ფერიტინ ოტი / feritin oti / FERRITIN OTI
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
რკინის ნატრიუმ გლუკონატის კომპლექსი E. . . . . . . . . . . . 177.5 მგ
(შეესაბამება 62.5მგ FFე +++)
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი, სიმინდის სახემებელი, ლევილიტი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
რკინის პრეპარატი
ჩვენებები
ფერიტინ ოტი არის ანემიის საწინააღმდეგო, პერორალური პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამვალენტიან რკინას.
ეს პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
* რკინის დეფიციტი (გამოწვეული ორგანიზმში რკინის ნაკლებობით);
* ესენციური ჰიპოქრომული
* ქლოროზი (კანის სიფერმკთალე ჰემოგლობინის ნორმულ ზღვარზე ქვემოთ არსებობისას);
* მეორადი, ჰემორაგიული ანემია (სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას);
* რკინადეფიციტური ანემიები
* ოლიგემიური სინდრომები (სისხლის რაოდენობა ორგანიზმში ნორმულ ზღვარზე ქვემოთ); ბავშვებში და მომწიფების პერიოდში ტოქსიური ინფექციის და დეფიციტის გამო (ცილების და რკინის დეფიციტი);
* ორსულთა ანემია;
* დამხმარე საშუალება გამოჯანმრთელების და ზრდის დროს.
დოზირების რეჟიმი
• მოზრდილები - ერთი კაფსულა ორჯერ დღეში, ჭამის დროს
• ბავშვები - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რკინის შემცველი სხვა პრეპარატების მსგავსად, ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების მხრივ ისეთი დარღვევები, როგორიცაა:
- ღებინება
- გულისრევა
- დიარეა
- გულძმარვა (პიროზი)
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.
რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ფეკალიების შეფერადება, პათოლოგიური ცვლილებების გარეშე.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ფერიტინ ოტი
- თუ ხართ ალერგიული რკინის ნატრიუმ გლუკონატის კომპლექსის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
- თუ გაქვთ ჰემოსიდეროზი ან ჰემოქრომატოზი
- თუ გაქვთ ჰემოლიზური ანემია
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე.
განსაკუთრებული მითითებები
ფერიტინ ოტი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
შემთხვევით ჭარბი დოზირებისას დაუკავშირდით ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ნაწლავის გარდამავალ პრობლემებს, მსგავსის განვითარებისას შესაძლებელია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიმართეთ ექიმს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატები.
თუ რკინა ან მისი წარმოებულები მიიღება კომბინაციაში ტეტრაციკლინებთან (ანტიბიოტიკები), ტეტრაციკლინების აბსორბცია ორგანიზმში შეიძლება შემცირდეს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
კომენტარის დამატება