Meds.ge » ყველა წამალი » აირონლინკი / aironlinki / IRONLINK

აირონლინკი / aironlinki / IRONLINK

100

შემადგენლობა: რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი 14მგ/8მლ, კალიუმის სორბატი, დამატკბობლად სუკრალოზა, კარამელის არომატიზატორი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აირონლინკი  ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც განკუთვნილია რკინადეფიციტური მდგომარეობების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი  რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი უსაფრთხოდ ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ახდენს რა ჰემოპოეზურ მოქმედებას. ვინაიდან აირონლინკის შემადგენლობაში არსებული რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი არ წარმოქმნის კუჭში თავისუფალ იონებს, არ იძლევა ისეთ ჩივილებს როგორიცაა: ღებინება, გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, სისავსისა და სიმძიმის შეგრნება  კუჭის არეში, ყაბზობა ან ფაღარათი. აირონლინკი, შემადგენლობიდან გამომდინარე ხასიათდება სწრაფი აბსორბციის უნარით. მოხერხებული გამოშვების ფორმა ზუსტი დოზირების განსაზღვრის საშუალებას და მიღების კომფორტულობას განაპირობებს. აირონლინკი კარამელის სასიამოვნო  არომატით დამტკბარია სუკრალოზათი რაც დიაბეტიან პაციენტებში მის გამოყენებას განაპირობებს 

 

ჩვენება:
-  რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- რკინის ფარული დეფიციტი
-  სხვადასხვა ზემოქმედებით (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვა) გამოწვეული ანემიები
-  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
-  ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

 

დოზირების მეთოდი:
18 წლიდან: 1 ფლაკონი 1 -ჯერ დღეში დილით საუზმის წინ.
მკურნალობის კურსი 20-30 დღე (ანემიის სიმძიმის მიხედვით)
ორსულები: დაწყებული ორსულობის მე-14 კვირიდან მშობიარობამდე, 1 ფლაკონი 1 -ჯერ დღეში დილით საუზმის წინ

ლაქტაციის პერიოდში:  1  ფლაკონი 1-ჯერ  დღეში დილით საუზმის წინ

მიღების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის შიგთავსის შერევა შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პლაზმაში რკინის შემცველობის კონტროლით.

გამოყენების წესი:

ფლაკონი ორკომპონენტიანია:
• დააჭირეთ თითი  ფლაკონზე მოთავსებულ პლასტიკურ თავსახურს ზემოდან ქვედა მიმართულებით, მანამ სანამ თავსახური არ დაეცობა ფლაკონის თავს.
• ფლაკონი შეანჯღრიეთ კარგად
• სიროფი მზად არის გამოყენებისთვის
• სიროფის გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე
• სიროფის მიღება შესაძლებელია პირდაპირ ფლაკონიდან ან ნატურალურ წვენთან და  წყალთან  შერევის შემდეგ

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ანემიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (აპლასტიური, ჰემოლიზური, სიდეროაქრესტიული, ტყვიის ანემიები, მეგალობლასტური, უშუალოდ ვიტ. B12 და/ან ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული);
ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
ღვიძლის უკმარისობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
რკინის შეწოვის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება შავ ჩაისთან, ყავასთან ან რძესთან ერთად.
ფეკალური მასების მუქი შეფერილობა განპირობებულია შეუწოველი რკინის გამოყოფით და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

 

ზეგავლენა ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, გავლენას არ ახდენს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება   

გამოშვების ფორმა:
პლასტიკურ ფლაკონში მოთავსებული სიროფი 14მგ/8მლ, პლასტიკური თავსახურით #10


ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, კანის საფარის სიფერმკრთალე.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  კოლოფზე

კომენტარის დამატება