იროვიტი / iroviti / Iroviti
შემადგენლობა: Ferrous Sulfate, Ascorbic Acid(Vitamin C)
1 მლ შეიცავს 15 მგ ელემენტარულ რკინას და 12,5 მგ ასკორბინის მჟავას
რკინის (II) სულფატი:
> რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი
> აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის
> მიოგლობინის და რიგი ფერმენტების შემადგენელი ნაწილია
ასკორბინის მჟავა:
> აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას
> არეგულირებს კაპილარების განვლადობას
ჩვენება:
> სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპოქრომული (რკინადეფიციტური) ანემიები
> გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
> რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი
უპირატესობები:
მიიღება დაბადების პირველი დღეებიდან
რკინის სულფატი ადვილად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
შეიცავს მარწყვის და ბანანის ბუნებრივ არომატიზატორებს
მისაღებად მოყვება დოზირებული საწვეთურიანი სახურავი.
დოზირება: 1 წლამდე ბავშვები
ბავშვის წონა კგ-ში |
3-4 კგ |
5-6 კგ |
7-8 კგ |
9-10 კგ |
სადღეღამისო დოზა მლ-ში |
0,3 მლ |
0,5 მლ |
0,7 მლ |
1,0 მლ |
ბავშვებში 1 წლის ზემოთ 1 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ
მოზრდილებში 1,5 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ
შეიძლება დამატებით გაიხსნას სითხეში(წყალი)
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები 30 მლ (საწვეთურით)
შუშის ფლაკონი 30მლ, ხრახნიანი სახურავით, საგარანტიო რგოლით და საწვეთურიანი სახურავით. ყველა ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობა
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა ურეცეპტოდ
კომენტარის დამატება