Meds.ge » ყველა წამალი » გინკგო ბილობას ნაყენი / ginkgo bilobas nayeni / Tinctura Ginkgo Bilobae

გინკგო ბილობას ნაყენი / ginkgo bilobas nayeni / Tinctura Ginkgo Bilobae

60

შემადგენლობა

გინკგო ბილობას ფოთოლი შიცავს ფენოლურ ნაერთებს, ბიფლავონოიდებს ,გინკოლიდებს, კატექინებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გინკგო ბილობას ფენოლური შენაერთები კვერცეტინის გლიკოზიდები, ბიფლავონოიდები (ბილობეტინი, გინკეტინი), გინკოლიდები (ბილობალიდი) და კატექინები აფართოებენ სისხლძარღვებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ თვისებებს. გინკგო ბილობას ნაყენი ხელს უწყობს თავის ტვინის ჟანგბადითა და გლუკოზით უზრუნველყოფას, ასევე ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცერებრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება.
გამოიყენება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, მეხსიერების და ყურადღების დაქვეითების, თავბრუსხვევის, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში. ეფექტურია სიარულის დროს ტკივილის და კიდურებში სიცივის შეგრძნებისას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

კომენტარის დამატება