Meds.ge » ყველა წამალი » სიმინდის ულვაში / simindis ulvashi / Styli cum stigmatis Zea Maydis

სიმინდის ულვაში / simindis ulvashi / Styli cum stigmatis Zea Maydis

64

შემადგენლობა 

სიმინდის ულვაში შეიცავს სიტოსტეროლს, სტიგმასტეროლს, ცხიმოვან ზეთებს, ეთერის ზეთს, საპონინებს, მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებებს, ვიტამინ C, ვიტამინ K, გუმფისის მაგვარ ნივთიერებებს და სხვ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ, შარდმდენ და ჰემოსტაზურ მოქმედებას, ხასიათდება ჰიპოგლიკემიური თვისებებით. იგი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული და ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემიის, ენტეროკოლიტის, შეშუპების, ჰემორაგიული დიათეზის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, E ჰიპოვიტამინოზის, კანის დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში

კომენტარის დამატება