Meds.ge » ყველა წამალი » ბრინტელიქსი / brinteliqsi / Brintellix

ბრინტელიქსი / brinteliqsi / Brintellix

91

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება – ვორთიოქსეტინჰიდრობრომიდი 6,355 მგ / 12,710 მგ/ 19,065 მგ/ 25,420 მგ, რაც უდრის   5 მგ / 10 მგ / 15 მგ / 20 მგ ვორთიოქსეტინს.

დამხმარე ნივთიერება – მანიტოლი 110,645 მგ/ 104,29 მგ/ 97,935 მგ/ 91,58 მგ,  მიკროკრისტალური ცელულოზა 22,5 მგ/ 22,5 მგ/ 22,5 მგ/ 22,5 მგ, ჰიპროლოზა 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (ტიპიА) 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ/ 4,5 მგ,  მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ / 1,5 მგ/ 1,5 მგ/ 1,5 მგ. 

აპკიანი გარსი:

ტაბლეტები 10 მგ - ყვითელი ოპადრაი 4,5 მგ (ჰიპრომელოზა 2,813 მგ, ტიტანის დიოქსიდი (Е171) 1,350 მგ, მაკროგოლი 4000,281 მგ, რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი (Е172) 0,056 მგ

 

აღწერილობა:

10 მგ: ნუშის ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები, რომლებზეც ერთ მხარეს ამოტვიფრული«TL» ხოლო მეორე მხარეს«10».

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტი

ათქ კოდი: N06AX26.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ვორთიოქსეტინის მოქმედების მექანიზმი როგორც ჩანს უკავშირდება მის მოდულირების სეროტონინერგიულ  აქტივობას და  სეროტონინის გადამტანი ცილის ინჰიბირებას. წინაკლინიკური კვლევები გვიჩვენებს, რომ ვორთიოქსეტინი მოქმედებს როგორც 5-HT3, 5-HT7და 5-HT1D რეცეპტორების ანტაგონისტი, ასევე  როგორც 5-HT1B  რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და 5-HT1A რეცეპტორების სრული აგონისტი, ამასთან ახდენს  5-HT ტრანსპორტერის ინჰიბირებას, რითაც ახდენს რამდენიმე სისტემაში, პირველ რიგში სეროტონინერგიულ და,  როგორც ჩანს ნორადრენინერგიულ, დოფამინერგიულ სისტემაში ნეიროტრანსმისიის მოდულირებას, რაც განპირობებულია ჰისტამინით, აცეტლქოლინით, გამა ამინოერბო მჟავითა და გლუტამატით. ამგვარი მულტიმოდალური ფარმაკოლოგიური აქტივობა, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ვორთიოქსეტინის ანტიდეპრესიულ და ანქსიოლიზურ თვისებებს, ამავდროულად განსაზღვრავს კოგნიტიური ფუნქციის, სწავლისა და მეხსიერების გაუმჯობესებას რაც გამოვლინდა ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას. თუმცა, იმის გამო რომ ვორთიოქსეტინის დაკვირვების ქვეშ მყოფ ფარმაკოდინამიკურ პროფილში თითოეული ფარმაკოლოგიური სამიზნის ინდივიდუალური წვლილი გაურკვეველია, მოყვანილი კლინიკური მონაცემების ადამიანზე ექსტრაპოლაცია  სიფრთხილით უნდა მოხდეს.  პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის გამოყენებით 5-HT გადამტანების დაკავებულობის ხარისხის დასადგენად (ლიგანდი 11C-MADAM ან11C-DASB გამოყენებით) ადამიანებში ჩატარებულ ორ კვლევაში ვორთიოქსეტინის განსხვავებული დოზირებით მიღებული იქნა შემდეგი შედეგები: ვორთიოქსეტინთან შეკავშირებული 5-HT გადამტანების საშუალო რაოდენობამ დაახლოებით  50% შეადგინა 5 მგ/დღეღამეში დოზის შემთხვევაში, 65% - 10 მგ/დღეღამეში დოზის შემთხვევაში და აჭარბებდა 80% დოზის გაზრდის შემთხვევაში   20 მგ-მდე/დღეღამეში. 

 

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ვორთიოქსეტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი იქნა რიგი კლინიკური კვლევების დროს, რომელშიც მონაწილეობდა 6700 პაციენტზე მეტი, რომელთაგან 3700 პაციენტზე მეტი მონაწილეობდა მოკლევადიან (≤12 კვირა)  კვლევებში დიდი დეპრესიული აშლილობის შემთხვევებში. ჩატარდა თორმეტი ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი 6/8 კვირიანი კვლევა ფიქსირებული დოზებით, რომლებიც მიზნად ისახავდა  ვორთიოქსეტინის მოკლევადიანი ეფექტურობის განსაზღვრას მოზრდილ პაციენტებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებშიც) დიდი დეპრესიული აშლილობის დროს. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა გამოვლინდა 12 დან სულ მცირე ცხრა კვლევაში ერთი დოზის გამოყენებით, რომელთა დროსაც გამოვლინდა როგორც მინიმუმ 2 ქულით ცვლილება პლაცებოსთან შედარებით დეპრესიის შეფასებისათვის განკუთვნილი მონტგომერი-ასბერგისა (MADRS) და ჰამილტონის (HAM-D24) შკალით. ეს კლინიკურად დადასტურდა იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებიც რეაგირებდნენ თერაპიაზე და მიაღწიეს რემისიას, ასევე ზოგადი კლინიკური შთაბეჭდილების შკალის (CGI-I) შესაბამისად მდგომარეობის გაუმჯობესებით. დოზის მომატების შემთხვევაში ვორთიოქსეტინის ეფექტურობა იზრდებოდა.  

ცალკეული კვლევების ეფექტურობა დადასტურებულია 6-8 კვირაზე MADRS შკალით ჯამური ქულის საშუალო ცვლილების მეტა ანალიზით მოზრდილებში ჩატარებული მოკლევადიანი პლაცებო კონტროლირებადი კვლევების პირობებში. ამ კველევების მეტა ანალიზის შედეგებით პლაცებოსაგან განსხვავება სტსტისტიკურად მნიშვნელოვანი იყო:: -2,3 ქულა (p=0,007); -3,6 ქულა (p<0,001); -4,6 ქულა (p<0,001) დოზებისათვის 5, 10 და 20 მგ/დღეღამეში შესაბამისად, დოზისათვის 15 მგ/დღეღამეში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსთან არ გამოვლენილა მეტა ანალიზის მონაცემებით, მაგრამ საშუალო განსხვავება პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა 2,6 ქულას. ვორთიოქსეტინის ეფექტურობა დადასტურდა კონსოლიდირებული ანალიზის დროსაც, რომელშიც რესპონდერების პროცენტულობა 46% დან 49% -მდე იყოს ვორთიოქსეტინის გამოყენებისას, განსხვავებით 34%-საგან პლაცებო გამოყენების შემთხვევაში  (p<0,01; ანალიზი NRI). 

გარდა ამისა ვორთიოქსეტინის 5-20 მგ/დღეღამეში დოზის დიაპაზონში გამოვლინდა ეფექტურობა დეპრესიის სიმპტომების ფართო სპექტრის მიმართ (რაც შესაფდა ქულათა ცვლილების მიხედვით MADRS-ის ყველა ცალკეულ ქვეშკალაზე).

ვორთიოქსეტინის ეფექტურობა 10 ან 20 მგ/დღეღამეში დოზის შემთხვევაში ასევე გამოვლინდა 12 კვირიან ორმაგ ბრმა ცვალებადი დოზებით  შედარებით კვლევაში აგომელატინით დოზით 25 ან 50 მგ/დღეღამეში დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში. ვორთიოქსეტინმა გამოავლინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა აგომელატინთან შედარებით MADRS -ის შკალაზე ჯამური ქულით, რაც კლინიკურადაც მნიშვნელოვანი იყო იმ პაციენტების რაოდენობით, რომლებსაც ჰქონდათ მკურნალობაზე პასუხი და მიაღწიეს რემისიას და CGI-I შკალის მიხედვით გაუმჯობესებას. 

 

შემანარჩუნებელი თერაპია

ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა მხარდამჭერი თერაპიისას ნაჩვენებია რეციდივების პროფილაქტიკის შესახებ კვლევებით. ვორთიოქსეტინის საწყისითერაპიის შემდეგ რემისიაში მყოფი პაციენტების 12 კვირიანი ღია კვლევის დროს მოხდა პაციენტების რანდომიზაცია ჯგუფებად, რომელიც იღებდა ვორთიოქსეტინს  5 ან 10 მგ/დღეღამეში დოზით და პლაცებო ჯგუფებად. მათ აკვირდებოდნენ რეციდივების გამოვლენის თვალსაზრისით  ორმაგი-ბრმა კვლევის პერიოდის განმავლობაში, რომელმაც არანაკლებ 24 კვირა შეადგინა (24-დან 64 კვირამდე). გამოვლინდა ვორთიოქსეტინს უპირატესობა პლაცებოსთან  (p=0,004) შეფასების ძირითადი კრიტერიუმის - დიდი დეპრესიული აშლილობის რეციდივის დროის მიხედვით, რისკების კოეფიციენტით 2,0; ეს იმას ნიშნავს, რომ რეციდივის რიკსი ორჯერ მაღალი იყო პლაცებო ჯგუფში ვორთიოქსეტინის ჯგუფთან შედარებით. 

 

ხანდაზმული პაციენტები

ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი 8 კვირიანი, კვლევების დროს დეპრესიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში (≥65 წელი, n=452, აქედან 156 მკურნალობას გადიოდა ვორთიოქსეტინით) ფიქსირებული დოზით, ვორთიოქსეტინი დოზით 5მგ/დღეღამეში უპირატესი იყო პლაცებოსთან შედარებით MADRS და HAM-D24 შკალით ჯამური ქულის შეფასებისას.  ვორთიოქსეტინსა და  პლაცებოს შორის განსხვავებამ 4,7 ქულა შეადგინა MADRS-ის შკალით თერაპიის მე-8 კვირაზე (MMRM ანალიზი).

 

პაციენტები მძიმე დეპრესიით ან დეპრესიით, რომელსაც თან ახლავს შფოთვის მაღალი დონე 

ვორთიოქსეტინის ეფექტურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში მძიმე დეპრესიით ან დეპრესიით(MADRS-ის შკალით საწყისი ქულა  ≥30) და პაციენტებში დეპრესიით, რომელსაც თან ახლავს შფოთვის მაღალი დონე (HAM-A-ის შკალით საწყისი ქულა   ≥20) ზრდასრული პაციენტების მოკლევადიან კვლევებში (პლაცებოსთან საშუალო სხვაობა MADRS-ის შკალით 6 და 8  კვირაზე  ვარირებდა  2,8 დან 7,3 ქულამდე და 3,6 დან 7,3 ქულამდე, შესაბამისად)(MMRM ანალიზი)).  ხანდაზმულ პაციენტებში ცალკე ჩატარებულ კვლევებში ვორთიოქსეტინმა თავისი უპირატესობა ამ ჯგუფის პაციენტებშიც გამოავლინა. 

ანტიდეპრესიული ეფექტის მდგრადობა პაციენტთა ამ კატეგორიაში ასევე დადასტურდა რეციდივების პროფილაქტიკის გრძელვადიან კვლევებშიც. 

 

ვორთიოქსეტინის გავლენა ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლებით ტესტზე (Digit Symbol Substitution Test, DSST), ძირითადი  სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასებაზე კალიფორნიის სან-დიეგოს უნივერსიტეტის შკალით (UPSA)  (ობიექტური მაჩვენებლები), ასევე  სუბიექტური დეფიციტის შეფასებისათვის გამოყენებული კითხვარის ქულების რაოდენობაზე (Perceived Deficits Questionnaire, PDQ)და კოგნიტიური და ფიზიკური ფუნქციონირების(Cognitiveand Physical Functioning Questionnaire, CPFQ)  შეფასებისათვის გამოყენებული კითხვარის ქულების რაოდენობაზე (სუბიექტური მაჩვენებლები)

დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში ვორთიოქსეტინის ეფექტურობა (დოზით 5-20მგ/დღეღამეში)  შესწავლილი იქნა მოზრდილებში ჩატარებულ ორ მოკლევადიან პლაცებო კონტროლირებად კვლევაში და ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებულ ერთ კვლევაში. 

ვორთიოქსეტინი ახდენდა სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ციფრული სიმბოლოების ჩანაცვლებითი ტესტზე (DSST) პლაცებოსთან შედარებით როცა Δ = 1,75-დან (р = 0,019) 4,26 მდე (р < 0,0001)  მოზრდილებში ჩატარებულ ორ კვლევაში და Δ = 2,79 (р = 0,023) ხანდაზმულ პაციენტებში ჩატარებულ  კვლევაში. DSST ტესტში საწყისი მნიშვნელობისაგან განსხვავებით სწორი სიმბოლოების რაოდენობისსაშუალო ცვლილების  მეტა ანალიზით (ANCOVA, LOCF) სამივე კვლევაში ვორთიოქსეტინი განსხვავდებოდა პლაცებოსაგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდით 0,35. MADRS -ში ცვლილებების ჩასწორებისას იმავე კვლევების მეტა ანალიზსში ქულების საერთო რეოდენობამ გვიჩვენა, რომ ვორთიოქსეტინი განსხვავდება პლაცებოსაგან (р < 0,05) ეფექტის სტანდარტიზირებული სიდიდით 0,24.

ერთ კვლევაში შეფასდა ვორთიოქსეტინის გავლენა ფუნქციონალურ უნარებზე ძირითადი სასიცოცხლო უნარების ხარისხის შეფასების საშუალებით კალიფორნიის სანდიეგოს უნივერსიტეტის შკალის შესაბამისად (UPSA). ვორთიოქსეტინი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პლაცებოსგან რეზულტატით ვორთიოქსეტინის 8,0 ქულა პლაცებოს 5,1 ქულის საპირისპიროდ (р = 0,0003).

ერთ-ერთ კვლევაში ვორთიოქსეტინი აღემატებოდა პლაცებოს სუბიექტური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რომელებიც იზომებოდა კოგნიტიური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარის საშუალებით რეზულტატით ვორთიოქსეტინის 14,6 ქულა პლაცებოს 10,5 ქულის საპირისპიროდ (р = 0,002). ვორთიოქსეტინი არ განსხვავდებოდა პლაცებოსგან სუბიექტური მახასიათებლების თვალსაზრისით, რომელებიც იზომებოდა კოგნიტიური და ფიზიკური ფუნქციონირების შეფასების კითხვარის საშუალებით, რეზულტატით ვორთიოქსეტინის 8,1 ქულა პლაცებოს -6,9 ქულის საპირისპირო (р = 0,086).

 

პრეპარატის ამტანობა და უსაფრთხოება

პრეპარატის ამტანობა და უსაფრთხოება  დადგინდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი კვლევების  მსვლელობისას დოზის დიაპაზონით 5 დან 20 მგ-მდე/დღეღამეში. არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნაწილში „გვერდითი მოვლენები“. 

ვორთიოქსეტინის შედეგად  უძილობის ან ძილიანობის სიხშირე არ გაზრდილა პლაცებოსთან შედარებით. 

მოკლევადიანი და გრძელვადიანი პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მსვლელობისას თანმიმდევრულად ფასდებოდა მოხსნის სინდრომი  ვორთიოქსეტინით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტის შემდეგ. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსთან მოხსნის სინდრომების გამოვლენის სიხშირისა და მათი ხარისხის თვალსაზრისით ვორთიოქსეტინით მკურნალობის მკვეთრად  შეწყვეტის შემთხვევაში. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსთან მოხსნის სინდრომების გამოვლენის სიხშირისა და მათი ხარისხის თვალსაზრისით მკვეთრად  შეწყვეტის შემთხვევაში, როგორც ვორთიოქსეტინის მოკლევადიანი (6-12 კვირა), ასევე გრძელვადიანი (24-26 კვირა) თერაპიის შემთხვევაში. 

სპონტანური ჩივილების სიხშირე სექსუალური არასასურველი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო საკმაოდ დაბალი და პლაცებოს მსგავსი ვორთიოქსეტინის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი  კვლევების შემთხვევაში. არიზონის სექსუალური ფუნქციის შკალის (ASEX) გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში თერაპიით გამოწვეული დისფუნქციის (TESD)  სიხშირე და ჯამური ქულა  ASEX -ის შკალაზე კლინიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პლაცებოსაგან ვორთიოქსეტინის 5-15 მგ/დღეღამეში დოზებით გამოყენებისას. ვორთიოქსეტინის 20 მგ/დღეღამეში დოზებით გამოყენებისას გამოვლინდა სექსუალური დისფუნქციის შემთხვევების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით (სიხშირეში სხვაობა 14,2%, ნდობის ინტერვალი 95%  (1,4; 27,0)).

მოკლევადიანი და გრძლვადინი კვლევების მსვლელობისას პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინი არ ახდენდა გავლენას სხეულის მასაზე, გულის შეკუმშვის სიხშირესა და არტერიულ წნევაზე. 

ვორთიოქსეტინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ღვიძლისა და თირკმელების პარამეტრებზე კლინიკური კვლევების თანახმად. 

დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტებში ვორთიოქსეტინი არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ეკგ-ს პარამეტრებზე, მათ შორის  QT, QTc, PR და QRS ინტერვალებზე. QTc  ინტერვალის ზედმიწევნით კვლევისას ჯანმრთელ სუბიექტებში  ვორთიოქსეტინი დოზით 40მგ-მდე/დღეღამეში არ ახდენდა გავლენას მის ხანგრძლივობაზე.

 

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ვორთიოქსეტინი ნელა, მაგრამ კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა  7 – 11 საათის შემდეგ. 5, 10 ან 20 მგ/დღეღამეში დოზის მრავალჯერადად მიღების შემდეგ საშუალო მაქსიმალური  კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) შეადგენს  9–33 ნგ/მლ-ს. აბსოლუტირი ბიოშეღწევადობა შეადგენს 75%. საკვების მიღება გავლენას ვერ ახდენს  პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე. (ის. სექცია „ გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

 

გავრცელება

გავრცელების საშუალო მაჩვენებელი (Vss) შეადგენს 2600 ლ, რაც მოწმობს ინტესიურ გავრცელებას სისხლძარღვებს გარეთ. ცილებთან შეკავშირების ხარისხი მაღალია  (98-99%)  და როგორც ჩანს არა არის დამოკიდებული ვორთიოქსეტინის კონცენტრაციაზე პლაზმაში. 

 

ბიოტრანსფორმაცია

ვორთიოქსეტინი ინტენსიურად მეტაბილიზირდება ღვიძლში, უმეტესწილად იზოფერმენტი CYP2D6-ის საშუალებით ჟანგვის ხარჯზე და უფრო ნაკლებად იზოფერმენტების CYP3A4/5 და CYP2C9 -ს დახმარებითა და გლუკურონის მჟავასთან შემდგომი კონიუგაციით. 

წამლის ურთიერთქმედების კვლევის შედეგად არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი გავლენა იზოფერმენტებზე CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 ან CYP3A4/5 (იხ. სექცია „ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“). ვორთიოქსეტინი წარმოადგენს P -გლიკოპროტეინის მსუბუქ ინჰიბიტორსა და სუბსტრატს. 

ვორთიოქსეტინის ძირითადი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიური არ არის. 

 

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი და ორალური კლირენსი შეადგენს 66 სთ-სა და და 33 ლ/სთ-ს შესაბამისად. დაახლოებით 2/3 ვორთიოქსეტინის არააქტიური მეტაბოლიტისა გამოიყოფა შარდთან ერთად და დაახლოებით 1/3 განავალთან ერთად. ვორთიოქსეტინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა განავალთან ერთად უცვლელი სახით. წონასწორობითი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ..

 

წრფივობა/არაწრფივობა 

ფარმაკოკინეტიკა წრფივ ხასიათს ატარებს და არ არის დამოკიდებული დროზე შესწავლილი დოზების დიაპაზონში (2,5–60 მგ/დღეღამეში).

ნახევრადგამოყოფის პერიოდის შესაბამისად AUC0-24სთ საფუძველზე მრავალჯერადი 5–20 მგ/დღეღამეში დოზების შემდეგ დაგროვების ინდექსი  5-დან 6-მდეა.

 

პაციენტთა სპეციფიური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ ჯანმრთელ სუბიექტებში  (≥65 წელი; n=20) ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია იზრდებოდა  27% (Cmax და AUC)  ახალგაზრდა ჯანმრთელი სუბიექტების (≤45 წელი)  საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მრავალჯერადი 10 მგ/დღეღამეში დოზების შემდეგ. ვორთიოქსეტინის მინიმალური ეფექტური დოზა 5 მგ/დღეღამეში უნდა იქნას გამოყენებული დაწყებითი დოზის სახით პაციენტებში ასაკით ≥65 წელი (ის. სექცია „გამოყენების მეთოდი და დოზირება“). აუცილებელია სიფრთხილით დაენიშნოს პრეპარატი ხანდაზმულ პაციენტებს არაუმეტეს 10 მგ/დღეღამეში დოზებით (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).

თირკმლის უკმარისობა

ვორთიოქსეტინის ერთჯერადი 10 მგ დოზის შემთვევაში კოკროფტ-გოლტის ფორმულით შეფასებული თირკმლის უკმარისობა (მსუბუქი, საშუალო ან მძიმე n=8 ჯგუფში) იწვევდა ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის ზომიერ (30%-მდე) ზრდას ჯანმრთელი სუბიექტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. პაციენტებში თირკმლის დაზიანების ტერმინალური სტადიით, თირკმლის დიალიზი შედეგად გვაძლევდა ექსპოზიციის მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირებას  (AUC და Cmax მცირდებოდა  13% და 27% შესაბამისად; n=8) ვორთიოქსეტინის ერთჯერადი 10 მგ დოზის შემდეგ. დოზის კორექცია აუცილებელი არ არის (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“). 

 

ღვიძლის უკმარისობა

ვორთიოქსეტინის 10 მგ-იანი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ მსუბუქი ან ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კრიტერიუმი A  ან B; n=8 ჯგუფში) ვორთიოქსეტინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილება არ გამოვლენილა  (AUC ცვლილება 10%-ზე ნაკლები). დოზის კორექცია არ არის აუცილებელი ( იხ. სექცია „გამოეყენების მეთოდი და დოზირება“). ვორთიოქსეტინის შესწავლა არ მომხდარა პაციენტებში მწვავე ღვიძლის უკმარისობით, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ამგვარ პაციენტებში სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).

 

იზოფერმენტ  CYP2D6 გენის ტიპი

ვორთიოქსეტინის კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო CYP2D6 იზოფერმენტის დაქვეითებული მეტაბოლური აქტივობის მქონე პაციენტებში ინტენსიურ მეტაბოლიზატორებთან შედარებით. იზოფერმენტ CYP3A4/2C9-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებამ, CYP2D6 იზოფერმენტის დაქვეითებული მეტაბოლური აქტივობის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ვორთიოქსეტინის ექსპოზიციის გაძლიერება (იხ. სექცია „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება). CYP2D6 იზოფერმენტის მეტისმეტად სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პაციენტებში 10მგ/დღეღამეში ვორთიოქსეტინის პლაზმური კონცენტრაცია იმ მნიშვნელობის ფარგლებში იყო, რაც მიღებული იქნა ექსტენსიური მეტაბოლიზატორების შემთხვევაში დოზით 5მგ/დღეღამეში და 10მგ/დღეღამეში. ისევე როგორც ყველა პაციენტისათვის, ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ პრეპარატის დოზის კორექციის შესაძლებლობა. (იხ. სექცია „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

 

წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები 

ზოგადი ტოქსიკურობის კვლევისას თაგვებში, ვირთაგვებსა და ძაღლებში ვორთიოქსეტინის შეყვანას თან ახლდა უმეტესად ცნს-ის მხრივ მოვლენები, რომლებიც მოიცავდა ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა სალივაცია (ვირთაგვები და ძაღლები), გუგების გაფართოვება (ძაღლები) და კრუნჩხვის ორი ეპიზოდი ძღლებში. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული თერაპიული დოზის 20მგ/დღეღამეში შეყვანისას არ გამოვლენილა კრუნჩხვოთი აქტივობა იმის გათვალისწნებით, რომ უსაფრთხოების ზღვარად დადგენილია 5%. ზღვრული ტოქსიურობა შემოიფარგლა თირკმელით (ვირთაგვები) და ღვიძლით (თაგვები და ვირთაგვები). 

თირკმლის ცვლილება ვირთაგვებში (გლომერულონეფრიტი, ტუბულარული ობსტრუქცია, კრისტალები თირკმლის მილაკებში) და ღვიძლის ცვლილება თაგვებსა და ვირთაგვებში (ჰეპატოცელულარული ჰიპერტროფია, ჰეპატოციტების ნეკროზი, სანაღვლე სადინარების ჰიპერპლაზია, კრისტალები სანაღვლე გზებში) გამოვლინდა ადამიანებისათვის 20 მგ/დღეღამეში მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 2-ჯერ  (ვირთაგვები) და 10-ჯერ (თაგვები) მეტად ექსპოზიციის შემთხვევაში. ეს შემთხვევები უმეტესწილად უკავშირდებოდა მღრღნელებისათვის დამახასიათებელ თირკმლის მილაკების და სანაღვლე სადინარების კრისტალებით ობსტრუქციას და ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა ადამიანებისათვის.

ვორთიოქსეტინი არ ახდენდა გენოტოქსიურ ზეგავლენას in vitro და in vivo ტესტების სტანდარტულ ბატარეაში.

თაგვებში ან ვირთაგვებში კანცეროგენულობის სტანდარტული ორწლიანი კვლევების საფუძველზე ვორთიოქსეტინი არ შეიცავს კანცეროგენულობის რისკს ადამიანებში. ვორთიოქსეტინი არ ახდენდა გავლენას ფერტილობაზე, შეჯვარების უნარზე, რეპროდუქციული  ორგანოების ფუნქციაზე ან სპერმატოზოიდების მორფოლოგიასა და მოძრაობის უნარზე ვირთაგვებში. ვორთიოქსეტინი არ ახდენდა ტერატოგენულ ზემოქმედებას ვირთაგვებსა და კურდღლებში, თუმცა გამოვლინდა ნაყოფის წონაზე და ოსიფიკაციის დაგვიანებაზე ზეგავლენა  ვირთაგვებში ვორთიოქსეტინის ისეთ დოზებზე ექსპოზიციისას, რომლებიც 10-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ დღეღამურ დოზას ადამიანისათვის 20 მგ/დღეღამეში. მსგავსი ეფექტები გამოვლინდა კურდღლებში სუბთერაპიული ექსპოზიციისას. 

ვირთაგვებში ჩატარებულ პრე და პოსტნატალურ კვლევებში ვორთიოქსეტინის გამოყენება ისეთი დოზებით, რომლებიც არ ახდენდნენ ტოქსიურ გავლენას დედაზე და შეესაბამებოდნენ 20 მგ/დღეღამეში დოზას ადამიანებში, ასოცირდებოდა ნაშიერების სიკვდილიანობასთან, სხეულის მასის მატების ტემპის კლებასთან და მათი განვითარების შენელებასთან (იხ. სექცია „გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს“) 

ვორთიოქსეტინი აღწევდა ლაქტაციის პერიოდში მყოფი ვირთხების რძეში (იხ. სექცია „გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს“).

ვირთხებში ვორთიოქსეტინის თერაპიით იუვენილური ტოქსიურობის კვლევების მონაცემები შეესაბამებოდა მოზრდილ ცხოველებში ჩატარებული კვლევის მონაცემებს. 

მოქმედი ნივთიერება ვორთიოქსეტინის ჰიდრობრომიდი კლასიფიცირდება როგორც მდგრადი, ბიოაკუმულაციას დაქვემდებარებული და ტოქსიური ნივთიერება (რისკი თევზებისათვის). მიუხედავად ამისა, პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზებით ვორთიოქსეტინი უმნიშვნელო რისკს შეიცავს გარემოსათვის წყალსა და ხმელეთზე. 

 

გამოყენების ჩვენება

ბრინტელიქსი ნაჩვენებია დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ მოზრდილებში.

 

უკუჩვენება

აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

მონოამინოქსიდაზის (მაო) სელექციურ ან არასელექციურ ინჰიბიტორებთან  ერთდროული გამოყენება (იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის). 

 

ორსულობისა და ძუძუთუ კვების დროს გამოყენება

ორსულობა

ვორთიოქსეტინის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ხცოველებში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა ვორთიოქსეტინის რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“). 

ახალშობილებში, რომელთა დედებიც სეროტონინერგიულ პრეპარატებს იღებდნენ ორსულობის გვიან ვადაზე, შესაძლებელია  გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვა, ტემპერატურის არასტაბილურობა, საკვების მიღების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერფლექსია, ტრემორი, მომატებულ ნერვულ-რეფლექტორული აღგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ლეთარგიული ძილი, გამუდმებით ტირილი, ძილიანობა და ცუდი ძილი. ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც მოხსნის სინდრომთან, ასევე ჭარბ სეროტონინერგიულ აქტივობასთან.  უმეტესობა შემთხვევებში ამგვარი გართულებები იწყება დაბადებინანვე ან დაბადებიდან მოკლე ხანში (< 24 საათში). 

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რომ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენებამ ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიანდელ ვადებზე შესაძლოა გამოიწვიოს მდგრადი ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარების რისკი (PPHN) ახალშობილებში.  თუმცა დღეისათვის ამგვარ მდგომარეობასა და ვორთიოქსეტინის გამოყენებას შორის ურთიერთკავშირი შესწავლილი არ ყოფილა, მისი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით (სეროტონინის კონცენტრაციის მომატება)მსგავსი რისკის გამორიცხვა შეუძლებელია.  

ბრინტელიქსის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისას, თუკი ეს აუცილებელი არ არის ქალის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. 

 

ძუძუთი კვება

ხელმისაწვდომი ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკოლოგიური მონაცემები ცხოველებში ცხადყოფს, რომ ვორთიოქსეტინი და  და მისი მეტაბოლიტი აღწევს რძეში. შესაძლებელია ვორთიოქსეტინი ასევე აღწევდეს ადამიანის რძეშიც (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“). 

ძუძუთი კვების დროს ბავშვისათვის მიყენებული საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ბრინტელიქსის გამოყენებისაგან თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვის ძუძუთი კვებისა და დედისათვის ბრინტელიქსის აუცილებლობის შეფარდებითი შეფასების შედეგად.

 

ფერტილობა

დედალ და მამალ ვირთაგვებში ფერტილობის შეფასებამ ცხადყო, რომ ვორთიოქსეტინი არ ახდენს გავლენას ფერტილობაზე, სპერმის ხარისხსა ან შეჯვარების უნარზე (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

ანტიდეპრესანტების (სეროტონინის უკუმიტაცების სელქციური ინჰიბიტორების) შესაბამის კლასს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევებმა ადამიანებში გამოავლინეს სპერმის ხარისხზე გავლენის არსებობა, რასაც შექცევადი ხასიათი აქვს.   ადამიანის ფერტილობაზე გავლენა ამ დროისათვის არ გამოვლენილა.

 

სიფრთხილით:

მწვავე თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა; მანია და ჰიპომანია; ფარმაკოლოგიურად არაკონტროლირებადი ეპილეფსია, კრუნჩხვითი შეტევები ანამნეზში, გამოხატული სუიციდალური ქცევა; ღვიძლის ციროზი; სისხლდენებისადმი მიდრეკილება; მონოამინოქსიდაზის B ინჰიბიტორებთან (სელეგილინი, რაზაგილინი) ერთდროული გამოყენება; სეროტონინერგიულ სამკურნალო საშუალებებთან გამოყენება; კრუნჩხვითი მზაობის ზღვარის შემამცირებელ პრეპარატებითან; ლითიუმთან, ტრიფტოფანთან გამოყენება; კრაზანას შემცველ წამლებთან გამოყენება; პერორალურ ანტიკოაგულანტებთან და თრომბოციტარულ ფუნქციაზე გავლენის უნარის მქონე პრეპარატებთან გამოყენება; ჰიპონატრიემიის გამომწვევ პრეპარატებთან გამოყენება; ელექტროკრუნჩხვითი თერაპია, ხანდაზმული ასაკი. 

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

65 წლამდე ასაკის ზრდასრულ პაციენტებში ბრინტელიქსის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთჯერ დღეში. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შესაბამისად დღიური დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე ვორთიოქსეტინის 20 მგ ერთჯერ დღეში ან შემცირდეს მინიმალურ დოზამდე 5 მგ ვორთიოქსეტინი ერთჯერ დღეში. 

დეპრესიის სიმპტომების სრულად ალაგების შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში ანტიდეპრესიული ეფექტის გამყარებისათვის. 

მკურნალობის შეწყვეტა

პაციენტებს, რომლებიც პრეპარატ ბრინტელიქსით მკურნალობენ შეუძლიათ ერთბაშად შეწყვიტონ მისი მიღება დოზირების თანდათან შემცირების აუცილებლობის გარეშე  (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“). 

 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

პაციენტებში ≥ 65 წლის ასაკით საწყისი დოზის სახით ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ბრინტელიქსისი მინიმალური ეფექტური დოზა 5 მგ ერთჯერ დღეში. აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილის ზომები ≥ 65 ასაკის პაციენტების მკურნალობისას დღეში ვორთიოქსეტინის 10მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენებაზე მონაცემები შეზღუდულია. (იხ. სექცია ‘განსაკუთრებული მითითებები“). 

P450 ციტოქრომის ინჰიბიტორები 

პაციენტის ინდივიდუალური რექაციის შესაბამისად შესაძლოა საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის კორექცია თუკი მკურნალობაში ჩაერთვება იზოფერმენტ CYP2D6-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მაგალითად ბუპროპიონი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი) (იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“). 

P450 ციტოქრომის ინდუქტორები 

პაციენტის ინდივიდუალური რექაციის შესაბამისად შესაძლოა საჭირო გახდეს ბრინტელიქსის დოზის შემცირება თუკი მკურნალობაში ჩაერთვება P450 ციტოქრომის ფართო სპექტრის ინდუქტორები (მაგალითად რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტიონი)(იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“).

 ბავშვები და მოზარდები (18წლამდე)

პრეპარატ ბრინტელიქსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე დადგენილი არ არის. ამ ჯგუფის პაციენტებზე მონაცემები არ არსებობს (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“)

 

გამოყენების წესი

ბრინტელიქსი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია კვებისაგან დამოუკიდებლად. 

 

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების ფროფილის თავისუფალი დახასიათება

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო გულისრევა. გვერდითი მოვლენები უმეტესად მსუბუქად ან ზომიერად იყო გამოვლენილი და დაფიქსირდა მხოლოდ მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იყო დროებითი ხასიათისდა ჯამში არ წარმოადგენდნენ პრეპარატის მოხსნის მიზეზს. გვერდითი მოვლენები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა მაგალითად  გულისრევა,  უმეტესად გამოვლინდა ქალებში და ნაკლებად მამაკაცებში.  

არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით

ქვემოთმოცემული არასასურველი რეაქციების სიხშირე მოცემულია შემდეგნაირად:   ‘ძალიან ხშირად’(≥1/10), ხშირად ((≥1/100 დან (≥1/10–მდე) ‘არცთუ ხშირად’ (≥1/1000 დან <1/100 მდე), ‘იშვიათად’ (≥1/10000 დან <1/1000 მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000); ან  უცნობია (როცა შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

არასასურველი რეაქცია

ფსიქიკის დარღვევა

ხშირად

უჩვეულო სიზმრები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირად

თავბრუსხვევა

სიხშირე უცნობია

სეროტონინის სინდრომი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

არცთუ ხშირად

ალები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირად

გულისრევა

ხშირად

დიარეა, ყაბზობა, ღებინება

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ხშირად

ქავილი, მათ შორის გენერალიზებული ქავილი

არცთუ ხშირად

ღამის ოფლიანობა

ცალკეული არასასურველი რექაციების აღწერილობა

ხანდაზმული პაციენტები

ერთჯერ დღეში ვორთიოქსეტინის 10 მგ და უფრო მეტი დოზისათვის კვლევებიდან გამორიცხვის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო პაციენტებისათვის ასაკით ≥ 65 წელი.

ერთჯერ დღეში ვორთიოქსეტინის 20 მგ დოზისათვის გულისრევისა და ყაბზობის შემთხვევები უფრო  მეტი იყო პაციენტებისათვის ასაკით ≥ 65 წელი ვიდრე პაციენტებისათვის ასაკით <65 წელი. (42% და 15%, შესაბამისად) (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).

სექსუალური დისფუნქცია

კლინიკურ კვლევებში სექსუალური დისფუნქცია ფასდებოდა ASEX (სექსუალური დისფუნქციის არიზონის შკალა) შკალის მიხედვით. დოზებით 5-დან 15 მგ-მდე პლაცებოსგან განსხვავება არ გამოვლენილა. თუმცა ვორთიოქსეტინის 20 მგ დოზა ასოცირდებოდა თერაპიით გამოწვეული სექსუალური დისფუნქცის გამოვლენის მომატებულ სიხშირესთან (TESD)(იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“). 

კლასს-სპეციფიური ეფექტი

უმეტესად 50 წლის ასაკის პაციენტების მონაწილეობით ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინეს ძვლის მოტეხილობების გარზდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატებს, რომლებიც შესაბამისი ფარმაკოლოგიური კლასის ანტიდეპრესანტებს მიეკუთვნებიან (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები).  ამგვარი რისკის გამომწვევი მექანიზმი უცნობია, ისევე როგორც უცნობია ასოცირდება თუ არა ეს რისკი ვორთიოქსეტინის მიღებასთან. 

 

დოზის გადაჭარბება 

ამჟამად ვორთიოქსეტინის დოზის გადაჭარბების შესახებ მხოლოდ შეზღუდული მონაცემები არსებობს 

სიმპტომები

ვორთიოქსეტინის შიგნით მიღება დოზით 40-დან 75 მგ-მდე იწვევდა არასასურველი რეაქციების გაძლიერებას: გულისრევა, პოსტურალური თავბრუსხვევა, დიარეა, 

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა. ასევე რეკომენდებული შემდგომი სამედიცინო დაკვირვების განხორციელება სპეციალიზირებულ პირობებში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ვორთიოქსეტინი ინტენსიურ მეტაბოლიზმს გადის ღვიძლში, უმეტესწილად ჟანგვის ხარჯზე რომლის კატალიზაციაც ხდება იზოფერმენტ CYP2D6 მიერ და მცირედი ნაწილით იზოფერმენტ CYP3A4/5  და CYP2C9 მიერ (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“).

ვორთიოქსეტინის  ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე სხვა პრეპარატების შესაძლო გავლენა

მონოამინოქსიდაზის შეუქცევადი არასელექციური ინჰიბიტორები 

სეროტონინის სინდრომის  წარმოშობის რისკის გამო ვორთიოქსეტინის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოქსიდაზის შეუქცევად არასელექციურ ინჰიბიტორებთან. ვორთიოქსეტინის დანიშვნა შესაძლებელია მონოამინოქსიდაზის შეუქცევადი არასელექტიური ინჰიბიტორების მოხსნიდან არანაკლებ 14 დღის შემდეგ. ვორთიოქსეტინის მოხსნა აუცილებელია არანაკლებ 14 დღით ადრე მონოამინოქსიდაზის შეუქცევადი არასელექციური ინჰიბიტორების დაწყებიდან (იხ. სექცია „უკუჩვენებები“).

მონოამინოქსიდაზა А -ს შექცევადი სელექციური ინჰიბიტორები (მოკლობემიდი)

ვორთიოქსეტინის მონოამინოქსიდაზა А -ს შექცევად სელექციურ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა მაგალითად მოკლობემიდი, ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. სექცია „უკუჩვენებები“). მათი ერთდროულად გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზებით და ზედმიწევნითი კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“). 

მონოამინოქსიდაზას შექცევადი არასელექციური ინჰიბიტორები (ლინეზოლიდი)

მონოამინოქსიდაზას მსუბუქ შექცევად არასელექციურ ინჰიბიტორთან, როგორიცაა მაგალითად ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი,  ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. სექცია „უკუჩვენებები“). მათი ერთდროულად გამოყენების დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში თანდართული პრეპარატის ჩართვა აუცილებელია მინიმალური დოზებით და ზედმიწევნითი კლინიკური დაკვირვების ქვეშ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის გამოსავლენად (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).  

მონოამინოქსიდაზა B -ს შეუქცევადი სელექციური ინჰიბიტორები (სელეგილინი, რაზაგილინი)

მიუხედავად იმიას, რომ სეროტონინის სინდრომის წარმოშობის რისკი ვორთიოქსეტინისა და მონოამინოქსიდაზა B-ს  სელექციური ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე  ვორთიოქსეტინისა და მონოამინოქსიდაზა A-ს სელექციური ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას, ვორთიოქსეტინისა და მონოამინოქსიდაზა B-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორების, როგორიცაა სელეგილინი, რაზაგილინი კომბინირებული გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს. ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტზე ზედმიწევნით დაკვირვება სეროტონინის სინდრომის წარმოშიბის გამოსავლენად (იხ. სექცია „ განსაკუთრებული მითითებები“).

სეროტონინერგიული პრეპარატები 

ვორთიოქსეტინისა და სხვა სეროტონინერგიული ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალებების (მაგალითად ტრამადოლის, სუმატრიფტანისა და სხვა ტრიფტანების) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომის განვითარება (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).

კრაზანა 

სეროტონინერგიული ეფექტის მქონე ანტიდეპრესანტებისა და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირის მატება, მათ შორის სეროტონინის სინდრომისაც (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“). 

კრუნჩვითი მზაობის ზღვარის შემამცირებელი პრეპარატები

სეროტონინერგიული ეფექტის მქონე ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა შეამციირონ კრუნჩხვითი მზაობის ზღვარი. კრუნჩვითი მზაობის ზღვარის შემამცირებელი პრეპარატებთან (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები), ნეიროლეფსიურებთან (ფენოთიაზინი, თიოქსატენი, ბუტიროფენონი), მეფლოქინთან, ბუპროპიონთან, ტრამადოლთან) ერთდროულად გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).

ეკთ (ელექტროკრუნჩხვითი თერაპია)

ამჟამად  ვორთიოქსეტინისა და ეკთ-ს ერთდროულად გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

იზოფერმენტ CYP2D6 ინჰიბიტორი

ვორთიოქსეტინის 10მგ/დღეღამეში დოზით გამოყენებისას ბუპროპიონთან ერთად (იზოფერმენტ CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორი)  დოზით 150 მგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) 2,3-ჯერ გაიზარდა. გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად შეინიშნებოდა ბუპროპიონის დამატებისას ვორთიოქსეტინის მიმდინარე თერაპიაზე, ვიდრე ვორთიოქსეტინის დამატებისას ბუპროპიონის მიმდინარე თერაპიაზე. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციებიდან გამომდინარე ვორთიოქსეტინის მიმდინარე თერაპიაზე იზოფერმენტ CYP2D6 ძლიერი ინჰიბიტორის (მაგალითად ბუპროპიონის, ქინიდინის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის) დამატებისას  უნდა განვიხილოთ ვორთიოქსეტინის დოზის შემცირება (იხ. სექცია გამოყეების მეთოდი და დოზირება). 

იზოფერმენტ CYP3A4 და CYP2C9 ინჰიბიტორი

ვორთიოქსეტინის დამატება კეტოკონაზოლის (იზოფერმენტ CYP3A4/5 და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი) 400 მგ/დღეღამეში დოზის დაწყებიდან 6 დღის შემდეგ ან 6 დღის შემდეგ ფლუკონაზოლის (იზოფერმენტ CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4/5 ინჰიბიტორი) მიღების დაწყებიდან დოზით 200 მგ/დღეღამეში ჯანმრთელ სუბიექტებში ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია (AUC) შესაბამისად  1,3-ჯერ და 1,5 ჯერ გაიზარდა. დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.

იზოფერმენტ CYP2D6-ის სუსტი აქტივობის მქონე პაციენტებთან ურთიერთმოქმედება. 

ვორთიოქსეტინის იზოფერმენტ CYP3A4-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან (როგორიცაა იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, ნეფაზოდონი, კოკნივაპტანი და მრავალი აივ პროტეაზას ინჰიბიტორი) და იზოფერმენტ CYP2C9 ინჰიბიტორთან (როგორიცაა ფლუკონაზოლი და ამიოდარონი) ერთდროულად გამოყენება იზოფერმენტ CYP2D6-ის სუსტი აქტივობის მქონე პაციენტებში არ მომხდარა (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური მოქმედება“) მიუხედავად ამისა მოსალოდნელია, რომ ამ პაციენტებში ამგვარი გამოყენება გამოიწვევს ვორთიოქსეტინის უფრო მეტად გამოხატულ ექსპოზიციას ზემოთმოცემულ ზომიერ მოქმედებასთან შედარებით.  

ომეპრაზოლის 40 მგ (იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორი) ერთჯერადი დოზის მიღება ვორთიოქსეტინის განმეორებითი დოზის ფონზე არ ცვლიდა ამ უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ სუბიექტებში. 

P450 ციტოქრომის ინდუქტორები 

ვორთიოქსეტინის 20მგ-ის ერთჯერადი მიღებისას რიფამპიცინის( CYP იზოოფერმენტების ფართო სპექტრის ინდუქტორი) 600 მგ/დღეღამეში დოზით მიღების დაწყებიდან  10 დღის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში ვორთიოქსეტინის ექსპოზიცია(AUC) 72%-ით შემცირდა. მიმდინარე თერაპიაზე P450 ციტოქრომის ფართო სპექტრის ძლიერი ინდუქტორის (მაგალითად, რიფამპიცინის, კარბამეზეპინის, ფენიტოინის) დართვაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ ვორთიოქსეტინის დოზის კორექციის შესაძლებლობა (იხ. სექცია „გამოყენების მეთოდი და დოზირება“). 

ალკოჰოლი

ვორთიოქსეტინის ერთჯერადი დოზების (20მგ და 40 მგ) და ეთანოლის (0,6გ/კგ) მიღებისას ჯანმრთელ სუბიექტებში არ შეინიშნებოდა ვორთიოქსეტინის ან ეთანოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება და კოგნიტიური ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა პლაცებოსთან შედარებით. მიუხედავად ამისა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. 

აცეტილსალიცილის მჟავა

აცეტილსალიცილის მჟავის მრავალჯერადი შეყვანა დოზით 150 მგ/დღეღამეში არ ცვლიდა ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკას ჯანმრთელ პაციენტებში. 

 

ვორთიოქსეტინის შესაძლო გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე. 

ანტიკოაგულანტები და ანტიაგრეგანტები

არ გამოვლენილა  ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა პროთრომბინის პარამეტრებზე, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ან  R-/S-ვარფარინის შეფარდების ცვლილებაზე სისხლის პლაზმაში პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების მიღებისას ვარფარინის ფიქსირებულ დოზებთან ერთდროულად მიღებისას ჯანმრთელ პაციენტებში. ასევე არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი მაინჰიბირებელი გავლენა თრომბოციტების აგრეგაციასა და აცეტილსალიცილის  და სალიცილის მჟავის ფარმაკოკინეტიკაზე პლაცებოსთან შედარებით აცეტილსალიცილის მჟავის 150 მგ/დღეღამეში დოზის ერთჯერადად მიღებისას ვორთიოქსეტინის მრავალჯერადი დოზების შემდეგ ჯანმრთელ პაციენტებში. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა სეროტონინერგიული პრეპარატების მიღებისას აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე ვორთიოქსეტინისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ან ანტიაგრეგანტების ერთდროულად მიღებისას სისხლდენის წარმოშობის პოტენციური რისკის გამო, რომელიც გამოწვეული იქნება ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებით (იხ. სექცია „განსაკუთრებული მითითებები“).  

 

P450ციტოქრომის სუბსტრატები

In vitro  კვლევებით არ გამოვლენილა ვორთიოქსეტინის მიერ P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების ინჰიბირების ან ინდუცირების უნარი (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“)  

ვორთიოქსეტინის  მრავალჯერადი დოზების ჯანმრთელ სუბიექტებში გამოყენების შემდეგ არ გამოვლენილა P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტებზე CYP2C19 (ომეპრაზოლი, დიაზეპამი), CYP3A4/5  (ეთინილესტრადიოლი, მიდაზოლამი), CYP2B6 (ბუპროპიონი), CYP2C9 (ტალბუტამიდი, S-ვარფარინი),  CYP1A2 (კოფეინი) ან CYP2D6( დექსტრომეტოფრანი) მისი მაინჰიბირებელი გავლენა. 

ასევე არ გამოვლენილა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. არ აღმოჩენილა კოგნიტიური ფუნქციის მნიშვნელოვანი ცვლილება პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინის და დიაზეპამის 10 მგ ერთჯერადი დოზით კომბინირებისას. არ გამოვლენილა პლაცებოსთან შედარებით ვორთიოქსეტინის მნიშვნელოვანი გავლენა სასქესო ჰორმონების დონეზე მისი მიღებისას კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებთან (ეთინილესტრადიოლი 30 მკგ+ლევონოგრესტრელი 150 მკგ) ერთად. 

ლითიუმი, ტრიფტოფანი

ჯანმრთელ სუბიექტებში არ გამოვლენილა რაიმე სახის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ლითიუმის ვორთიოქსეტინის მრავალჯერად დოზებთან ერთად მიღებისას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ აღწერილია სეროტონინერგიული ანტიდეპრესანტების მოქმედების გაძლიერების შემთხვევები ლითიუმთან და ტრიფტოფანთან ერთად მიღებისას, ვორთიოქსეტინის მიღება ამ პრეპარატებთან კომბინაციაში სიფრთხილით უნდა მოხდეს.  

 

განსაკუთრებული მითითებები

18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ბრინტელიქსის გამოყენება 18 წლამდე პაციენტებში დეპრესიის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ვორთიოქსეტინის გამოყენების უსაფრთოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის (იხ. სექცია „გამოყენების მეთოდები და დოზირება“). კლინიკურ კვლევებში იმ ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც სხვა ანტიდეპრესანტებს იღებდნენ, უფრო ხშირად ვლინდებოდა სუიციდალური ქცევა (სუიციდის მცდელობები და სუიციდალური აზრები) და მტრული დამოკიდებულება (უმეტესად აგრესიული ქცევით, კონფრონტაციისა და გაღიზიანებადობისაკენ მიდრეკილებით) პლაცებოსთან შედარებით.  

 

სუიციდი/სუიციდალური აზრები ან კლინიკური გაუარესება 

დეპრესია სუიციდალური აზრების წარმოშობის, საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენების და სუიციდის (სუიციდალური ქცევის)  რისკის მატებას უკავშირდება. ეს რისკი ნარჩუნდება გამოხატული რემისიის დადგომამდე. ვინაიდან გაუმჯობესება შესაძლოა არ გამოვლინდეს მკურნალობის რამდენიმე კვირის განმავლობაში ან დროის უფრო დიდი პერიოდის განმავლობაშიც კი, პაციენტები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. ზოგადი კლინიკური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ  გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია თვითმკვლელობის რისკის ზრდა. 

ანამნეზში სუიციდალური ქცევის მქონე პაციენტები ან პაციენტები მკურნალობის დაწყებამდე  სუიციდალურ თემაზე ფიქრების მნიშვნელოვანი მაჩვენებლით უფრო მეტად ექვემდებარებიან სუიციდალური აზრების განვითარების ან სუიციდის მცდელობის რისკს, ამიტომ მკურნალობის დროს  აუცილებელია მათზე ყურადღებით დაკვირვება.  ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებში ანტიდეპრესანტების  პლაცებო კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტა ანალიზით გამოვლინდა, რომ 25 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს სუიციდალური აზროვნებს გაზრდილი რისკი პლაცებოსთან შედარებით. 

აუცილებელია პაციენტებზე ზედმიწევნით დაკვირვება, განსაკუთრებით მათზე, რომლებშიც გამოვლენილია მაღალი სუიციდალური რისკი, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე ან პრეპარატის დოზის ცვლილებისას. პაციენტები (ან მათი მეურვეები) გაფრთხილებულნი უნდა იქნან ნებისმიერი კლინიკური გაუარესების, სუიციდალური აზროვნებისა და სუიციდალური ქცევის ან უჩვეულო ცვლილებების ნიშნების გამოვლენის აუცილებლობაზე, ასევე სამედიცინო დახმარების მოთხოვნის აუცილებლობაზე ამგვარი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში. 

 

კრუნჩხვითი შეტევები

არსებობს კრუნჩხვითი შეტევების განვითარების რისკი ანტიდეპრესანტების გამოყენებისას. ამიტომ ბრინტელიქსი აუცილებლად სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში კრუნჩხვითი შეტევის ისტორიით ანამნეზში ან არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში (იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“). კრუნჩხვითი შეტევის გამოვლენის, ან მათი სიხშირის მატების შემთხვევაში აუცილებელია ვორთიოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

 

სეროტონინის სინდრომი ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი 

სეროტონინის სინდრომი (სს) ან ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობებს წარმოადგენენ და შესაძლოა გამოვლინდნენ პრეპარატ ბრინტელიქსის გამოყენების ფონზე. სს და ანს განვითარების რისკი იმატებს სეროტონინერგიულ პრეპარატებთან (მათ შორის ტრიფტანებთან) ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც გავლენას ახდენენ სეროტონინის (მათ შორის მაო-ს ინჰიბიტორების) მეტაბოლიზმზე, ასევე ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ან დოფამინის სხვა ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას. აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება სს და ანს-ს ობიექტური და სუბიექტური სიმპტომების წარმოშობის გამოსავლენად (იხ. სექცია „უკუჩვენებები“ და „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“). 

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები მოცავს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს (მაგალითად: აჟიტაცია, ჰალუცინაციები, კომა), ვეგეტატიურ არასტაბილურობას (მაგალითად: ტაქიკარდია, არტერიული წნევის ლაბილობა, ჰიპერთერმია), ნერვულ-კუნთოვან პათოლოგიებს (მაგალითად: ჰიპერრეფლექსია, კოორდინაციის დარღვევა) და/ან სიმპტომებს კუჭ-ნაწლავის მხრივ.

ამგვარი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ბრინტელიქსით მკურნალობა და დაიწყოთ სიმპტომური მკურნალობა. 

 

მანია/ჰიპომანია

ბრინტელიქსი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ პაციენტებში მანიის/ჰიპომანიის ეპიზოდებით ანამნეზში. პრეპარატი უნდა მოიხსნას მანიაკალური მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში.

 

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

გუგების გაფართოებამ, რაც ვლინდება მრავალი ანტიდეპრესანტის, მათ შორის ბრინტელიქსის გამოყენების შემდეგ შესაძლოა მოახდინოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის შეტევის პროვოცირება თვალის წინა კამერის ანატომიურად ვიწრო კუთხის მქონე პაციენტებში, რომლებსაც პერიფერიული პრიდექტომია არ ჩატარებიათ.  

 

სისხლდენა

სეროტონინერგიული ანტიდეპრესანტების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) გამოყენების ფონზე შეინიშნებოდა ჰემორაგიული დარღვევების უმნიშვნელო შემთხვევები, როგორიცაა ეკქიმოზი, პურპურა, კუჭ-ნაწლავისა და გინეკოლოგიური სისხლდენები. სიფრთხილით უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელბიც იღებენ ანტიაკოაგულანტებს და/ან თრომბოციტარულ ფუნქციაზე გავლენის მქონე პრეპარატებს (მაგალითად: ატიპიური ანტისფიქოზური პრეპარატები, ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმეტესობა, არასტეროიდული ანთების საწინააღდეგო საშუალებები და აცეტილსალიცილის მჟვა) (იხ. სექცია „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება“), ასევე იმ პაციენტებში, რომლებსაც ცნობილია რომ აქვთ სისხლდენების/სისხლის შედედების დარღვევებისადმი მიდრეკილება. 

 

ჰიპონატრიემია

სეროტონინერგიული ეფექტის მქონე ანტიდეპრესანტების (სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები) მიღების ფონზე გამოვლენილია ჰიპონატრიემიის იშვიათი შემთხვევები, რაც სავარაუდოდ ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის შედეგია. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ვორთიოქსეტინის გამოყენებისას მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, როგორიცაა ასაკოვანი პაციენტები, ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტები ან ის პაციენტები, რომლებიც ამავდროულად მკურნალობას გადიან ისეთი პრეპარატებით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპონატრიემია.  

შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ბრინტელიქსის მოხსნა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სიმპტომური ჰიპონატრიემია და განხორციელდეს შესაბამისი სამედიცინო ჩარევა, რომელიც მიმართული იქნება მათი მდგომარეობის კორექციაზე. 

 

ხანდაზმულ პაციენტები

დეპრესიული ეპიზოდების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ბრინტელიქსის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილე ≥ 65 ასაკის პაციენტებში 10 მგ ერთჯერ დღეში დოზაზე მეტის გამოყენებისას (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“ და „გვერდითი მოვლენები“).   

 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მხოლოდ შეზღუდული მონაცემები არსებობს. ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამგვარი პაციენტების მკურნალობას (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“) 

 

ღვიძლის  ფუნქციის დარღვევა

ვორთიოქსეტინი შესწავლილი არ ყოფილა ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამგვარი პაციენტების მკურნალობას (იხ. სექცია „ფარმაკოლოგიური თვისებები“)

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე გავლენა

ბრინტელიქსი არ ახდენს ან ძალიან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად ამისა, პაციენტები ფრთხილად უნდა იყონ ავტოტრანსპორტის მართვისას ან საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს, განსაკუთრებით ვორთიოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში ან მისი დოზირების ცვლილებისას. 

 

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ, 10 მგ, 15 მგდა 20 მგ.

14 ტაბლეტი პვქ/პვქდ და ალუმინის ფოლგისაგან დამზადებულ კონტურულ შეფუთვაზე (ბლისტერზე).  1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშევისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

4 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

კომენტარის დამატება