Meds.ge » ყველა წამალი » ჟენ-შენის ნაყენი / jen-shenis nayeni / Tinctura Ginseng

ჟენ-შენის ნაყენი / jen-shenis nayeni / Tinctura Ginseng

72

შემადგენლობა 

მცენარე შეიცავს გლიკოზიდებს (პანაქსაპონინი, პანაკვილონი, პანაქსოზიდი A და B), გინზენინს, პანაქსის მჟავას, ალკალოიდებს, ეთერზეთს (პანაცენი), ვიტამინი B1 და B2 ასკორბინის და ფოსფორის მჟავეებს, რკინას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჟენ-შენის ნაყენის ძირითად ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს მისი მატონიზირებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების დროს თავის ტვინის სტრუქტურაში აღინიშნება აღგზნებადი პროცესების და რეფლექტორული მოქმედების გაძლიერება. მისი პრეპარატები ამაღლებენ შრომისუნარიანობას და აქვეითებენ დაღლილობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი საშუალება. 
პრეპარატს იყენებენ, როგორც მატონიზირებელ და მასტიმულირებელ საშუალებას გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, გარემოს არასასურველი ზემოქმედების, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში. ჟენ-შენი გამოიყენება ასტენიური მდგომარეობის დროს. ეფექტურია კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნევრასტენიის ნიადაგზე სქესობრივი დარღვევისას.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, იშვიათად ტაქიკარდია

უკუჩვენება
ნაყენის მიღება არ არის რეკომენდირებული არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა), მაღალი აღგზნებადობის, ეპილეფსიის, მწვავე ინფექციური, ვირუსული და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. არ მიიღება ორსულობის, ძუძუთი კვებისას და ბავშვებისთვის 12 წლამდე. მისი გამოყენება არ არის სასურველი დღის მეორე ნახევარში, უძილობის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით

კომენტარის დამატება