Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება)

ჰემატემეზი (სისხლიანი ღებინება)

1 064

სისხლიანი ღებინება შეიძლება სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს.

ამის გამო, თუ გქონდათ სისხლიანი ღებინება აუცილებლად სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ უახლოეს საავადმყოფოში.

სისხლის რაოდენობა და ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანებში. მაგალითად:

  • ნაღებინებ მასაში შესაძლოა დიდი რაოდენობით კაშკაშა წითელი ფერის სისხლი იყოს, ან
  • შესაძლოა საკვებთან შერეული სისხლის რამდენიმე ზოლი შეამჩნიოთ, ან
  • შესაძლოა ნაღებინებ მასაში შეიძლება ყავის მარცვლების მსგავსი ბურთულები შენიშნოთ, რაც ნიშნავს, რომ სისხლმა კუჭში რამდენიმე საათი დაჰყო.

ძალიან მნიშვნელოვანია ნაღებინები მასის ნიმუშის ექიმისთვის მიტანა, ეს მას დიაგნოზის დასმას გაუადვილებს.

რას უნდა მოელოდეთ როდესაც ექიმი გაგსინჯავთ

თუ თავს ძალიან კარგად გრძნობთ და სისხლიანი ღებინების გამომწვევი მიზეზიც აშკარაა (მაგ. ცხვირიდან სისხლდენის დროს სისხლის გადაყლაპვა), მაშინ საავადმყოფოში დარჩენა არ იქნება აუცილებელი. სხვა შემთხვევებში კი აუცილებელი იქნება სასწრაფო გამოკვლევების ჩატარება.

ეს გამოკვლევები მოიცავს სისხლის ანალიზსა და ენდოსკოპიას. ენდოსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც წვრილი მილის საშუალებით, რომელსაც ბოლოში მცირე ზომის ფანარი და ვიდეო კამერა აქვს დამაგრებული (ენდოსკოპი) იკვლევენ საჭმლის მომნელებელ სისტემას შიგნიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ როგორ მოხვდა სისხლი ნაღებინარ მასაში, ანუ იყო ეს სისხლი ნაღებინებ მასას ამოყვა კუჭიდან ან საყლაპავიდან, თუ სასუნთქი გზებიდან ან ფილტვებიდან, რადგან ესენი სხვადასხვა პრობლემის შედეგს წარმოადგენენ.

სისხლის ამოხველების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.coughing up blood.

სისხლიანი ღებინების გამომწვევი გავრცელებული მიზეზები

თუ ნაღებინარ მასაში შენიშნეთ სისხლის კვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ საყლაპავ მილში, კუჭში, ან თორმეტგოჯა ნაწლავის პირვე ნაწილში არის სისხლდენა.

ქვემოთ მოცემულია სისხლიანი ღებინების ანუ ჰემატემეზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები. ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ მეტად გაერკვეთ ამ პრობლემაში, თუმცა მისი თვითდიანოზირებისთვის გამოყენება არაა რეკომენდირებული! დიაგნოზის დასმა ყოველთვის მიანდეთ ექიმს!

კუჭის წყლული ან მძიმე გასტრიტი

თუ სისხლის ამოღებინებასთან ერთად განვითარდა წვის მსგავსი ან მღრღნელი ტკივილი მუცელის არეში, ეს ყველაზე დიდი ალბათობით გამოწვეული იქნება კუჭის წყლულით, ან კუჭის ამომფენი გარსის მძიმე ანთებით (გასტრიტი). ამ დროს სისხლდენა ხდება, როდესაც წყლული, ან ანთება აზიანებს მის ქვეშ მდებარე არტერიას.

საყლაპავის ვარიკოზები

საყლაპავის ვარიკოზები არის საყლაპავის ქვედა ნაწილის კედლებში არსებული ვენების გაგანიერება. ამ ვენებიდან იწყება სისხლდენა, მაგრამ ეს ყოველთვის არ იწვევს ტკივილს.

ხშირად ეს პათოლოგია ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებითაა გამოწვეული. თუ ექიმი ეჭვობს, რომ სისხლდენა ამ პრობლემითაა გამოწვეული, მაშინ პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში.

მძიმე გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადების დროს კუჭის მჟავა ამოდის კუჭიდან საყლაპავში.

ამ მდგომარეობის გართულებულ შემთხვევებში სიმჟავეს შეუძლია დააზიანოს საყლაპავი მილი და გამოიწვიოს სისხლდენა.

საყლაპავი მილის დაზიანება

გახანგრძლივებულმა ღებინებამ შეიძლება გააღიზიანოს საყლაპავი მილი და ასევე შედეგად გამოიწვიოს სისხლდენა.

სისხლის გადაყლაპვა

ნაღებინარ მასაში სისხლის მოხვედრა შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის გადაყლაპვითაც - მაგალითად ცხვირიდან ძლიერი სისხლდენის დროს. ამას ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისხლის მოხვედრა განავალშიც, რაც გამიწვევეს შავი ფერის, ფისის მსგავს განავალს.

სისხლიანი ღებინების უფრო იშვიათი მიზეზები

უფრო იშვიათად, სისხლიანი ღებინება შეიძლება გამოიწვიოს:

  • შხამის გადაყლაპვამ - როგორიცაა მაგალითად კოროზიული მჟავა ან დარიშხანის გადაყლაპვა
  • სისხლის დაავადებამ, მაგალითად თრომბოციტოპენიამ (თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა სისხლში), ლეიკემიამ, ჰემოფილიამ ან ანემიამ
  • საყლაპავის კიბომ ან კუჭის კიბომ - ეს შემთხვევები შეიძლება გახდეს საეჭვო იმ შემთხვევებში, თუ პაციენტი 55 წელს გადაცილებულია და ძალიან დაიკლო წონაში; სხვა შემთხვევაში ეს სიმსივნეები იშვიათია

კომენტარის დამატება