Meds.ge » ყველა წამალი » შვიტას ბალახი / shvitas balaxi / Herba Equiseti Arvensis

შვიტას ბალახი / shvitas balaxi / Herba Equiseti Arvensis

49

შემადგენლობა

შვიტას ბალახი შეიცავს საპონინებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას,კაროტინს, ორგანული მჟავეებს, ცხიმოვან ზეთს, მინერალურ მარილებს, ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარეებს, დიდი რაოდენობით სილიციუმის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი რეკომენდირებულია გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, პიელიტის, ცისტიტის, ურეთრიტის დროს, აგრეთვე საშვილოსნოდან სისხლდენის კუპირებისას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.
გამოიყენება თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის შემთხვევაში, ეფექტურია პირის ღრუში სავლებად სტომატიტების დროს. მცენარის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

უკუჩვენება
არ არის რეკომენდირებული ნეფრიტის, ნეფროზოსკლეროზის შემთხვევაში

კომენტარის დამატება