Meds.ge » ყველა წამალი » კატაბალახას ფესვები და ფესურები / katabalaxas fesvebi da fesurebi / Rhizoma cum Radicibus Valerianae

კატაბალახას ფესვები და ფესურები / katabalaxas fesvebi da fesurebi / Rhizoma cum Radicibus Valerianae

55

შემადგენლობა

კატაბალახას ფესვები და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს (0,5-1%), მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალ იზოვალერიანის მჟავას, ალკალოიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ამცირებს ცნს-ის აღგზნებადობას და ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.
გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს. კატაბალახას ფართოდ იყენებენ ნევრასთენიის და ფსიქოსთენიის მსუბუქი ფორმების, გულ-სისხლძარღვთა ნევროზების, სტენოკარდიის საწყისი სტადიის, ჰიპერტონული დაავადებების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღვლსადენი გზების ზოგიერთი დაავადებებისას, კუჭისა და ნაწლავების სპაზმის დროს.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით, მაგრამ მისი ზედმეტი დოზით მიღება იწვევს მოთენთილობას, დათრგუნვის შეგრძნებას. გვერდითი მოვლენები ქრება მცენარის მიღების შეწყვეტის შემდეგ

კომენტარის დამატება