Meds.ge » ყველა წამალი » ჰიდროქსიზინუმი / hidroqsizinumi / Hydroxyzinum

ჰიდროქსიზინუმი / hidroqsizinumi / Hydroxyzinum

74

შემადგენლობა

1მლ. შეიცავს  ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს – 2მგ.

დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის ბენზოატი, საქაროზა, ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს ეთანოლს), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანქსიოლიზური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰიდროქსიზინი წარმოადგენს დიფელმეთანის წარმოებულს, ხასიათდება ზომიერი ანქსიოლიზური აქტივობით, ავლენს  სედაციურ, ანალგეზიურ, ღებინების საწინააღმდეგო , ანტიჰისტამინურ და M- ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას.

ჰიდროქსიზინი დადებით გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღებას.

საგრძნობლად ამცირებს ქავილს ჭინჭრის ციების, ეგზემის და დერმატიტის დროს .

ძილის დარღვევის მქონე პაციენტებში, პოლისომნოგრაფიის შედეგად  თვალსაჩინოდ ვლინდება ძილის გახანგრძლივება  და ღამე გაღვიძების სიხშირის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:
ჰიდროქსიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან , კლინიკური ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 15-30 წუთში. ჩმახ  - კი მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ნახევარდაშლის პერიოდი თ ½  მოზრდილებში 14 სთ. ბავშვებში ბიოშეღწევადობა 80%.

ჰიდროქსიზინი ძირითადად კონცენტრირდება კანში.


ჩვენებები

- გაღიზიანებადობის (შფოთვის) სიმპტომური მკურნალობა

- ქავილის სიმპტომური მკურნალობა 

- პრემედიკაციის პერიოდში, როგორც სედაციური საშუალება

 

უკუჩვენებები:

• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

• პორფირია

• ლაქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა, გლუკოზა - ლაქტოზის შეწოვის დარღვევა

 

სიფრთხილით ინიშნება მიასთენიის, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილების , დემენციის, გლაუკომის, გულის რითმის დარღვევის დროს. 

აუცილებელია დოზის კორექცია თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ასევე, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ცნს-ის დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებს და ქოლინობლოკატორებს. 

ჰიდროქსიზინუმის მიღებით ანალიზის შედეგებზე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობა უნდა შეწყდეს ალერგიის სინჯების ან ბრონქიალური სინჯის ჩატარებამდე სულ მცირე  5 დღით ადრე .

აუცილებელია დოზის კორექცია  ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს: 

 

• პრეპარატები, რომლებსაც აქვთ მაინჰიბირებელი ეფექტი ცნს-ზე ან ანტიქოლინერგულ საშუალებებზე;

• ალკოჰოლი და ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას ინჰიბიტორები;

• ბრტაჰისტინი და ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები;

• მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები);

• ადრენალინი;

• პრეპარატები, რომლებმაც შეიძლებმა გამოიწვიონ გულის რითმის დაღრვევები


ორსულობის დროს ჰიდროქსიზინუმის სიროფის მიღების წინ აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. 

ჰიდროქსიზინუმის სიროფის  გამოყენება არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს.

ჰიდროქსიზინუმის სიროფის  მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჰიდროქსიზინუმის სიროფი შეიცავს საქაროზას  (1 მლ სიროფი – 0.77 მგ საქაროზა), პაციენტებმა ზოგიერთი შაქრის აუტანლობის დიაგნოზით პრეპარატის მიღების წინ უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის. 

ჰიდროქსიზინუმის სიროფი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს - 100მგ-ზე ნაკლებს 20 მლ სიროფში.

მიღების წესი და დოზირება

ბავშვებში 

- შფოთვის დროს 

ბავშვები 12 თვის ზემოთ:

40კგ-მდე წონის ბავშვების მაქსიმალური დოზა არის 2მგ/კგ-ზე დღეში.

6 წლამდე ბავშვები:

5-15 მგ-დან 50 მგ-მდე (1მგ/კგ – 2,5 მგ/კგ- მდე) დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.

6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:

15-25 მგ-დან მაქსიმუმ 50-100 მგ-მდე (1მგ/კგ – 2მგ/კგ- მდე) დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.

 

- ქავილის სიმპტომური მკურნალობა 

1მგ/კგ – 2მგ/კგ- დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.

 

- პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციის წინ

0,6 მგ/კგ-ზე ერჯერადი დოზის სახით.

 

 

მოზრდილებში

- შფოთვის მკურნალობა 

50მგ დღეში გაყოფილი 2-3 მიღებაზე. Mმწვავე  შემთხვევაში პერორალური დოზა შესაძლოა გაიზარდოს 300მგ-მდე დღეში.

 

- ქავილის სიმპოტუმური მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით ძილის წინ და გაგრძელდეს დოზის ეტაპობრივი მომატებით 25 მგ 3-4-ჯერ დღეში.

 

- პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციის წინ

50-დან  100-მგ-მდე ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.

 

მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა  არ უნდა აღემატებოდეს  100მგ-ს, მაქსიმალურ დღიური დოზა კი 400მგ-ს. 

 

გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (10 - დან > 1 პაციენტში ) -  ძილიანობა.

ხშირი (100-დან   1-10 პაციენტში ) -  პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლილობის შეგრძნება, მოდუნება. 

არახშირი (1 000-დან 1-10 პაციენტში)  -  გულისრევა, თავბრუსხვევა, უძილობა, კანკალი, აგზნება, ცხელება, გაბრუება. 

იშვიათი (10 000-დან 1-10 პაციენტში) – ტაქიკარდია, აკომოდაციის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, შეკრულობა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, კრუნჩხვები, დისკინეზია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, შარდის შეკავება, ქავილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ჰიპოტენზია. 

  

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა რეცეპტით

კომენტარის დამატება