიოთ საშიში ნიშნები.
პირველადი ყურადსაღები ნიშნებია:

1. A - ასიმეტრია:
ნორმალური, ჯანმრთელი ხალი, ჩვეულებრიც მრგვალი ფორმისაა, რადგან ის თანაბრად იზრდება. რაც ნიშნავს, რომ ის არის სიმეტრიული, მისი ერთი ნახევარწრე მეორე ნახევარწრის სარკული გამოსახულებაა. ქვემოთ მოცემული სურათი აჩვენებს მელანომას, რომელიც გამოიყურება, თითქოს გაიზარდა არასიმეტრიულად, არანორმალური ტემპით.

2. B - საზღვრები:
მელანომას ხშირად ბუნდოვანი ან უსწორმასწორო საზღვრები აქვს. ნორმალურ, ჯანსაღ ხალებს კი გაცილებით მრგვალი და განსაზღვრული საზღვრები ახასიათებთ. ქვემოთ მოცემული სურათები უჩვენებს მელანომას ორ მაგალითს, უსწორმასწორო და ბუნდოვანი საზღვრებით

3. C - ფერი:
ხალი, როგორც წესი ერთი ფერით ხასიათდება, მელანომას კი ხშირად სხვადასხვა ფერები აქვს. როგორც ქვედა სურათებზეა მოცემული, მელანომას შეიძლება ჰქონდეს ორი ან სამი ტონი ფერში, ყავისფერი ან შავი, ან ცვალებადი, წითლიდან ვარდისფერში გარდამავალი ტონები. ხალის გამუქება, შეიძება იყოს მისი კიბოდ გარდაქმნის ნიშანი

4. D - დიამეტრი:
მელანომები, ჩვეულებრივ 6 მილიმეტრზე დიდი ზომისაა. ასევე მელანომასთვის დამახასიათებელია ზრდის გაგრძელება. თუმცა, ეს არ არის ავთვისებიანი მელანომას უტყუარი ნიშანი. კობოვანი ხალი, შეიძლება ამაზე უფრო პატარაც იყოს და სრულიად ჯანმრთელი ხალი კი შეიძლება უფრო დიდიც იყოს

5. E - ზრდა ან განვითარება:
მელანომა ხშირად გაიზრდება ზომაში და შეიძლება კანის ზედაპირიდანაც ამოიზნიქოს. ანთება ან შეშუპება ასევე დამატებითი ნიშნებია იმისა, რომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ექიმთან შემოწმებაზე. ასევე ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ხალი თავის ზომას და ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ მის გარშემო და ქვემოთ ადგილი შეშუპდება, თითქოს ხალი ქვემოთა მიმართულებით გავრცელდა.
დამატებით, ნებისმიერი ახალი სიმპტომი, როგორიცაა სისხლდენა, ქავილი, ან ფხაჭნის შეგრძნება შეიძლება ასევე მიანიშნებდეს მელანომას

კომენტარის დამატება