ჰალუცინაციები
ჰალუცინაცია ჰქვია მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ხედავს, ისმენს, გემოს უგებს ან გრძნობს ისეთ რამეს, რაც მის გონების გარეთ არ არსებობს. ხშირია შოზოფრენიის მქონე ადამიანებში და ამ დროს ავადმყოფს ესმის ხმები.
ჰალუცინაცია საშიში შეიძლება იყოს, რადგან ზოგჯერ მოულოდნელი, ან არასასურველია, თუმცა არსებობს მისი გამომწვევი გარკვეული ფაქტორები. ესენია:
- არალეგალური წამლების ან ალკოჰოლის მეღება
- გონებრივი დაავადებები, როგორიცაა შოზოფრენია (schizophrenia) ან დემენცია (dementia)
- პროგრესირებადი ნევროლოგიური მდგომარეობები, როგორიცაა ალცჰაიმერი (Alzheimer's disease) ან პარკინსონის დაავადება (Parkinson's disease)
- მაკულარული დეგენერაციით (macular degeneration) გამოწვეული მხედველობის დაკარგვა - შარლ ბონეს (Charles Bonnet) სინდრომი.
თუ ჰალუცინაციები გაწუხებთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, რადგან შეიძლება გქონდეთ მენტალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა.
ჰალუცინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვიულობა, პარანოია და შიში, ამიტომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანთან ერთად ყოფნა ვისაც ენდობით.
შემდგომი ინფორმაცია ხსნის ჰალუცინაციების ტიპებს, მის გამომწვევ მიზეზებსა და საჭირო ზომებს:
- ხმების მოსმენა (hearing voices)
- წამლებით გამოწვეულ გალუცინაციები (drug-induced hallucinations)
- ჰალუცინაციები და ძილი (hallucinations and sleep)
- ჰალუცინაციები ბავშვებში ცხელების დროს (hallucinations experienced by children with a fever)
- შარლ ბონეს სინდრომი (Charles Bonnet syndrome).
ჰალუცინაცია შეიძლება ასევე განვითარდეს ექსტრემალური დაღლილობის, ან მძიმე დანაკარგის შედეგად, თუმცა ეს და სხვა იშვიათი მიზეზები არ არის განხილული ამ სტატიაში.
ხმების მოსმენა
სმენითი ჰალუცინაციები ხშირია ადამიანებში შიზოფრენიის დროს. ის შეიძლება იყოს კრიტიკული, პოზიტიური, ან ნეიტრალური და შეიძლება იძლეოდეს ზიანის მომტან ბრძანებებს, ან პაციენტს რთავდეს დიალოგში საკუთარ თავთან. ადამიანს შეიძლება ქმედებების თანმხლები კომენტარები ესმოდეს.
ხმების გაგონება კარგად შესამჩნევი სიმტპტომია შიზოფრენიის (schizophrenia), დემენციის (dementia), ან ბიპოლარული აშლილობის (bipolar disorder) დროს, თუმცა შეიძლება არ იყოს დაკავშირებული მენტალურ დაავადებებთან.
ეს მდგომარეობა ხშირად დამძაბველია, მაგრამ არ არის ყოველთვის ნეგატიური. ზოგ ადამიანს შეუძლია ამ ხმებთან ერთად ცხოვრება და მათ ცხოვრების ნაწილად მიიჩნევენ.
არცთუ იშვიათად, ამამიანებს ესმით ახლახან დაღუპულთა ხმები და ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს მათი საყვარელი ადამიანის ხმა.
პრაქტიკული რჩევა
თუ გესმით ხმები, გაესაუბრეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრთან მოგცემთ მიმართვას. ეს მნიშვნელობანია იმის განსასაზღვრად, გაქვთ თუ არა მძიმე მენტალური დარღვევა.
ფსიქიატრთან ვიზიტი არ არის სამარცხვინო და მნიშვნელოვანია გულდასმით გამოკვლევა და ნაადრევი მკურნალობა. თუ ხმების მიზეზი შიზოფრენიაა, უმჯობესია მკურნალობის რაც შეიძლება მალე დაწყება.
შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი რჩევებიც:
- გაესაუბრეთ სხვებსაც, ვისაც ასევე ესმის ხმები
- ღიად განიხილეთ აღნიშნული ხმები
- შეეცადეთ გაარკვიოთ საიდან და რატომ ჩნდება ხმები და რა იწვევს მათ.
წამლით გამოწვეული ჰალუცინაციები
არალეგალური წამლები და ალკოჰოლი
ადამიანებს ემართებათ ჰალუცინაციები, როცა იღებენ ისეთ არალეგალურ წამლებს, როგორიცაა ამფეტამინი, კოკაინი, LSD ან ექსტაზი. ასევე შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლზე თავის დანებების, ან წამლების უეცრად შეწყვეტის გამო.
წამლებით გამოწვეული ჰალუცინაცია ჩვეულებრივ მხედველობითია, თუმცა შეიძლება გავხლენა მოახდინოს სხვა შეგრძნებებზეც. ამ დროს ხედავენ სინათლის ციმციმს, აბსტრაქტულ ფორმებს, ან ცხოველის ან ადამიანის ფორმასაც კი. ხშირად ხდება ვიზუალური აღქმის დამახინჯება, რაც ცვლის ადამიანის მიერ მის ირგვლივი სამყაროს აღქმას.
ჰალუცინაციები შეიძლება აღმოცენდეს თავისით, ან იყოს წამლებით გამოწვეული ფსიქოზის (psychosis) ნაწილი. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ისინი შიზოფრენიას იწვევენ. წამლებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა (a drug-induced psychotic breakdown).
ზოგი ადამიანი დასამშვიდებლად ღებულობს კანაფს და ამით ცდილობენ ფსიქოზის სიმპტომების შემსუბუქებას, მაგრამ ვერ აანალიზებენ, რომ გრძელვადიან პერიოდში კანაფი ფსიქოზს აუარესებს.
ფსიქოზურ მდგომარეობამდე მიყვანა ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებასაც შეუძლია.
მედიკამენტები
სხვადასხვა რეცეპტულ მედიკამენტებსაც შეუძლია ზოგჯერ ჰალუცინაციების გამოწვევა. ასაკოვანი ადამიანები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.
მედიკამენტებით გამოწვეული ჰალუცინაციები ჩვეულებრის დოზაზე დამოკიდებულია და ქრება მისი მიღების შეწყვეტისას. თუმცა არასდროს შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, აუცილებლობის შემთხვევაში კი - მხოლოდ ფსიქიატრის შეფასების შემდეგ.
მედიკამენტების გავლენის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა პრეპარატებზე გადასვლა.
ჰალუცინაცია და ძილი
ჰალუცინაციები შედარებით ხშირია ჩაძინების დროს (ჰიპნაგოგური - hypnagogic), ან გაღვიძებისას (ჰიპონოპომპური hypnopompic).
შეიძლება ვლინდებოდეს სმენითი ჰალუცინაცია, ან ხედავდენ არ არსებულ საგნებს, როგორიცაა მოძრავი ობიექტები და ადამიანის ფორმის გამოსახულებები (ადამიანები ფიქროვენ, რომ ხედავენ მოჩვენებებს).
ჰიპნაგოგური და ჰიპნოპომპური ჰალუცინაციები განსაკუთრებით ხშირია ძილის დაღღვევის, ნარკოლეფსიის (narcolepsy) მქონე პაციენტებში, თუმცა გვხვდება ამ პრობლემის არ მქონე ადამიანებშიც. ისინი სიზმრებს გვანან და არ წარმოადგენენ აღელვების საგანს.
ჰალუცინაცია ბავშვებში ცხელების დროს
ჰალუცინაციები ზოგჯერ ჩნდება ცხელების მქონე ბავშვებში. თუ ბავშვს აქვს სიცხე (მაღალი ტემპერატურა, 37.5C-ზე მეტი) და ფიქრობთ რომ ჰალუცინაციებიაქვს, მიმართეთ ექიმს.
ამავდროულად ბავშვი გააგრილეთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ისიც დაამშვიდეთ. დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე და მიეცით პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია ბავშვის ასაკის შესაბამისი, სწორი დოზის და სიხშირის შესარჩევად და შეამოწმეთ რომ ბავშვი არ იყოს ალერგიული აღნიშნული მედიკამენტების მიმართ). ჰალუცინაციები გაივლის რამდენიმე წუთში.
შარლ ბონეს სინდრომი
დადგენილია, რომ მძიმე მხედველობის დაღღვევის (visual impairment) მქონე პაციენტთა 60%-ს აღენიშნება დროებითი მხედველობითი ჰალუცინაციები.
მისი სახელია შარლ ბონეს სინდრომი და ძირითადად აღენიშნება მხედველობა დაკარგულ ხანდაზმულ ადამიანებს, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკში.
ჰალუცინაციები, როგორც წესი, დაახლოებით 12-18 თვე გრძელდება და შეიძლება მიიღოს მარტივი მოდელების, ან დეტალური გამოსახულებების ფორმა.
მხედველობის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (age-related macular degeneration (AMD))- როცა თვალის ცენტრალური შავი ნაწილი (მაკულა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ მხედველობაში) სწორად მუშაობას წყვეტს
- კატარაქტა - როცა თვალის ლინზაში ფორმირდება ღრუბლისებური ლაქები
- გლაუკომა - როცა სითხე გროვდება თვალში და აზიანებს მხედველობის ნერვს (რომელსაც ინფორმაცია გადააქვს თვალიდან ტვინში)
- დიაბეტური რეტინოპათია- როცა თვალის მომმარაგებელი სისხლძარღვები ზიანდება გლუკოზის დაგროვების გამო.
დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 100,000 ადამიანს აქვს შარლ ბონეს სინდრომი.
კომენტარის დამატება