ფერპლექს ფოლი / ferpleqs foli / FERPLEX FOL
(რკინა პროტეინ სუქცინილატი+კალციუმის ფოლინატი)
გამოშვების ფორმა : დასალევი ფლაკონები
შემადგენლობა
1 ფლაკონი (15მლ) შეიცავს
რკინა პროტეინ სუქცინილატს–800მგ(ექვივალენტი 40 მგ Fe+3 .
დამხმარე ნივთიერებები
სორბიტოლი 1400 მგ, პროპილენგლიკოლი–1000 მგ,ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი–45 მგ, ნატრიუმის პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი 45 მგ, ალუბლის არომატიზატორი(კონცენტრირებული ველური შავი ალუბლის არომატიზატორი ვანილი, ამილაცეტატი,ბენზალდეჰიდი, მიხაკის ხის ეთერზეთი, პროპილენგლიკოლი, დიეთილენგლიკოლის მონოეთილენის ეთერზეთი, წყალი)–60 მგ, ნატრიუმის სახარინი – 15 მგ, გასუფთავებული წყალი 15 მლ–მდე.
თითოეული დოზატორიანი თავსახური(დისპენსერი) შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კალციუმის ფოლინატის პენტაჰიდრატი–0,235 მგ(ექვივალენტური 0,200 კალციუმის ფოლინატისა, ან 0,185 მგ ფოლინის მჟავისა);
დამხმარე ნივთიერება: მანიტოლი–99,8 მგ.
აღწერა
ბოთლი: გამჭვირვალე მოყავისფრო ხსნარი,დამახასიათებელი სასიამოვნო ალუბლის სუნი.
დოზატორიან თავსახურში: თეთრი ფხვნილი მოყვითალო ელფერით და უსუნო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის პრეპარატი.
კოდი ATX : B03AB09.
ფარმაკოლოგიური თვისება
პერპლექს ფოლი – რკინისა და კალციუმის ფოლინატის კომბინირებული პრეპარატი, აღადგენს რკინისა და ფოლატების დანაკლისს ორგანიზმში. რკინის მთავარი ფუნქციაა ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტი . რკინა შედის ჰემოგლობინის , მიოგლობინის , რკინის შემცველ ციტოქრომის ფერმენტებში . მას გადააქვს ელექტრონები და გვევლინება , როგორც ჟანგვითი რეაქციის , ჰიდროქსილირების და სხვა მეტაბოლური პროცესების კატალიზატორი . შეიცავს რკინა - პროტეინის სუქცინილატს , რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ შენაერთს , სადაც სამვალენტიანი ( Fe3+ ) რკინის ატომები გარშემორტყმულნი არიან ნახევარ სინთეტიზური ცილის მატარებლით , რომელიც იცავს დაზიანებისაგან კუჭის ლორწოვან გარსს . თორმეტგოჯა ნაჭლავში გადასული ცილა მატარებელი განმეორებით იხსნება, გამოთავისუფლდება რკინა მისი უკეთესი შეწოვის გამო თორმეტგოჯა ნაწლავში. სისხლში სამვალენტიანი რკინა ხვდება ნაწლავიან აქტიური შეწოვის გზით, რაც გამორიცხავს რკინით მოწამლვას და დოზის გადაჭარბებას.
კალციუმის ფოლინატი წარმოადგენს კალციუმის მარილს ფოლიუმის მჟავასთან, რომელიც ავსებს ორგანიზმში ფოლატის დეფიციტს.
ჩვენება
ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინისა და ფოლატების დეფიციტის მკურნალობა ( რკინადეფიციტური ანემია ); პროფილაქტიკური თერაპია რკინისა და ფოლატების დეფიციტისას ორსულობის , ლაქტაციის , აქტიური ზრდის პერიოდში ; ხანგრძლივი სისხლდენის შემდეგ არასრულფასოვანი და დაუბალანსირებელი კვების ფონზე.
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა ;
რკინით გადატვირთვა ( ჰემოქრომატოზი );
რკინის უტილიზაციის დარღვევა ( ტყვიის ანემია , სიდეროაქრესტული ანემია );
არარკინადეფიციტური ანემიები ( ვიტამინ B12- ის ნაკლებობით გამოწვეული ჰემოლიზური და მეგალობლასტური ანემიები );
ქრონიკული პანკრეატიტი ;
ღვიძლის ციროზი.
სიფრთხილით
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას,წვრილი ნაწლავის პათოლოგიის (ენტერიტის, მალაბსორბციის დროს, რეზექცია წვრილი ნაწლავის, კუჭის რეზექცია , Billroth II–ის ჩართვით თორმეტგოჯაში).
მიღების წესი და დოზირება
ფერპლექს ფოლი მიიღება ჭამამდე ან ჭამის მერე. ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა ძალის გამოყენება დოზატორზე თითის დაჭერისას რათა ფხვილი ჩაიყაროს ხსნარში. ფხვნილის ჩაყრის შემდეგ ფლაკონი ენერგიულად შეანჯღრიეთ, მოხსენით დოზატორიანი თავსახური და დალიეთ მედიკამენტი განუზავებლად.
მოზრდილები: 1–2 ფლაკონი დღეში ორ მიღებაზე(ექვივალენტური 40–80მგ სამვალენტიანი რკინისადა 0,235–0,470 მგ კალციუმის ფოლინატისა)
ბავშვები: (ახალშობილობის პერიოდიდან)
1,5 მგ/კგ/დღეში ორ მიღებაზე, ან ექიმის რეკომენდაციით. (ექვვალენტური 4მგ/კგ/დღეში სამვალენტიანი რკინისა და 0,0235 მგ/კგ დღეში კალციუმის ფოლინატი)
ორსულები
რკინადეფიციტური ანემიის საპროფილაქტიკოდ– 1 ფლაკონი დღეში.
მკურნალობა სიმპტომურია თუ რკინის ლატენტური დეფიციტი - 1-2 ფლაკონებში დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე.
ნორმალური დონის ჰემოგლობინის და შრატის რკინის მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 8-12 კვირის განმავლობაში, დონის შესანარჩუნებლად.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დარღვევები, რომელიც ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ფერპლექს ფოლის ჭარბი დოზებით გამოყენებისას არ დაფიქსირებულა ინტოქსიკაცია.
სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება:
არ არის დაფიქსირებული ფერპლექს ფოლის სხვა საშუალებებთან ურთიერთმოქმედება. რკინის წარმოებულები ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტში ტეტრაციკლინის ადსორბციის პროცესის დარღვევას, ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ მათი ერთდროულად მიღება. რკინის შეწოვა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ ასკორბინის მჟავასთან ერთად მიღებისას და შემცირდეს ანტაციდთან ერთად მიღებისას. ქლორამფენიკალი რკინით თერაპიისას იწვევს დაგვიანებულ საპასუხო რეაქციას. არ აღინიშნება ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას. ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტი ლეიკემიური პრეპარატები(მეტოტრექსატი,ამინოპტერინი და ა.შ.) წარმოადგენენ ფოლატების ანტაგონისტებს.
განსაკუთრებული ჩვენებები
ფერპლექს ფოლის მიღების უწყვეტი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე მეტი,გარდა ქრონიკული სისხლდენებისა (მენორაგია,ბუასილი და სხვ.) ორსულობა.
იგი არ მოქმედებს მოღვაწეობის პოტენციურად საშიშ სახეობებზე,რომლებიც მოითხოვენ მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფეს (ავტოტრანსპორტის მართვისას). სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში რომელსაც აქვთ რძის ცილის აუტანლობა და განუვითარდეს ალერგიული რექცია. ფერპლექს ფოლი შეიცავს სორბიტს, ამიტომაც პაციენტები რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, არ არის სასურველი პრეპარატის მიღება.
გამოშვების ფორმა
პერორალურად მისაღები ხსნარი. 15 მლ ხსარი პოლიეთილენის ფლაკონებში და 100 მგ–იანი ფხვნილი რომელიც მოთავსებულია დოზატორიან თავსახურში.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
შენაცვის პირობები
ტემპერატურა არა უმეტეს 25 ° C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემა
ურეცეპტო
კომენტარის დამატება