ევროფარი / evrofari / EUROFAR
სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის,
ფოლის მჟავა ....50 მკგ.,
ვიტამინი B12(ციანკობალამინი)....0,7 მკგ.
ერთი კაფსულის შემადგენლობა:
რკინის ფუმარატი - 304,25 მგ (ელემენტარული რკინა100 მგ.),
თუთიისსულფატი-11,05 მგ (ელემენტარული თუთია4,0მგ.),
სპილენძის სულფატი-5,0 მგ (ელემენტარული სპილენძი2,0 მგ),
მანგანუმის სულფატი-6,2 მგ(ელემენტარული მანგანუმი 2,0მგ),
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-75,0 მგ.,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) -5,0მგ.,
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)-5 მკგ.,
ფოლის მჟავა-0,5 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინა ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის. ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. ვიტამინი B12 ასტიმულირებს თიამიდინური ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას.
თუთიისსულფატი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას. სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს. მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში და თუთია დამოკიდებულ ფერმენტებთან თუთიის დაკავშირებას, რაც იწვევს მათ გააქტიურებას. ვიტამინი C (ასკორბინისმჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის აბსორბციის პროცესს, ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს ჰიალურონიდაზას). ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში, რომელიც ჰემის წინამორბედია.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რიცხვი. მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.
ჩვენებები:
*რკინადეფიციტური ანემიები: პროფილაქტიკა და მკურნალობა
- პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.); - რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა; - რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისიშეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია);
წინააღმდეგ ჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.
დოზირება:
ევროფარის სიროფი მიიღება
0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში;
1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში;
12 წლის ზევით: 20 მლ. 1-ჯერ დღეში.
მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.
ევროფარი კაფსულა მიიღება 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.
შენახვის წესი: შეინახეთ 25 °C-ზე ნაკლებ ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ ფლაკონში; კაფსულა #30.;
გაცემის წესი: ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
კომენტარის დამატება