Meds.ge » ყველა წამალი » კოთხუჯის ფესვები / kotxujis fesvebi / Rhizomata Acori calami

კოთხუჯის ფესვები / kotxujis fesvebi / Rhizomata Acori calami

48

შემადგენლობა

კოთხუჯის ფესვები შეიცავს მწარე ნივთიერება-აკორინს, ეთეროვან ზეთებს (არანაკლებ 1,5%), აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება მადის აღმძვრელი და ნაღვლმდენი მოქმედებით.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მადის აღმძვრელი და ნაღვლმდენი საშუალება. 
გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებისას, ეფექტურია თირკმლისა და შარ-საწვეთი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. კოთხუჯი გამოიყენება, როგორც არომატული და მატონიზირებელი საშუალება, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, აძლიერებს მადას

კომენტარის დამატება