Meds.ge » ყველა წამალი » ტრენაქსა / trenaqsa / Trenaxa

ტრენაქსა / trenaqsa / Trenaxa

172

100მგ/მლ ტრანექსამის მჟავა
5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა N5;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიფიბრინოლიზური საშუალება

ტრენაქსა ანტიფიბრინოლიზური საშუალებაა, რომელიც კონკურენტული ინჰიბირებით თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას. რაც თავის მხრივ განაპირობებს ფიბრინოლოზის ინჰიბირებას. ტრანექსამის მჟავა არ მოქ­ მედებს სისხლის შედედების მაჩვენებლებზე. ტრენაქსა ზრდის კოლაგენის სინთეზს და ქსოვილების გრანულაციას.

ფარმაკოკინეტიკა
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა შეადგენს 30­50%­ს.  ტრენაქსას შეკავშირება ცილებთან  ძალიან დაბალია. ის აღწევს პლაცენტაში და ნაწილდება დედის რძეში. ტრენაქსას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.

ჩვენება
•    კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენის მკურნალობა.
•    სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციებისა და ტრავმების დროს.
•    ოტო­რინო­ლარინგოლოგია: ტონზილექტომია და ადენოიდექტომია; ცხვირიდან პერიოდული სისხლ­ დენის მკურნალობა.
•    ყბა­სახისა  და   ორთოპედიული  ქირურგია:   კბილის ამოღება  ან  სხვა სტომატოლოგიური  ოპერაცია  იმ პაციენტებში  რომლებიც  იღებენ  ანტიკოაგულანტებს. აგრეთვე ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
•     მეან­გინეკოლოგია:  პირველადი  მენორაგია;  საშვი­ ლოსნოს    შიდა    ჩასახვის   საწინააღმდეგო   საშუა­ ლებით (სპირალი) ინდუცირებული მენორაგია. 
•    ორსულობით   განპირობებული   სისხლდენა:   პლაცენტის წინამდებარეობა, პლაცენტის აშრევება. საშვილოსნოს ყელის კონიზაცია
•    კარდიოქირურგია: კარდიო­პულმონური, გულის შუნტი­ რების შემდეგ სისხლდენის პრევენცია. 
•    ოფთალმოლოგია: თვალის ტრავმა; რქოვანის სპონტა­ ნური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია.

დოზა  ბავშვებში:
10 მგ/კგ­ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში 2­ ჯერ. (სადღეღამისო  დოზა 20­25მგ/კგ­ზე)დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს: თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში, რეკომენდებულია დოზის შემცირება კრეატინინის დონის გათვალისწინებით:

შრატის კრეატინინის მაჩვენებელი


 


2.83­5.66 მგ/დლ



მოზრდილებში ზოგადი რეკომენდებული  დღიური დოზები: ტრენაქსა მიიღება  ნელი ინტრავენური ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით:
ნელი ინტრავენური ინექცია ­ 0.5­1გ (ან 10­15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ. 
უწყვეტი ინტრავენური ინფუზია სიჩქარით 25­50 მგ/კგ­ზე დღეში

კარდიო-პულმონური შუნტირება: 10 მგ/კგ საწყისი ი/ვ დოზის შეყვანა ქირურგიულ ოპერაციამდე 20­30 წუთით ადრე 1მგ/კგ/სთ ინფუზიის თანხლებით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენა: 4.5­6 გ დღეში 3­6 დოზაზე განაწილებით 5­7 დღის განმავლობაში. 
ტონზილექტომია: 10 მგ/კგ ი/ვ დოზის შეყვანა ოპერაციამდე 30 წუთით ადრე.
პროსტატაზე ოპერაცია: 10­15 მგ/კგ ინტრავენურად 2­3 ჯერ დღეში სასწრაფოდ დასაწყებად.
ორთოპედიული  ქირურგია:  10­15  მგ/კგ  ი/ვ  ინფუზიის გზით  სისხლის შემაკავებელი სალტის მოხსნის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევეაში 1 ან 2 დამატებითი დოზით 3 საათის ინტერვალით.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორე- ქტირება არაა საჭირო.

სიფრთხილის ზომები
ანამნეზში თრომბოემბოლური დაავადების მქონე პაციენტებში ტრენაქსა გამოიყენება მხოლოდ ანტიკოა­ გულანტებთან ერთად. შარდსაწვეთის ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრექტიდან. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, აკუმულაციის რისკის გამო.

გვერდითი ეფექტები
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. შეიძლება გამოიწვიოს დისპეპსიური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა,პირღებინება, დიარეა), ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენაში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან. ინტრავენური შეყვანისას ტრენაქსას გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა საინფუზიო ხსნართნ კომბინაციაში: ელექტროლიტები, ნახშირწყლები, ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი.
ტრანექსამის მჟავა შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰეპარინთან კომბინაციაში. (შეიძლება ჰეპარინის შერევა საინექციო ხსნარში)
ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებიდან იმავე დღეს.

გამოშვების ფორმა: 100მგ/მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა N5

კომენტარის დამატება